A sad poem

My life is better in my head than in reality.

-

რაც მოიტანეს დარჩა და დარჩა,
არ წაუღიათ არსად ამიტომ.
მოვა და ჭიას გაწელავს ყანჩა,
და გამხმარ კისერს მზეზე გაითბობს.

-

You placed your hands on my throat
And I felt so weak and small.
It hurt a little, it hurt a lot,
But I didn’t mind at all.

You pushed your fingers in my bones.
But I loved this secret violence.
And the screams turned into moans.
And the moans turned into silence.

You came in like a polished breath,
Transformed into the death and worry.
And I miss your every kiss,
And I’ll never say I’m sorry.

Famished

I had felt him coming days before he arrived.

I would stop by the old houses and look inside, as they bore the signs of unmistakable kinship;
I would prefer to wear gray and drink coffee without milk;
I would stay awake longer than usual, staring at my palms.

I knew him before.
We’d met several times and I was fascinated by his pale demeanor,
of how sure of himself he was,
of his talent to impose importance over the quietest of noises...
But we were never friends.
(I felt slightly intimidated by his confidence.)
I had made habit of befriending only those who made good pets, good companions.
But him...
He would never stand small.

And I probably didn’t really want to play a host,
but never had enough courage to deny myself wonderful pleasures of his company.
I felt alone without him
And hoped he’d feel the same if I domesticated him better.
I wanted to be missed by him.
We were never friends but perhaps he loved me more, than he loves others.

And when he stayed with me,
He belonged to me like pyramids belong to time.

Sadness was his name.
And he rarely assumed a physical form.
But I still found him in my old books and poems,
And letters and films.
And he’d always find me in his present,
And his past.
We were never friends,
But still drawn to each-other.

I felt too young in his presence.
And after he’d leave,
I’d be too old for my age;
too famished for life.

A perfectly vegan poem

The llama at the barbershop
Can only see its face,
I clean the floors and dust the shelves
And know my time and place.
But llama at the barbershop,
Annoys the noble me.
Still clean the floors and dust the shelves
And smile and laugh and grin.
My sarcasm always slips the grip
Of silly, little chap.
So, llama of the barbershop
Ends up in my trap.
And at night when I come home,
And turn into a cook,
I think of juicy llama-meat,
And toss it in my soup.

-

შემომეჩეხა ხეების მწკრივში
ჩაბერებული ყვითელი სკამი.

იასამნებით ჩამქრალი ღვინო
დაიქცა ბაღში,
დამათვრა მკერდზე.

ოთახში ბიჭი ზის და იცინის.
ღამის ფრინველი დაეძებს ბინას.
და ძილისფერი ღამის სიმძიმე
ზღვამ თბილ საწოლში შემომიწვინა.

იასამნებში ჩაცურდა ღვინო,
რომელიც მკერდზე მესვენა მუცლით.
არ უნდა წავყვე, არც გავიცინო,
რომ არ გამომრჩეს ის, რასაც ვუცდი.

და შემიყვარდა ხეების მწკრივში
ჩაფიქრებული ყვითელი სკამი.

-

I am slightly evil
When it comes to you.
But that's the way I love "thee".
There's nothing you can do.
I like when people shiver.
It makes me feel "real cool".
That's why I'm slightly evil
When it comes to you.

-

The subway is all about doors,
Not movement.

You climb the stairs.
You see doors.
You climb the stairs
And wait.

And the train arrives.
There they are again -
Doors to open,
Doors to close.

And in this simple notion
I get caught up and lost.

For doors are the stories you go through.

-

Men cherished the thought of looking at you.

You noticed them all
And still walked away,
Because there was nothing else you would do.

You were too eternal
To seek temporary love.

-

To go to sleep -
What a perfectly stupid idea!
We're in New York
And sleep is the least exciting way
To waste your time.

-

One day I'll have a house
With tall, white walls,
Windows up to the ceilings...
And film posters on the walls,
All my favorite films -
Some like it hot
And Frances Ha
And La La Land
And Le notti di Cabiria...

-

I was thirteen when I decided
I would live my life as a character
From a French film.

Thought, pleasure and wine
Are all that matter to me.

-

I'll spend my summers drinking gin,
Listening to Brahms,
Waiting tables,
And writing bad poetry.

Summers are for living.
Winter is for death.

-

You smiled.
- Are you happy?
You stood,
Waiting for me to look away.

I didn't know then -
Some smiles were "I've missed you!"
Not "I'm happy".

-

I had stopped writing
To live what I'd written.

-

Our bodies turned into liquid
Flowing down the veins,
Composed of cello concertos
And gin.

And we drank each-other into extinction.

-

Look!
I write down passages
from my favorite books,
Hoping to invite them
into my life.

-

May be stars would shine brighter,
If they lived closer to each-other...

And we'd be in the universe
Of thousand suns!

Your skin would seem darker,
Your taste would be sweet
And no one would matter
And we would repeat
Whatever we longed for,
Whatever we did
When cherries grew darker,
And deeper, and sweet.

But stars don't shine brighter.

-

When I stop,
Streets stop.

When I walk,
Streets walk backwards.

And I imagine passing myself,
As others have and will.

What if I were the "other"?
Would I still be a stranger?

-

For the first time in my life,
Can I be a child to be taken care of,
Not cast away?!

-

Do you remember Paris?
Gare de l'est?
Gare du Lyon?

As we said goodbye,
you thought you'd have me forever.
As we said goodbye,
I knew we lost each-other.

Do you remember Paris?
Gare du Lyon?
Gre de l'est?

-

I only believed in goodbyes.
And you believed in hellos.
I am sorry.
I am.

-

You were sudden
And so scary,
Like a movement
In a room full of sleep.

-

When you take off the lid,
I pour off like coffee.
I'm not a green tea.
I'm not soothing.
I'm not comforting.
I give goosebumps and jitters.
I'm black.
And I'm strong.
I'm icy.
I'm hot.
And I leave marks.
I leave stains.
And I enter you,
Like consciousness enters the sleep.

I pour off like coffee,
When you take off the lid.

-

I open my eyes
And the first thing I see,
Isn't the first thing
That comes to my mind.

I carry my imagination
into and beyond my nights.
I could be one of those,
frightened and frightening nocturnal animals,
lacking sleep and company of us.

I open my eyes
And the first thing I see,
Isn't the first thing
That comes to my mind.

-

New York is a wild animal
And it has many ways of attacking and scarring people.

But you get to decide
What kind of scar you want to wear.
It could be scratches of Jazz fingers on your back;
A burn, of kiss of luxury, and lust on your neck;
Or a rash of melancholy and nostalgia;
Open cuts of self-hate;
Bruises of fatigue and indifference...

But we leave our safe cages every morning,
hunting the beast.

-

Green apples and sunshine
and sea
and then, you.
May be, I'm dreaming
or may be, I'm blue.
But daisies and tulips
will think (as they bloom)
of apples and sunshine
and sea
and of you.

-

Much like a poem in a crowded subway cart,
I sometimes catch passengers’ eyes.
They linger on me for a second.
And then they move,
back inwards into their masters’ skulls.

And I’m left wondering:
Would eyes stay longer
if I was handsome,
if I was smart, flashy advertisement,
created to impress.

But I’m just a poem,
left on wall of a subway cart,
written for many,
read only by few.

-

სიცხე დაქალდა.
ჩაეწურა ოფლი ფილაქანს.
გრძელმა ფრინველმა ფრთები წელზე შემოილაგა,
გადაიხლართა
და აცოცდა აივნის თავზე.

მზე იზვირთება,
ზღვის თეძოებს ეზღვაურება.
ბრდღვიალა თმაზე ენას უსვამს მზეს ზღვა,
მზით სავსე.
თითებს ულოკავს აალებულ მზეს ზღვა,
მზით სავსე.

ხელი ბაწარზე შეიწმინდეს მეზღვაურებმა.
გრძელი ფრინველი ირწეოდა აივნის თავზე.

სწორი

ქვიშიან კაბით შენ დასდევ თევზებს,
პეპლების ბადით დასდევ და იჭერ.
და შერუჯვიათ ჟინი სახეზე
აზურმუხტებულ მეზღვაურ ბიჭებს.

. . . . . .

კაცებმა მხრები შეუკრეს აფრებს
და როცა სულ არ ელოდა საფრთხეს
აფართხალებულ მზეს ჩაუსაფრდნენ
და ლურჯ სიღრმეში გამოჭრეს ყელი.

. . . . . .

შენ კი იწექი შიშველი ისე,
როგორც ყვითელი გველი ქალებთან
და გილოკავდა ცვილისფერ კისერს
მკვდარი სიდინჯე და მხურვალება.


the Man of Kansas


- ვწუხვარ.
- Mok-ს მშიერ მხრებზე ეზრდება კვირტი.
- ვწუხვარ.
- სახლში არ გახლავთ. ის გუშინ მოკვდა.
- ვწუხვარ.
- Mok-ს დედამისის შველას დაპირდით!
- ვწუხვარ.
- Mok-ი მივიდა მეორე Mok-თან.
- ვწუხვარ.
- სახლში ვარ. Mok-თან. ის წუხს. მე მესმის.
- ვწუხვარ.
- ქუჩაზე ზებრას უყურებს სპილო.
- ვწუხვარ.
- სრიალით ძარღვში შემოდის ნემსი.
- ვწუხვარ.
- და მზად ვარ სისხლი ამოვიყივლო.

ეზოში ვდგავარ ლუქჯი ქურთუკით, რომელსაც ვიღაც სხვისი სუნი აქვს.
ავდივარ კიბეზე. ოთახში სხედან.
ვჯდები. ვუყურებ. Mok-ი წუხს. ვუღიმი.

"წუხილი" არის ღია სივრცის ახალი სპექტაკლი. ჩემთვის ახალი.

ჩვენი ყველას სიცოცხლე მოსაწყენია, იმიტომ, რომ არსებობს ერთი სიცოცხლე, რომელიც არ არის მოსაწყენი და იმასთან შედარებით არის ჩვენი, ყველას სიცოცხლე მოსაწყენი და, ხანდახან, სასაცილოც. ზოგს მამა უკვდება, ზოგს სახლიდან აგდებენ. ზოგი თვითონ მიდის. ზოგს პირიქით, არ უშვებენ. რაზე ფიქრობენ გვამები მორგში?

მე ადრე ძალიან მინდოდა მცოდნოდა ისეთი რამ, რაც სხვამ არავინ იცოდა. მაგალითად, რა იქნებოდა სიკვდილის შემდეგ. ან ის, რა იყო დაბადებამდე. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. რომ ჩემი არსებობის მერე წყვეტს ყველაფერი არსებობას. და ის, რომ მე არ ვიარსებებ, გაცილებით კარგია, ვიდრე ის, სულ რომ მეარსება. რაზე საუბრობენ გვამები მორგში? გვამები ჩვენ არ გვგვანან? ზოგი ახალგაზრდაა, ზოგი მოლურჯო, ზოგი კატლეტივითაა გაჭყლეტილი. ზოგს თირკმელი აკლია, ზოგს - თვალი. გვამებისგან მხოლოდ ენერგია განგვასხვავებს. გვამები ენერგიას ისრუტავენ, ჭამენ და თუ არ დამარხავ, სულ შეიწოვენ ყველას ენერგიას. ცოცხლები ენერგიას ასხივებენ. დაახლოებით ისე არიან, როგორც მცენარეები: დღე ჟანგბადს გამოყოფენ, ღამით კი - პირიქით. - Mok-ს მშიერ მხრებზე ეზრდება კვირტი.

სპექტაკლი გვიყვება სხვადასხვა გვამების შესახებ.

წუხილი არის საკუთარ ბედზე წუხილი. როცა ბედი არ არსებობს. ჩვენ ვწუხვართ აწმყოს შესახებ. ვწუხვართ, რომ ვერ ვნახეთ, არ გვიყვარდა, ვერ მოგვიშინაურეს, არ მიგვიკარეს, არ მოგვწონდა სხეული, თმა (ხელებსა და მკერდზე), სიცივე, სიცხე. ვწუხვართ, რომ არ გვაპატიეს, რომ არც გვითხოვია. ვწუხვართ, რომ ასეთია ცხოვრება, ხალხი. ხალხია ჩვენთვის განსაკუთრებით სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს ხალხი გვიყურებს, გვინდა თუ არა. და ჩვენც იძულებულნი ვართ ვუყუროთ და მივბაძოთ მათ რწმენას, წესებს, ჩვევებს, სხეულის ენას, მიმიკებს, აზრებს. და ბოლოს, ხალხი აღარ გვაღიზიანებს, არამედ უბრალოდ გვაწუხებს. და ვწუხვართ ჩვენთვის.

ზუსტად პატარა, სამწუხარო ისტორიებია ჩვენი სიცოცხლეები.

სპექტაკლი ცდილობს აბსურდული ამბებივით გადმოსცეს მოწყენილი ყოველდღიურობის ხიბლისგან დაცლილი მიმდინარეობა. ეს არც უცნაურია, არც საშიში. იმიტომ, რომ ზუსტად ეს არის ის, რასაც ყოველ საღამოს გრძნობ. ამას უკვე შეეჩვიე. ამაზე უკვე სწუხდი. და მორჩა.

მაშინ, როცა გაფატრული მუცლიდან ნელა გადმოდის ხელოვნური ყვავილების ნაჭრის-სუნიანი თაიგული, შენსავით დაღლილი ჯოხი გეყრდნობა მხარზე და რა უბრალო, და მარტივია ყველაფერი! შენი სახელიც. ხელებიც. ყოფნაც.

საფეთქლებზე სიცხეს გრძნობ და გულის მარცხენა პარკუჭში იზრდება კვირტი.

სპექტაკლი შეიძლება პოეზიას ჰგავდეს. რადგან არაფერია უფრო პოეტური, ვიდრე წუხილი, როგორც წითელი მარწყვი.


სველმა ტილომ გაისრიალა გრძელ ტერფებქვეშ.

Mok-ი ჩემი მეგობარია.

la faim ღმერთით

stand by my side: https://www.youtube.com/watch?v=2Bb0k9HgQxc

მიხეილ ჩარკვიანისა და დავით ხორბალაძის სპექტაკლი
მხატვარი - ანა გურგენიძე
სპექტაკლში სრულდება ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები.

მონაწილეობენ:
ნუცა გუჩაშვილი, გვანცა ენუქიძე, ნინი იაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, თეონა ლეჟავა, ანანო მახარაძე, თემო რეხვიაშვილი, ირაკლი სირბილაშვილი, თამთა ჩუმაშვილი.


რამდენიმე ჭეშმარიტება ცხოვრების შესახებ:
1. ჯაჭვები ფეხზე ჰკიდია ტომის.
2. წრეს ეძახიან გახვრეტილ სფეროს.
3. გრძელ ნაბიჯს მოკლედ ჰქვია ნახტომი.

მე დილას ვიწყებ შუბერტით. მერე, დიდი კონტრასტია მარა მაინც, ვთარგმნი ბიზნესის რაღაც სტატიებს. მერე ვწერ დავალებას. მერე ამ ყველაფერს ვტვირთავ საიტზე. მერე ვაგზავნი იმეილს 100 სტუდენტთან დავალების შესახებ. ვკითხულობ ანტიგონეს, უკვე მეშვიდედ, მგონი. მერე ვიცმევ ქურთუკს, აი იმას, იდაყვები რომ სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი და ტილოს ნაჭერი რო დავაკერებინე. ძველ ბოტასებსაც ვიცმევ და ჩემი წყლით მივდივარ სავარჯიშოდ. დავრბივარ და რამის მოსმენას აზრი არ აქვს იმიტო რო მუსიკა ძაან ხმამაღლაა და მაინც ვერაფერს გავიგებ. ამიტომ მეორე სამყაროში გავდივარ და კარს მაგრად ვიჯახუნებ. აღარ მესმის არაფერი. მარტო დავრბივარ, მერე ტურნიკზე ვქანაობ. მერე ვიღაც მეუბნება კიდევ ბევრი დაგრჩაო? მოვდივარ. ავტობუსში არავის ვუთმობ ადგილს. სახლში ვპოულობ გადარჩენილ პურის ნაჭერს და ყველს და ვსვამ ჩაის. მერე გავდივარ ფაბრიკაში. სპექტაკლი იწყება 7-ზე. სტინა მალე მოდის, თავისი "კლეჩატი" "ადიალით", რომელსაც თავშალს ეძახის. პირველი რიგი. და დედასვფიცავარ, თუ რამე არ მომეწონა, პრე.ზი.დენტს თუ არა, სტინას ვეტყვი ყველაფერს.

ჩარკვიანის და ხორბალაძის სპექტაკლს ჰქვია "შიმშილის ღმერთი".

სპექტაკლში მონაწილეობს 9 მსახიობი. მათგან 6 გოგოა და 3 ბიჭი. აქედან ორ გოგოს აცვია ძოწისფერი და შედედებული სისხლისფერი ტანსაცმელი. ერთს აცვია ღია მდოგვისფერი ზედა. ერთს აცვია ცისფერი კაბა. ერთს აცვია ჯინსის შარვალი. სულ ბოლოს კი აცვია ყავისფერი, ტყავის ფეხსაცმელები, წვრილი ზონარებით. ერთ ბიჭს მოკლე თმა აქვს. ერთ ბიჭს აქვს გრძელი თმა. ერთი ბიჭს კი ძალიან შავი თმა აქვს.

ჩემ გვერდით ორი სკამი თავისუფალია.

რამდენიმე ისტორია კვეთს ერთმანეთს. ყველა მათგანს განსხვავებული ფერი აქვს. პირზე ხელაფარებული, გაგუდული ბავშვის ისტორია ნაცრისფერია, როგორც ნაცრისფერია ზოგიერთი მიცვალებული. კიბოიანი დედის გაყიდული ორგანოს ისტორია აჭრილი რძისფერია. ამერიკაში გასაფრენი ისტორია გაცვეთილი მტვრისფერია. სუნიც მტვრის აქვს. ოქროებიანი რძლის ისტორია გულისამრევი ყვითელია. სუნი ნარწყევი ლიმონათის აქვს. საუცხოოდ ნაყოფიერი ბიჭის ისტორია 12 ფურცლიანი, შუაზე გადაკეცილი, მწვანე რვეულის ფერია. ფულიანი, ასაკოვანი ქალების მაამებელი ისტორია გაღიზიანებული კანის ფერია, თან წითელი და თან მოყავისფრო. ფეხმძიმე გოგოს ისტორია უფერულია. დეპორტირებული მოცეკვავის ამბავი კი მაკარონის ფერია. და მას ცხელი კომბოსტოს სუნი აქვს.

"შიმშილის ღმერთი" არის სიღარიბის შესახებ. არა სულიერი სიღარიბის, არამედ ნამდვილი, მიწიერი, მტკივნეული სიღარიბის შესახებ, რომელიც გაიძულებს საკუთარი სხეულის, სიამაყის, მარტორქების გაყიდვას. ეს არის ყოველდღიური შიმშილი, ანუ საფრთხობელა. ეს არის მითიური შიმშილი, ანუ მუდმივად ძღომის ძიების წყევლა. ეს არის ლეკვების მშობლის შიმშილი, ანუ შვილების შიმშილზე ცოტა. ეს არის სადმე ყოფნის შიმშილიც, როგორც ტყვეობის ერთ-ერთი ფორმა. ეს არის ღმერთი, ვინც საშიშია, უფრო საშიში ვიდრე ჰადესი. ეს არის ღმერთი და, როგორც ყველა სხვა მკაცრი ღმერთი, ისიც არავის ემორჩილება. ის ყველგანაა. ტკივილით მართავს. მასაც თავისი ფსალმუნი უნდა.

შიმშილის ღმერთის რამდენიმე ჭეშმარიტება:

1. შენ არ არსებობ.
2. არავინ არ ხარ.
3. შენი მუცლიდან შიმშილი წვეთავს.
4. ყველას ვიპოვი, ვინც ერთხელ მნახა.
5. და ვერავინ. ვერსად. დამაღწევს. მე. თავს.

ჩარკვიანი და ხორბალაძე უბრალოდ, ყოველგვარი ორნამენტების გარეშე ჯღაბნიან წიგნში, რომელსაც ისედაც სავსე აქვს ყოველდღიურობით გაფხეკილი ფურცლები. ყველაფერი უბრალოა. მაჯაში ხანდახან ტარაკნებს ვგრძნობ. ყველა ამბავი მეგობრის ამბავს ჰგავს. ზოგი ამბავი ჩემია. და ჩემს ამბებში, სცენაზე ასული ხანდახან შვებას ვგრძნობ. მერე მავიწროვებს ეს სისულელე. სპექტაკლზე იმიტო მოვედი რომ არ დამენახა საკუთარი თავი. სხვებზე მინდოდა მეკაიფა. არ ვთამაშობ მე ეგრე რა. აღარ მინდა. დამანებეთ თავი. თქვენ შიგ ხო არ გაქვთ! მე რა მინდა მანდ. რას შემეცით ამ რეალობით. რამე კონკია დადგით რა ან მაკნატუნა. Fროუზენი დადგით რა. კვირას მაინც ნუ მირტყამთ. არ მინდა. სიზმარი მირჩევნია ყველაფერს. მაგასაც ვერ ვაკონტროლებ მარა თუ არ მომწონს გავიღვიძებ და მერე ისევ დავიძინებ და თუ ამაღამ ვერ დავიძინებ, ხვალ დავიძინებ და თუ ხვალ არა, ზეგ ხო მაინც დავიძინებ რა. ჰოდა ზიხარ ამ მართკუთხედში. მე ვარ კედელი და შუაშიც მე ვარ და შუქი მაინც ჩააქრეთ, იმიტო რო ტეხავს, სუ ყველა მიცნობს და დამცინებს რა. ყველა ამბავი მე ვარ. ყველა ამბავი სხვაა. და ისღა დაგრჩენია გაიცინო, როცა არ გეცინება. და მოდუნდე. და წაიკითხო რასაც გეტყვიან, ის. გამოთქმით წაიკითხო. და არ გეშინოდეს. იმიტო რო ყველა შენსავით მინგრეულია. ყველას რაღაც სჭირს და არ იცის. ვაფშე დაიკიდე ყველა და დაიკიდე შენი ამბებიც და წარმოიდგინე რო სცენა სცენაა და მერე გამოხვალ აქედან და შენ მაგარ ცხოვრებაზე იფიქრებ. და შენ მაგარ ფეხსაცმელებზე იფიქრებ. და კიდე ახალ კურტკაზე, ფასდაკლება რო იქნება და რო იყიდი. მარა არა რა. მოდიხარ და რაღაც ყ*ეობებს ყვები და მაინც კანკალებ, იმიტო რო შემოვიდნენ შენში, შენ ტვინში შემოვიდნენ ვიღაცები, მაგრა გადაალაგეს ყველაფერი და კედლებზე ჩამოკიდეს ძველი სურათები და შენ კიდე დამბლადაცემული, მეტასტაზებით დაქლიავებული უყურებ და ნერვიული სიცილი გიტყდება. მე ვიცი ჩემი შიმშილი.

ხანდახან ესეც სასაცილოა, მაგრამ მშიერი კათარზისი არ არსებობს. იასამნისფერი, ყვითელი და ვარდისფერი სახლების კედლებთან მიიყრილ ძონძებში სძინავთ მოხუცებს. დაფაზე წითელი ნეონის ციფრები შეცვლიან ციფრებს. უწყვეტი შიმშილი, როგორც სიღარიბის მახინჯი ნაშიერი თან სდევთ ღვთისმოშიშ ადამიანებს. ესენი არიან 21-ე, "ინფორმაციისა და ბიზნესის საუკუნის" თბილისის უშნო სისხლჩაქცევები. ამათ ისე უნდა ჩაუარო, არ შეამჩნიო, თვალი არ გაგექცეს. თორემ შეიძლება შეგეცოდონ. და შეცოდებით იწყება ყველაფერი. მერე იმაზეც შეიძლება დაფიქრდე, წლების მერე, შენც რომ დაკარგო სახლი? შენც რომ მიგაგდოს შვილმა? შენც რომ არ გყავდეს დედა? და შენც რომ მოგშივდეს??? როდესაც ვდარდობ ან ვნერვიულობ, არ მძინავს. და როცა არ მძინავს, მაღიზიანებს ყველაფერი. და გაღიზიანებული ვის რაში სჭირდები. ყველას ღიმილიანი უნდიხარ. ყველას ლამაზი მოსწონხარ. უძილოს კი თმა გცვივა, ხელები გიკანკალებს, უშნოვდები. და თუ არავის სჭირდები, მარტო ხარ. და თუ მარტო ხარ, გეშინია. და მშიშრებს ზედ გადაუვლის ცხოვრება. და ამ ქალაქში დააბიჯებენ მარტო ისინი, ვის ყოფნასაც აზრი აქვს. მშიერი ხალხის ადგილი აქ არ არის. ხედს აფუჭებენ. ნაგავს ყრიან. სუნი ასდით. ღმერთი არ სწამთ. კანონს არღვევენ. ზარმაცდებიან. აღარ იბანენ... ამ ქალაქში არ არის მშიერი ხალხის ადგილი. და თუ მაინც და მაინც უნდა იყვნენ, გარეუბნებში გადავიყვანთ, იაფად გამოვუყობთ ადგილს. იქ არავინ შეუშლით ხელს და არც თვითონ შეაწუხებენ ვინმეს. წავიდნენ რა, აუშნოვებენ ქალაქს.

lay by me: https://www.youtube.com/watch?v=i2ruRtoK9kA

მე ყოველ დღე დავდივარ გარეთ. მე ვხედავ მათხოვრებს და მეზიზღებიან ისინი. და ამის გამო მეზიზღება საკუთარი თავი. მერე იმუნიტეტზე ვიწყებ მუშაობას. ვთავისუფლდები საკუთარი თავისადმი ზიზღისგან და მხოლოდ სხვებზე მერევა გული. ბევრს ვჭამ, ყოველ დღე. იმიტომ, რომ მეშინია, არ მომშივდეს. და აი ისიც, სახელგანთქმული 21-ე, "ინფორმაციისა და ბიზნესის საუკუნე"! დრო, რომელზე უკეთესი არასდროს ყოფილა! და აი მე, უფრო ლამაზი ვიდრე ვიყავი გუშინ. და ავადმყოფი.

შიმშილის ღმერთები ჩემთან ცხოვრობენ. მირეკავენ და მამოწმებენ. მწერენ და მესალმებიან. კარებს მიღებენ და თბილ ხელზე ცივ ხელს მისვამენ ხოლმე. ჩემ შესახებ ჩემს მეგობრებს ეკითხებიან და თუ ბარიდან ამოსული მარტო აღმოვჩნდი, გამოჩნდებიან სიბნელიდან პირდაღებულნი და დიდი ენით მასუნთქებენ შიმშილის ჰაერს, მოტკბოს და მჟავეს. და მერე მე ვარ, შიმშილის ღმერთი. და ყველა, ვინც ჩემთან შეხებას ცდილობთ, ვინც მემალებით, ან გეშინიათ, ყველა მონები ხართ თქვენი შიშის. დედამ**ტნული და მწარე შიშის.

გარეთ ქარია და წვიმს. თანდათან გრძნობ როგორ გეზრდება თითებზე ფრჩხილი.

ჩემი შვილები ჩემი შიდსია, გაყოფილი და გამრავლებული. ჩემი პარიზი ჩემი შიშია, დაბრუნების. ჩემი გაგუდული შვილი მე ვარ, ჩემი დამხრჩვალი ძაღლი. ჩემი ცეკვა ჩემი ავადმყოფობაა და გაუყოფელი ციფრები, ფული. ჩემი შიმშილი სიჩუმეა, გაფერმკრთალების მცდელობა, გაციების ვნება, სირბილი, აკვიატებული მელოდია. ჩემი შიმშილი ჩემი ღმერთია, მუხლებგადაყვლეფილი და დაკიდებული მარცხენა ფეხით, ნემსების სვეტზე.

არ ვიცი რას ისახავს მიზნად სპექტაკლი. ის დაცლილია ქანდაკებებისგან, ჩუქურთმებისა და მტკიცებებისგან. სამაგიეროდ სავსეა ნდობით, რომელზეც არასდროს არავის აქვს პასუხი. "შიმშილის ღმერთი" ბებერი გველეშაპია, რომელიც მორყეული ხერხემლის ჭრიალით ბევრ ამბავს ღიღინებს, არეული ლოგიკით და მარტივი სიტყვებით. "შიმშილის ღმერთი" - ამნეზიით დაავადებულ ტვინს ლოკავს თეთრი პითონი. მხრებზე გეფერება. მერე ისევ გარბის. ეცემა. მოცოცავს. მოდის. ჯერ გიყურებს. მერე გეხუტება. მერე გკოცნის. მერე ისევ გეხუტება და გადის. ეს არის სიმშვიდე - მშიერის მიერ დანაყრებულის ნუგეში, ღარიბის მოწყალება, ხელგამოწვდილი მდიდარი.

ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს.

სახლში ვარ.
"შიმშილით" ტვინგაფატრული აღარ ვიცინი.
დავმშვიდდი.


რა შორს არის ახლა დღე, შუბერტი, წყალი.

ოთახში ბავშვი იჯდა კედელთან.
თავზე ეხურა ცისფერი ქუდი.
მე მენატრები, როცა ვერ გხედავ
და რაღაც უფრო საოცარს ვუცდი.
ყინვა აცეცებს გარეთ კიდურებს.
ჭრიალით დარბის და უხარია.
ბავშვი კი სკამზე ზის და მიყურებს,
როგორც ზაფხულის ხოჭო - კალიას.

პრომეთე / დამოუკიდებლობის 25 წელი

შემომაყარეს კისერზე თბილი,
მსუყე და მლაშე, ცისფერი თესლი
და ჩაიკვანძა წელზე ტკივილის
გააფთრებული, წითელი ფესვი.
ხოლო ნემსები ლავიწს წუწნიან,
ემუქრებიან ძვლების კანიონს.

გუშინ ასეთი რამე მესიზმრება: ბნელ სივრცეში ჩაყრილია ბევრი საჭმელი. ისე ბნელა, რომ აზრზე არ ვარ რა საჭმელია, მაგრამ სუნით ვხვდები. მგონი ხორცი, ან თევზი, ან მოხარშული ბოსტნეული. თბილი სუნი დგას. კომბოსტოსი. არც ის ვიცი სადამდე ვრცელდება ეს სიბნელე, ან სივრცე. არც ის ვიცი აქ რატომ ვარ. მოკლედ, რაც ვიცი უკვე გითხარი. ვდგავარ საჭმელზე. სიარულს აზრი არ აქვს. ბავშვობაში ნასწავლი რუსული იგავი მახსენდება, ორი ბაყაყი რომ არაჟნის ქოთანში ამოყოფს თავს. ერთი იფიქრებს, მოძრაობას აზრი არ აქვსო. გაჩერდება. ჩაიძირება არაჟნის ჭაობში და გაიგუდება. მეორე კი ფართხალებს, ფართხალებს, სანამ არაჟანი (ან შეიძლება, ერბო) არ გასქელდება და კარაქად იქცევა. მერე ამოხტება და გადარჩება. მოკლედ, მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოვლად უიმედო შემთხვევებშიც კი, მოძრაობას აზრი აქვს. აქვე მახსენდება "სტრიპტიზი". მაგრამ განსხვავება იმ ბაყაყებსა და ჩემ შორის ის არის, რომ მე მარტო ვარ. ისინი ორნი იყვნენ. მეორეც, ისინი დაახლოებით მაინც ხვდებოდნენ სად მოხვდნენ და რა გარემოებებში. მე კი წარმოდგენაც არ მაქვს.

მოკლედ, მოძრაობას აზრი არ აქვს. ამიტომ ვჯდები, ვიღებ გაურკვეველი სახის საჭმელს და ვჭამ. გემოთიც ვერ ვხვდები რა არის. არანაირი პროტესტის ფორმა, შიმშილობა. არც "უნებლიე შიმშილობა, რომელიც არ არის პროტესტის ფორმა."

მახსენდება ჩიპსები და პეპსი. და მათი პოვნის იმედით ვიწყებ ხელების ფათურს. საიდანღაც უცებ კაშკაშა სინათლე იჭრება და... გარშემორტყმული ვარ ოქროსფერ სითხეში მოტივტივე კიბორჩხალებით. გვერდით კი, მძინარე ვენერა წევს და ძილშიც კაი პრესი აქვს.

დილით ჩვეულებრივზე გვიან მეღვიძება. დღეს ფილოსოფიის კურსის შეხვედრაა. საღამოს, სპექტაკლი. სახლში ახლადგამომცხვარი ბისკვიტის სუნი დგას.

ვდგები. ვიცმევ. მივდივარ.

რა რთული იქნებოდა ცხოვრება ლამაზი რომ ვიყო. ყოველ დილით იმაზე უნდა მემტვრია თავი, რა ჩამეცვა. გასასვლელთან ვარ. ვიყურები სარკეში (ისტორია ცხადყოფს, რომ ტუჩის კუთხეში კბილის პასტით არაერთხელ მიმგზავრია). თეთრი პერანგის მიღმა ბუნდოვნად ჩანს მონაცრისფრო წრე. იმედი მაქვს, რომ მკერდზე არავინ დამაკვირდება.

გარეთ შემოდგომაა. ეს ნიშნავს ოდნავ სიცივეს, ჟაკეტის ჩაცმის ნაწილობრივ აუცილებლობას, ვუდი ალენის ფერებს სოლოლაკში და ელექტრონულ სკოლის ზარს. ასევე, იმას, რომ დროებითმა ფრინველებმა უკვე გასწიეს თბილი ქვეყნებისკენ.

ოფისში არავინაა. ვრთავ ლისტს და ტრადიციულად ვცდილობ ვინმეს მოსვლამდე მოვასწრო ხუთი დაუჯერებელი ამბის მოფიქრება. - https://youtu.be/u5_121b_bQ8

პრომეთე / დამოუკიდებლობის 25 წელი

რეჟისორი: დათა თავაძე.
ავტორი: დავით გაბუნია და დათა თავაძე.
მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე.
რეჟისორის ასისტენტი: გურამ ღონღაძე.
მთავარ როლებში: პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი შარვაშიძე, ქეთა შათირიშვილი, გაგა შიშინაშვილი და იაკო ჭილაია.

სპექტაკლი ერთ მოქმედებად.
ანტრაქტი არ არის. შესაბამისად, ვერც მოწევ, ვერც დალევ, ვერც "ფეხს გაშლი" ან სუფთა ჰაერზე გახვალ. სტრინდბერგის ლოგიკა.

ალილუია!

სპექტაკლის მთავარი თემა:
ჯერ-ჯერობით არ მესმის რომელია მთავარი თემა. დამოუკიდებლობის აბსურდლობა (გაიხსენე / დაივიწყეს ტანდემი); ისტორიები დაჭრილ სხეულსა და დამფრთხალ კუნთებზე; განაწილება - ტკივილის, გულისცემის, პასუხისმგებლობის, მალიორკას, შვილის, სიამოვნების..; თავგანწირვა ადამიანების მოდგმისთვის; სიმამაცის არარსებობა და სიფრთხილის კანონები; თეატრი; ომი, ბრძოლა და მისი უხერხულობა; ტუალეტისკენ მიმავალი, ნათესავებს შორის მიკლაკნილი გზის უცნაურობანი; ცალკცეული მტკიცებები და არსებობის არადრამატული, სუსტი პოეზია; დროის ირონია და ბუნების მბრუნავი ხასიათი; თავიდან დაბადება და მეათასედ სიკვდილი; წამება.

პიესა გავიწროებს, მჭიდროდ გხვევს დასუსტებულ, ავადმყოფ თითებს. ეს თითები იმხელაა, რომ ორჯერ შემოგეხვევა. იდაყვებზე ვგრძნობ მათ სახსრებს შორის ჩაგუბებულ ლიმფას. თითის წვერები ლავიწებთან ჩერდებიან. ცოტა ხანი იცდიან. მერე გარდაუვალი სიმტკიცით ნელა, ძალიან ნელა შედიან ლავიწის ძვლებში. კაწრავენ ყვითელ ჩონჩხს და დაავადებასავით ვრცელდებიან შენს ყელსა და ხერხემალში. გინდა გული აგერიოს. მაგრამ დაბერილი ფილტვები სკდებიან ნეკნებქვეშ. აი, ეს არის სპექტაკლი - დამოუკიდებლობის 25 მეტასტაზი.

თავაძის მსახიობები მაღალი და ცივი ქანდაკებებიდან მოულოდნელიად ბოლომდე შეღწევად მღვიმეებად იქცევიან და სიბნელის სიშიშვლით ცდილობენ შენში განსხეულებას. თავაძე სწორედ ამ მწვანე მღვიმეების მეშვეობით ღრიალებს. შენ არაფერი ხარ. შენ არაფერი იცი. გგონია ლოგიკა დაიჭირე? გგონია რაღაცას მიხვდი? არარაობავ. (იცინის. ხარხარებს.) არარაობავ! შენი სიცოცხლე მტვრიანი კენჭია. ბაყაყის ავადმყოფი თათი. სრულიად ფერმკრთალი ჩვარი წითლად აბრდღვიალებულ ცეცხლოვან ბაირაღებში! ა-რა-რა-ო-ბავ! ეხლაც არ გესმის. ისეთი სახით ზიხარ, თითქოს შენ აფასებ, თითქოს შენთვის დაიდგა, თითქოს აღიქვამ. და მაინც, ერთ აზრსაც ვერ წვდები. ენოტივით დგახარ და ტაშს უკრავ. დედამიწელი ნაბიჭვრები. (ჩერდება. სუნთქავს.) თავაძე უფრო მეხსიერებადაკარგულ ჰადესს ჰგავს, ვიდრე - დედამოტყნლ პრომეთეს.

დათო გაბუნია კიდევ ერთხელ აცოცხლებს გვამებს. დანაღმულია მთელი სცენა. და თუ მაყურებელმა დროზე დატოვა დარბაზი... ეტყვიან, რომ ბეწვზეა გადარჩენილი, "რომ ვიღაც კაცს დაუძახებენ, რომელიც დიდ, შავ პარკში მოაგროვებს..."

წყალი და სიშიშვლე. ეს არის არსებობის ორი, პირველყოფილი ელემენტი. შავი ნაკერები სპექტაკლის ბოლომდე ასახიჩრებენ ყორღანაშვილს. დრეკადი ხერხემალი, ხელოვნური ინტელექტის დაძაბულ-მძიმე მოძრაობებს იმეორებს და მძაფრი ემოციით ეცემა ერთხელ, მეორედ, მესამედ იმ წყეულ ადგილას. ყველა ისტორიას გრძნობ. ყველაფერს ვგრძნობ. მუხლები მტკივა.

წყლად იღვრება კალატოზიშვილი. და საოცრებაა! სულით ხორცამდე საოცრებაა! თხემით ტერფამდე საოცრებაა! კედელთან უპასუხოდ მიგდებული წითელი კაბა, როგორც ნარჩენი ნანადირევის. ჩვენ მარტო იმაზე ვფიქრობთ, რაც გვგონია რომ ვიცით ან გვახსოვს. სამყაროზე უკიდეგანოდ მეტია უცნობი და დავიწყებული. ხარბად აცეცებენ თვალებს მანქანის მძღოლები, ეგებ მიხვდნენ რამდენი მოკვდა. ბავშვიც იყო? და კატო, მთელი სხეულით მფეთქავი გავარვარებული ვარსკვლავი, ავტომოპასუხეზე მისი ბოლო სიტყვები და, აფეთქების ხმა.

"ოდესმე თუ გქონია შეგრძნება, რომ მხოლოდ თვალები ხარ?"

ჩვენ მშვიდად ვპასუხობთ კითხვებს, რომელთაც არ აქვთ მნიშვნელობა. ზუსტად ესაა შენი ცხოვრება, ამქრალი პასუხები. გარბიხარ ყველგან, ყველაფრის მიმართულებით.

"ცუდი. ამბები. მოგწონს? მე. მომწონს." კედელზე დავარცხნილი თმასავით მორჩილად კიდია შათირიშვილი - თეთრი პერანგი, მკვდარი წერო და ჟღალი ვერცხლი. რაღაც კადრების სასაცილო ჩამონათვალი. სექსი, როგორც საკაიფო სამხილი. და მაგიდასთან გაშეშებული შარვაშიძე - "გამარჯობა. სახლში არ ვარ." შარვაშიძე და შათირიშვილი, როგორც მებრძოლი ბიჭი და მებრძოლი ვეფხვი, სანაპიროზე.

შიშინაშვილი გაბუტულ, ზორბა ბავშვს ჰგავს, რომელსაც წასვლა უნდა. სანამ სხვაგან წაიყვანენ. სანამ მკვლელობას აიძულებენ. სანამ მოკლულის შემოწმებას აიძულებენ. მერე კუთხეში მიღეჭილი, სრულიად შიშველი, დამფრთხალი ბავშვი. ზედმეტად მწიფე. ზედმეტად მძიმე. ჭილაია კი, ყველა მსხვერპლის ჩაკაწრული ხმა, დატოვებული ცოლი, ქმრიანი ქვრივი. ჭილაია ცოცხლად სს-ჭამს ჰაერს და სისს-ხლად აფრქვევს ყოფილი სიმსუბუქის დამძიმებულ ნაფლეთებს.

ლებანიძე - ნაყოფიერი შუაშუას მეორე გულისცემა. ბიჭის, დედაზე შემფრთხალი მზერა. ბიჭის, დედაზე შეფრთხიალებული მზერა.

ინაური - პრომეთეს ოთხი სიცოცხლე. ოთხივე ძლიერი.

პრომეთე - ჩემი 25 წელიწადი.

"როგორ გგონია, სრულიად რომ გავქრები, ჩრდილი მაინც მექნება?"





რამდენიმე სტროფი ძველი ლექსებიდან

-
სამ მოხუცს ვიცნობდი.
სახელები ერქვათ უცნაური:
ახდავბერდი, ეჰშვილოშვილო
და რაკარგიიყო.


-
ხანდახან მინდა მეც ვიყო მთვრალი,
ატმების ღვინით, ატმების ფერით.
და დაფრინავდეს მსუქანი მთვარე.
არ არსებობდეს სხვა არაფერი.


-
დღეებს გადააქვთ ურმებით გვამი.
რომელიც ერთ-ერთ ოთახში ნახეს.
და აჩვენებენ ღამეებს ამით
რომ მთავარია ფორმა და სახე.


-
ვიღაცა მიხვდა რომ ვიღაც შეცდა,
და სადღაც, ძილში იღიმის ვიღაც.
და ვინ თქვა, თითქოს მაღლაა ზეცა,
როცა ზემოდან მიყურებს მიწა.


-
გარეთ, მკვდარ სახლში აგდია მთვარე.
ბაყაყს ჭამს მთვარე და სტკივა თავი.


-
ყინვის ჭახჭახში
ჩვენ კაჭკაჭებს ვიჭერთ კუდებით.
და თუ გაგექცა, უკაჭკაჭოდ, გაიგუდები.



-
ჭერამს ტოტიდან დასცვივდა ფიფქი.
გარეთ ბალახის სუნი ტრიალებს.
და ნარცისების ყვითელი რიგი მშვიდად იზრდება.
და მარტი არის.
ხის კიბეებთან ზის თეთრი კატა
და დროს უსწორებს ნაცრისფერ თვალებს.
და როგორც შვილი ისე დგას მკვდართან
ზამთრის სიცივე და სისადავე.



-
მთაზე დასახლდა უშვილო კაცი,
სხვების შვილების ნახვის ოცნებით.
მარჯვნივ კი ცაა (და როგორც მარცხნივ)
ცის გარდა მიწას ვერსად მოძებნი.



-
კალაბრიაში ცხელა და ცივა და წვიმს ხანდახან და კაცებს მოჰყავთ დაღლილი ცხვრები სახლში.
მე კი ასეთი სიმშვიდე, სიცხე და მტვერი, ერთად, არც მიმაჩნია არაფრად.
- მტრედი!
მტრედები გზაზე გაშეშებულან, დაორთქლილები მზით და ჰაერით.
ჭრიალი ისმის.
ბალახებს შორის ჭრიალებს ქარი, როგორც საწოლში ჩასვენებული, მძინარე კატა. და ბავშვებს ხელში უჭირავთ მკვდარი, გამოშიგნული ღორების ძვლები და მიაქვთ, იქვე, სადღაც, ნაპირთან და რიგრიგობით ისვრიან წყალში, რადგან ნაპირის მიღმა ყოველთვის იყო და არის უცნობი მხარე, რომლის საზღვარიც ჩვენს თმებთან გადის.

დამიბუსუსდა ყურებზე მტვერი. მშრალი ვარ, როგორც ყინვისას - მიწა.

ჩვენ ვცდილობთ ის ვთქვათ, რაც, თითქოს, გვესმის, ან, გაგვიგია.

რაც ვიცით, თითქოს უბრალო გახდა.

ასიდან ერთმაც რომ გააღწიოს, მიღირს ათასად.

მე ზღვას ვხატავდი და სიბნელეში ჩამეხრჩო უცებ.

ზღვას უჭირს თქმა და მოსმენა უყვარს, და მიცდის, დილით, როდესაც ჩავალ და სილას ათბობს ცივი თათებით. ზღვას უყვარს ყველა ბიჭი და გოგო, ყველა ბავშვი და დიდი, კაცი და ქალი, რადგან მარტოა თვითონ, ხმელეთში ცხოვრობს და არ ჰყავს შვილი, ან მეგობარი.

მე ზღვას დავხატავ, სანამ, არ შეგროვდება ზღვასავით წყალი,
რომ მიმიკაროს და დამიმსგავსოს.


Of staying alive and hipster spots in Tbs.

“They say art takes multiple forms. And we are the most peculiar of them all.”



If you ask people of Tbilisi they will tell you that for quite some time the city has been transfiguring into a shiny piece of cheap jewelry which no one wants to wear more than twice. But we keep growing with it, rooting ourselves into concrete blocks, into glass and steel, multiplying like city rats and spreading in every direction. We auction ourselves at Tbilisi Flea Market and dance together till we fall apart at black corners of Bassiani. Our bodies consist of soul and art. We live it.

And while the prince is turning into a slimy frog there are still few places emerging from its inevitable and distasteful transformation.

Here is a brief guide to what is left of Tbilisi’s hipster soul.


Fabrika

Adjara Group Hospitality has created Holiday Inn, Rooms Hotels and now, Fabrika – a former textile factory and nowadays a multicultural space uniting a gigantic hostel, cafes, art studios and galleries. Located in one of the least chic neighborhoods (8 Egnate Ninoshvili Street) of the city, Fabrica plans to open by autumn. Its post-soviet skin has already been tattooed by more than 30 modern Georgian artists. The place aims to become a hub of alternative art: in June it launched Fabrikafitti – an unusual street art and graffiti festival.



Zoestan

“Zoestan” (translation: At Zoe’s place) is a tiny little bar at Leselidze (5 Vakhtang Beridze Str.). The place welcomes everyone who wants to grab a bite before hopping to another bar. Its home-like, casual environment captures the spirit of the town as the most down-to-Earth people understand it. You go few steps into the basement and there’s no signal so you won’t be able to get a late-night call from the office or order a taxi without stepping outside. Also, there is no need to wear heels or have your hair straightened for Zoe. You can’t even smoke in here. So the sweet-hearts of high-class society are advised to keep away.

For some strange reason Zoestan reminds me of “A Moveable Feast”, spelling out simple pleasures of ordinary lives for those who can’t afford “Lolita”. Honestly, you can have a night of your life playing cards and drinking cheap wine, devouring sandwiches and potatoes like a gentleman and feeling as though everything in this world is exactly as it should be.



Bassiani

“Where there is a lot of glitter, deeper souls tend to seek darker corners.“

Electronic music is a universal platform uniting contemporary lives from the most unexpected parts of the world. And Georgia is one of them. Recent festivals such as 4GB, Tbilisi Open Air (July 29-31) and GEM Fest (August 10-14, Anaklia) prove how rapidly we’re catching up with the times. And Bassiani is our cosmic machine cast in the outer space for endless exploration.

The club opened in October 2014 and since then it has become the nebula of total isolation from the bursting lights of conventional city. Located at the largest Dinamo arena (2 Akaki Tsereteli Avenue), Bassiani seeks no spotlight as it owns them all. It is the unique place for electronic music lovers to break free from mandatory roles of our society. Students, accountants and doctors by day mutate into the heaving moths through the laser lights of the night. The place is Georgian version of Berghein or Chalet. Bassiani has hosted names like Tommy Four Seven, ATEQ, Blawan, Answer Code Request, Paula Temple and many others.



Royal District Theater

Existence of numerous rules questions existence of each and every one of them. In another words, if there are rules, than there aren’t any.

Royal District Theater complies with no conventional logic. It is a church for alternative thought and a knife to your self-comforting ideas. RDT challenges your perceptions of sexuality, conformity, parents, social norms, class action, forgiveness, neglect, war and healing…

“Early morning. I am coming out into our garden. I didn’t think spring would finally come this year. We had been through so much cold that winter. And I see our pear tree, covered in white blooms.” (“The Trojan Women” by Data Tavadze and Davit Gabunia)

The theater has raised the standard by premiering controversial Georgian and foreign plays: “Miss Julie”, “The Trojan Women”, “Translations”, “Striptease”, ” The Poor One”, “Marina Revia”, “A Long Break”, “The Maids”, “Olympic Games”, “Pain is Youth”, etc. Being surrounded by these tremendously talented young directors, play wrights, actors, painters, designers and musicians who rip their guts out creating life-changing performances might make you feel … little. Because in RDT actors know how to be other people. They don’t play with you. They play inside your mind.

“We’re talking about flowers.”


დედამ დარეკა გუშინ ("მარინა რევია")

"ბავშვი კი არა, მხეცია."

საღამოს 10 საათის შემდეგ ნელ-ნელა მიწყდება ხოლმე ჩვენი კორპუსის ეზოში ბავშვების ხმა. მერე, იმ რაღაც გადახურულში იკრიბებიან ბიჭები და მაგათი ხმა გესმის, სანამ არ ჩაგეძინება. მე, წესით 10-მდე მეძინება და, რა თქმა უნდა, ჩვენი ეზოს ყველა ბავშვი, ჩემი აზრით, ტუტუცი და უტიფარია. მშობლების ჩახლეწილი "ლევანიკოოოოოო", "საბააა, ამოდიიიიი" და "ანააა, ლაშა შენთანაააა?" ყელშია და გულწრფელად ვამბობ, მაგრად გაუმართლათ, ბოროტი სულების გამოძახება ჯერ რომ ვერ დავამუღამე.

დილით გარეცხილი ერთი ზომით დიდი, ცისფერღილებიანი თეთრი პერანგი დილითვე შრება. ჰოდა ვფიქრობ, რომ ზუსტად მაგიტომ მიყვარს ზაფხული, მალე რომ შრება ყველაფერი. მაგრამ დამშეული, სქელტრაკა და ბანჯგვლიანი კოღოები არასხოდებენ ამ სიყვარულს. არ მეგონა და მგონი მართლა გავიზარდე. სამსახურში მივდივარ. ახალი ჰობი მაქვს: სულ "ნაუშნიკები" მიკეთია, მაგრამ არაფერს ვუსმენ. გონებით წარმოვიდგენ, რომ ეხლა რაღაც მუსიკას უკრავს ბებერი აიპოდი და მერე, ისევ გონებით, წარმატებით ვრთავ ამ მუსიკას. მერე სხვა მუსიკა იწყება. რახმანინოვს ემინემი მოსდევს, ემინემს - "Doubt"-ის საუნდტრეკები...

მარშუტკიდან ოპერასთან ჩამოვდივარ და მომდევნო 3 გაჩერებას სწრაფი ნაბიჯით ვფარავ. წარმოსახვითი მუსიკა რეალურ ნაუშნიკებში - "pour some sugar on meee". მერე ოფისი, დამოუკიდებლობის დღის სამზადისი, გასეირნება Entree-ში, დაბრეცილი შენობები ასათიანზე, გამსკდარი მილი დადიანზე და მიყრუებული სადარბაზოები ტაბიძეზე. What a life, man! What a LIFE!

რეჟისორი: გურამ ღონღაძე
ავტორი: ალექს ჩიღვინაძე
მხატვარი: ნუცა ნინო ჭყონია და ავთო მოდებაძე
მთავარ როლში: ნინო კასრაძე
როლებში: მაგდა ლებანიძე (შემოკლებით "ლებანიძე"), სალომე მაისაშვილი (შემოკლებით "მაისაშვილი") და პაატა ინაური (შემოკლებით "ინაური")

პოსტ-აპოკალიპტური ენციკლოპედიაში ადამიანის შესახებ ვკითხულობთ: "სიცოცხლეს, სიცოცხლის განმავლობაში, მარტო ერთხელ იწყებს ადამიანი. სამაგიეროდ ცხოვრებას, სიცოცხლის განმავლობაში, რამდენჯერმე ცდილობს. სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც ვირთაგვებმა დაიმორჩილეს კაცობრიობა, ადამიანთა რასას კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა თავიდან დაეწყო ცხოვრება. ანუ, გაეგრძელებინა სახეცვლილი სიცოცხლე ახალი პოლიტიკური სისტემის პირობებში. ვირთაგვები გრგვინავენ. რევოლუცია ხვრინავს!"

ნატა ძველ დივანზეა წამოწოლილი, ტელევიზორს უყურებს და "მხეცს" უღრიტინებს ხანდახან. მერე კარებზე აკაკუნებენ. ნატას ბავშვი გაჰყავს და საკეტს ისე გადაატრიალებს, რომ არც აინტერესებს ვინ მოვიდა. ნატა მარინა რევიას რძალია, ანუ შვილის ცოლი. შვილს შოთა ჰქვიან. შვილის დას, ნათია. ნათია მეორე შვილია. მარინა რევია სახლში ციხიდან 15 წლის შემდეგ ბრუნდება. არავინ ელის. ელის კი არა, ზოგმა მათგანმა საერთოდ არ იცის მისი არსებობის შესახებ, ზოგს კიდია, ზოგს აღიზიანებს, ზოგს ენატრება, ზოგს ეუხერხულება, ზოგს აშინებს. მოკლედ, დედას მარტო ის ეძახის, ვინც მისი შვილი არაა. მარინას კი ახალი ცხოვრება უნდა, ძველის მაგივრად.

საუკეთესო პიესაა. ჩიღვინაძე, ყოჩაღ! თავისუფალი, რთული და უშუალოდ ბუნებრივი, არსებობასავით. არარსებობასავით კანონზომიერიც. მაგიდის გადასაფარებელზე უფრო კოპლებიანი და აი ისეთი, რომ ცდილობ ციტატები დაიმახსოვრო, მაგრამ მერე გენანება გონების მეხსიერებაზე დახარჯვა და ისევ მაისაშვილის მწვანე კედებს აშტერდები. სულელური ორიგინალობის მოთხოვნილებებს რომ თავი დავანებოთ, იცი როგორი პიესაა, აი, ცხოვრებისნაირი რა. ზუსტად ცხოვრებისნაირი! ხანდახან გეცინება, ხანდახან არ იცი რა უნდა ქნა, ხან წინ გადაიწევი, ხან სკამზე გაშხლართული ფეხის თითების დატკაცუნებას ცდილობ, ხან საკუთარ თავს უყურებ ზემოდან და ხან მსახიობების ტრუსებს წარმოიდგენ. მარცხენა წარბს შეკრული მუშტის ქინძისთავა-ძვლებით იფხან და ხვდები როგორი წარმოსახვითია ყველაფერი. აი, ეს სენაც, ეს ადამიანებიც, ეს სიტუაციაც და ცდილობ საკუთარ თავის დარწმუნებას, რომ ეს მხოლოდ სპექტაკლია რა, რეალურად მართლა ეგრე კი არ ხდება ხოლმე. ეგ ამბავი მართალი რო იყოს მთელი 2 დღის განმავლობაში ტუალეტში არავინ შევიდოდა? ან თევზებს მეორედაც აჭმევდნენ. ხოდა გამოგიჭირე რა. შვილებიც მოგონილია, ის ფარფლებიანი რევიაც და ის ბარძაყმოსილი ნატაც. და მაინც, სკამს მიკრული უყურებ და ხვდები რო ეგ შენი უღიმღამო ფათი-ფუთიც ტრუხაა. შეიძლება გაგეცინა, მარა სასაცილო არ იყო რა. სპექტაკლი მარტო სპექტაკლი არაა და ცხოვრებაში ეგრეც ხდება. მართლა ხდება. და აი მაშინ დაგენძრა, იმიტო რო გეშინია და შიში მაგარი თესლი რამეა, სუნთქვას გიჭრის, დროს გირევს, ხანდახან გეფსია და მაგასაც ვერ ხვდები. რავი აბა, მე ორჯერ დავაფიქსირე რო სოლოლაკის სახლებივით პირდაღებული ვიჯექი და მაშინვე დავმუწე. კიდე კარგი, "ბეჩავი" არაა, თორე მაგ დაღებულ პირში საიდან რა მოგხვდება არ იცი.

კასრაძე. ანუ მარიკა რევია,
გადარეულია და გადასარევია.

ვაფშე, კასრაძეს რო ვუყურებ მახსენდება ერთ-ერთი ბებიაჩემთაგანის სიტყვები ზოროს ნიღაბს რო ვუყურებდით. კეტრინ ზეტა ჯონსზე ამბობდა: ქალი თუ იქნები, ასეთი უნდა იყოო. ნუ, ქალი ვერ ვიქნები, მარა აი თუ იქნები, კასრაძისნაირი უნდა იყო. ქალი კი არა გიჟია! აი რო ცეკვავს, ვიღაცებს ეცინებოდათ და მე მინდოდა ასჯერ მაინც მენახა ეგ მომენტი. რო ვუყურებდი ვფიქრობდი, ნეტა თუ იციან ამისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა რა ბედნიერები არიან-მეთქი. აი, ხო არიან ტიპები მანქანებს რო აგროვებენ, ან ფულს, ან ნაშებს, ან რავი, წიგნებს, თუნდაც. მე ეგრე ადამიანებს შევაგროვებდი და კასრაძე იქნებოდა კოლექციის ბირთვი. ნუ, პრინციპში, მაგას ეხლა მონობას ეძახიან და აკრძალულია. დაჟე ტრეფიკინგიც კრიმინალად ითვლება. მოკლედ, პირღია ზუსტად კასრაძეს ვუყურებდი, ხანდახან ისეთი კომიკურია, მოხუცი ინდიელი კაცივით. ხანდახან კი ისეთი ძლიერი... ბეტმენზე ძლიერი! ჰოდა კიდევ, ეგეთ ქალზე ფილმი უნდა გადაიღო, აი პროსტა რო მოდიოდეს ქუჩაში, პროსტა მოდიოდეს, მეტი არაფერი. და რამე მელოდია. ეგეთი ქალები მელოდიის გარეშე არსად დადიან. მუსიკა დასდევთ ხოლმე, ძილიდან ამოყოლილი.

ინაური. ანუ შოთა. თავიდან რო ამბობენ, შოთა არ მუშაობსო, გგონია მაგარი პოხუისტი როჟაა, გოგო დაითრია, იმ გოგომ მოილოგინა და მაგარი შვილი მისცა. და ეხლა უბანში ტიპობს რა, დის ხარჯზე. მარა არაა ეგეთი. რაღაც, აი კი არ მუშაობს და არც მანქანა ან ლეპტოპი მარა, კაი როჟაა რა. ინაური ხან 45-ის გგონია, სიჩუმით გაჟღენთილი, მძიმე პაუზების მსგავსად. ხან კიდე პატარა ბიჭია, 7 წლის ან 8-ს, აი დედა რო უყვართ მარა თან რო იციან რო ეგრე ყველას დასანახად არ უნდა უყვარდეთ და ვერ ხვდებიან რატო, საშხაპეში წყალს რო მოუშვებენ და თვითონ კუთხეში ატუზულან და ვითომ არ ესმით. კატლეტებიდან ერთით ნაკლებს რო შეჭამენ, ეგებ დედას კიდე მოუნდესო. ეგეთები არ ვართ? შოთა: ცოლისთვის შეუმდგარი ქმარი, დისთვის - უმცროსი ძმა, დედისთვის - უცნობი შვილი. შოთასთვის ცოლი - პოხუისტი დედა, შოთასთვის დედა - ძველი ნაცნობი, შოთასთვის და - დედა. ინაური ზომიერია, როგორც ყოველთვის. ხანდახან ისე ზომიერი, რომ გგონია, რაღაც ავიწყდება, წინადადება გამორჩა ან სიტყვა დააკლოო. მაგრამ, აბა წარმოგიდგენიათ ინაური ჩიტირეკიულ როლში? ენციკლოპედიაში სწერია: "ქორი მტაცებელი ფრინველია. ქორი არა ჰგავს თუთიყუშს."

მაისაშვილი, ჰოი მაისაშვილი! ანუ ნათია. ნათია ვაფშე რა სახელია. ნათია, მაია, იოლანდა და პოკაჰონტასი. (კურკიან ხილს არ შეგატანინებენ). ნათია იცი როგორი ტიპია, აი გულადი გოგოები რო არიან, მაგარი ძვლებით და მძიმე თმით. ნათია გოგოსავით ცეკვავს, ბიჭივით დადის და კაცივით ჭამს. მაისაშვილი ისეთი მკვეთრია, ისეთი ამაყი და კარგი. ხანდახან, როცა სხვებს უსმენ და გეცინება, მერე უცებ ჩნდება მაისაშვილი და ხვდები, რა იდიოტი იყავი, როცა იცინოდი. ენციკოპედია გვაფრთხილებს: "სახლეჩი ატამი 20 თეთრით ძვირია."

ლებანიძე. ანუ ნატა. უკვე თვეებია ლებანიძეს ველოდები, და მნიშვნელობა არ აქვს ნატა იქნება, ნათია, მაია, იოლანდა თუ პოკაჰონტასი. ამ ტალღასავით გოგოს შეუძლია ნებისმიერი რამ იყოს. და გაცილებით, გაცილებით (!) დიდ როლებს იმსახურებს. მგონი, ადრეც დავწერე მარა აი ლებანიძე პროსტა რო დასვათ და არაფერი არ მისცეთ, აი პროსტა რო ილაპარაკოს, მაგის სანახავადაც მოვალთ, ზედიზედ ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ. ნატაზე აბა რა ვთქვა, ერთი ცუღლუტი გოგოა რა, კაი ხელბურთელი ალბათ არა, არც კაი დედა, მარა კაი მანდატური დადგებოდა მაგისგან. მაგიდაზე ცეკვისას მართლა არ იცი რა ნახა შოთაში. მარა შოთაც კაი ტიპია და... ნატა გამომწვევად სიმართლის თქმა რომ უყვართ ეგეთი ვინმეა. ლებანიძე უცნაურია. მწერი რომ ყოფილიყო, ალბათ მაროკოული უდაბნოს კრაზანა იქნებოდა, რომ არ არსებობენ ზუსტად ისეთი. მათ შესახებ ენციკლოპედია ამბობს: "მაროკოული უდაბნოს კრაზანები არ არსებობენ."

პიესის მთავარი თემაა ერთი სიცოცხლის მრავალი ცხოვრება. 15 ნაცრისფერი წლის შემდეგ დედა სიცოცხლისთვის ფერების დაბრუნებას წითელი ხავერდის ფოტო-ალბომით ცდილობს. მაგრამ ზოგჯერ ახალი ცხოვრებაც ისეთივე უსუსურია, როგორც პატარა, რუხი სხეული, ყელზე წითელი ლენტით. და ცნობიერება, დამნაშავეებთან ერთად, უბრალო ადამიანებსაც სჯის, ხანდახან.

ღონღაძეზე რა ვთქვა. სპექტაკლის ბოლოს სწრაფი ნაბიჯით მოვდიოდი სახლში. რაც შეიძლება დიდ ნაბიჯებს ვდგამდი. ყურებში ნაუშნიკების გაკეთებაც დამავიწყდა. მარშუტკაშიც არავის ვუსმენდი. ფრაგმენტებად იშლება სპექტაკლი ჩემს მეხსიერებასა და გონებაში. მეხსიერება - ქრონოლოგიური თანმიმდევრობის მარტივი ძაფებით ცდილობს მთლიანობა შეინარჩუნოს, გონება - ხვლიკივით სრიალებს სპექტაკლის სხვადასხვა სისქის ფირფიტებზე და სველი თათებით მიექაჩება გასაცნობიერებელ ტუტეს ხსნარში. და თუ ეს იყო შენი მიზანი, მაშინ -

არავინ ჩანდა კაცების გარდა
და როცა აღარ ციოდა გარეთ
ბიჭი გაჩერდა გაცვეთილ კართან
და აახია ფარფლები კარებს.



"8000 Vintages" & 203 Magic Bottles

Dear Judi,

Hope you're well. Sorry for being so busy... I promised a letter about a month ago and you've probably haven't noticed, but there hasn't yet been one.

So, to make up for it, I'm going to try and compensate my negligence with a story. https://www.youtube.com/watch?v=ZNEOl4bcfkc

Monday is my favorite day of the week. I have a busy work-hours and then I get to lecture at the University. I texted my college friend Salome to come and present at my class for students. Her workplace finances researchers to do what they usually do and I thought it might be interesting for class of "Research Methods" to understand how the system works. Afterwards, I was planning to suggest to visit this newly opened wine bar close to the university.

Name: "8000 Vintages" (and it's not the thrift shop/vintage shop you should be thinking about right now)
Location: Tsintsadze Str. 26 (a.k.a. Saburtalo Street)
Open: from 11 in the morning till 11 in the evening

I wish you knew night streets of Tbilisi. Not the ones cramped with tourists but the ones where real "Tbilissians" live. These streets get quiet by twilight. Cars don't roar anymore. And you suddenly start noticing the houses above closed shops, life above the first floor, trees (who have lived here far longer than people)... You'd be able to imagine actual moms cooking dinner for their small families, in their modest condos; children - watching TV; elders, trying to squeeze a word or two and start a conversation about something they heard on the news earlier that day (which they tried to memorize to seem interesting again)...

And in the town where everyone runs somewhere, there's one place where you're never late.

I admit, I might be slightly biased because my friends have been planning to open "8000 Vintages" for more than few years now. But I promise, I won't be long.

You enter the store and it's much bigger than you had imagined. Walls are covered with plain shelves where dark bottles stand and quietly listen to the city going back to sleep.

Oh, and the effortless charm of "8000 Vintages"...

I won't bore you with lengthy talks about servers who have invested much of their time testing, tasting, trying, reading, studying and loving the wines. I've never wanted to buy something without history. And here you're able to dive deep into the flair of each bottle. One should not only study the taste but the soul of the wine. Don't laugh and blame me. I'm just and average Georgian and like many others (who have accidentally been born at this tiny piece of land) I take a great pride in representing the continuous 80-century-process of wine-making. That's why I bombard servers with questions each time.

"8000 Vintages" explains why you should be drinking wine instead of bottled Martini with a meticulously pointed pinkie. Don't get me wrong, I'm married to Martini but every once in a while I slip back into love with Wine. The bar puts special emphasis on the ART of Feeling the drink. However, I've not always been this sophisticated wine-lover. For years I was convinced that it was an evil drink which turned even the most serious man into a faun (not a great look, btw). But only people who can or want to truly breath-in the culture should visit the shop. It's not how much you can DRINK but how much you can APPRECIATE. I took one of the cheapest bottles and I can honestly say that for an hour, I was having a serious relationship with that chubby glass of red semi-sweet. And let me assure you, it hasn't been a one night stand either (have you ever noticed how some bottles are better than most people?!).

The whole concept of the store revolves around Class (and that's with a capital "C"). It's not a barrel-house you're sitting in. Put a nice shirt on, groom yourself, for "8000 Vintages" is a temple of refined art. This is the place of subtle intimacy and exceptional traditions.

Do me a favor and don't go alone. Take your friend, take your lover, take your foreign guest or take your mom (if you must) and try the cheese board (or a fish-board, or dry fruits). Ask questions because for once in your life you might actually get useful information from a server, owner or a wine expert who might just casually be hanging out at next table. You won't have to pay much (in fact, prices are well below the touristic "chic" Leselidze "standards") but don't be cheap and tip generously. And days seem pointless without a glass of sensual exposure to life. Or even better - a BOTTLE!

"8000 Vintages" has yet to become another "hot spot" in town. And if you're lucky you might be able to spot Nina Ananiashvili, the living treasure of Georgia, sitting in an ordinary chair, sipping an ordinary wine, as though she's an ordinary woman.

I don't really remember how I got back home. And at this point I'm too afraid to ask.
I've always believed I was far from being Jerry (the mouse, MGM) but I honestly dreamed about cheese all night.

Ever thine,


ვატერ(პო)ლოო და "ოლიმპიური თამაშები"

თაროსთან ფრთხილად მიცოცდა სურო.
წიგნები ისხდნენ, როგორც ბავშვები.
და მე არ მინდა რომ დაასრულო
ის, რასაც შვები, და თან არ შვები,
ის, ვინც არა ხარ, და არც იქნები,
ის, რაც მძინარეს ერთხელ წამოგცდა.
და ბავშვებივით ისხდნენ წიგნები,
როცა აცოცდა სურო თაროსთან.

- ღადაობ, შჩმა?! რა არის ეს? (ალტერ ეგო)

ყურსასმენების გახსნას თვალების გაუხელად ვცდილობ. FUF, დილა! ჯანდაბა! წყეული მზე! მწყურია! წინასწარ ვიცი რომ ადრეა, მაგრამ სანამ ეს აბურდული ნაწლავები გაიხსნება ვერ მოვისვენებ. და როცა გაიხსნება, უკვე იმდენად გამოფხიზლებული ვიქნები, რომ ვერ დავიძინებ. გუშინ 3-ზე მოვედი და ვამაყობ ამით. კარგია, როცა 3-მდე ადგილ-სამყოფელი გაქვს (სადმე), გარდა სახლისა.
- კაი 1 (ა.ე.).

საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით ვითვლი: ნახევრად ტკბილი წითელი, ტეკილა და ლიმონი, რაღაც რაღაცის წვენში, რაღაც ლიმონის წვენით, რაღაც ვაშლის წვენით და დარიჩინით.
- კარგი, ვსიო (ა.ე.).

ხანდახან ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, ადამიანი რომ ვარ და არა ძაღლი. ღრენისგან გაჩენილ ნაოჭებს ადამიანებს უფრო მარტივად გაუსწორებენ ბოტოქსით, ვიდრე-ძაღლებს.
- გავარტყი ძაღლებს (ა.ე.).

"ოლიმპიური თამაშები"

სამეფო უბნის თეატრი და თემურ ჩხეიძის სახელოსნო
ალექს ჩიღვინაძის პიესა, "ოლიმპიური თამაშები"
რეჟისორი: თათა პოპიაშვილი
მხატვრები: ნინო ნუცა ჭყონია, ავთო მოდებაძე (გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლა)
მუსიკალური გაფორმება: მუვა მარგიშვილი
მონაწილეობენ: კატო კალატოზიშვილი, ეკა ჩხეიძე, ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე, გაგა შიშინაშვილი.

პრემიერა გავმაზე. სადღაც ჰაერში, ატლანტის ოკეანის თავზე, კრეტინმა სტიუარდესამ იდაყვი გამკრა. გამეღვიძა და გამახსენდა, რომ რამდენიმე დღეში, როცა მე ვინ იცის სად ვიქნებოდი, დედამიწის ერთ ადგილას, ერთ ქუჩაზე, ერთ თეატრში ზუსტად გაიმართება ახალი სპექტაკლის პრემიერა. და თუ რამეზე მწყდებოდა გული, ეს სპექტაკლის პრემიერის გამაზვა იყო.

დღეს სრულიად შემთხვევით გადაწყდა ჩემი წასვლა. "პრავის თეორიიდან" 23 წუთით ადრე გამოგვიშვეს და სახლში წასვლა დამეზარა. მნიშვნელოვანი ადამიანის სახით ჩავიარე ბელინსკი, მერე კოსტავა და გადავწყვიტე, თუ მომდევნო ერთი წუთის განმავლობაში უფრო მეტი გოგო შემხვდებოდა, ვიდრე - ბიჭი, წავიდოდი "ოლიმპიურ თამაშებზე". ბილეთები დარჩენილი იყო. შევედი. დავჯექი და ცხვირი ტელეფონში ჩავრგე. facebook-ზე რამდენიმე საათის წინ დაპოსტილი სულელური ვიდეოს კომენტარები იყო. მეილზე ვიღაც მწერდა ორშაბათ დილით, 9-ზე მეცლებაო. (დავიკიდე, ვითომ შაბათ-კვირას მეილს არ ვამოწმებ.) ინსტაგრამზე ძველ dubsmash-ებს ჩავყევი. მერე ვიღაც გოგოებმა მკითხეს შესასველი საიდან არისო. აქედან-მეთქი. შეიძლებაო? ჯერ არა-მეთქი. რატომო? ვარჯიშობენ-მეთქი.
- მაგას "რეპეტიცია" ქვია, დებილო (ა.ე.)!

ჩხეიძემ, ალბათ, 20 წუთის მერე დაიწყო საუბარი. მაგრამ, დანარჩენი 60 წუთი ენა არ გაუჩერებია. ეჰ, დეა დეა. შუა სპექტაკლში ტვინში მარტყამს: ამას მედეა-იაზონი იმიტო ევასება, თავისმა სირმა ტეხასელმა (ალექსი, თუ მსგავსი) რო მიატოვა-მეთქი, ალბათ. უეჭველი ეგაა. იმასაც მედეა ერქვა, ესეც მედეაა. დეა მედეაა? ზუსტად ეგეთი ყავიჭამია ქალები მართავენ საჯარო სამსახურებში უმნიშვნელო დეპარტამენტებს. პრიალა ტყავის ჩანთა. ბოტები. მერე ქუსლებზე. "ყველაფერი-კარგადაა,-სიცოცხლე", "გაიხარე,-დედი,-მადლობა" ქალები არიან ზუსტად, ცოტა სტრესი და დაუნიან ბავშვებზე მოჩვენებით კორექტულობას რო მაშინვე კარგავენ. ეგეთებს, უნდა უყურო კარგად და რო შებრუნდებიან უკნიდან, ყურის ბიბილოზე უნდა უკბინო, "ვაიმე!-შე-ვირიშვილო-ყ*ეოდ" რო გადაიქცნენ. და მერე სახეში უნდა შესცინო: "გეტკინათ, დეა დეიდა? არ ვიცი რამ მომიარა პირდაპირ". ჩხეიძე მშვენიერია, ბუნებრივი, წელგამართულ-მოსუნსულე და დაბნეული. და განსაკუთრებით მაშინ მოგწონს, როცა სხვებს ტისკავს შათირიშვილი, ეს კიდე ფეხებს ათამაშებს მაგიდის ქვეშ.

შარვაშიძე, მისი წითელი წინდები, ტყავის ქურთუკი და ნევეძიმკები "ჰგლეჯამს". მარტო მაგიტო კი არა, კალიის გამოც. "უკაცრავად და, თქვენ შიგ ხო არა გაქვთ", ზუსტად ისე, როგორც საჭიროა. ყველას ყველაფერზე რო ეღადავებიან ტიპები ხო იცით? აი ეგეთი, მერე უცებ რო დაატორმუზებს და სერიოზულს შეუშვებს ხვდები რო ეე... წლების წინ ძაღლივით აწკმუტუნებული ეხლა პატრონის გოგოსა "ჰყვაროფს" და თან უტყდება, პატრონი რო ვერ ცნობს. ბიბლიას კიდე არაუშავს, შანდლებით უფრო მეტის "გაფუჭება" შეიძლება. ხოდა ღადაობს რა, სხვა რა გზაა. შარვაშიძე რო ლაპარაკობს, ზურგიდანაც რო უყურებდე მიხვდები როდის იღიმის და როდის არა.

შათირიშვილი. რაღა ქეთა და რაღა ჯესიკა ჩასტეინი, Zero dark thirty-ში (იმიჯის პონტში). შათირიშვილის ხმა პირველად დინამიკებიდან მესმის, მაგრამ ზუსტად ვხვდები რო შათირიშვილია (აი, რატომ არის კარგი ერთი და იმავე სპექტაკლის 3-4-ჯერ ნახვა, ხმებით და სუნთქვით ცნობ მსახიობებს). ეგეც მაგრა უბერავს. ინტერნშიპი ამერიკაში ვის არ ქონია, პროსტა ეხლა რა შუაში იყო. და ვაფშე, ვინ ვის დაკითხვაზეა... პარადი ჩხეიძეს მიჰყავს მაინც. შათირიშვილს ყველაზე მკვეთრი ტაში ამ სპექტაკლში. მისი ყველა მოძრაობა იმდენად კარგია, ყველა წინადადება სწორი... ამიტომაც, ყველაზე მკვეთრი ტაში!

შიშინაშვილზე დარბაზს აბოდებს მგონი. ყველაზე მეტჯერ მისი პერსონაჟის სახელი ახსენეს და მაინც ვერ დავიმახსოვრე (ბაჩო, ან დაჩი, ან თემო, ან დათო, ეგ ყველა ერთნაირია ჩემთვის). გრიფირება თუ რაღაც რო არ აღირსეს, ეგ მახსოვს. არის მომენტები, როცა გულწრფელად გეცოდება. ნინისნაირი სტუდენტი რო ყავდა მაგიტო და არა შვილის გამო. შვილი საცოდავს კი არ ხდის, აკეთილშობილებს ეგეთ ადამიანს. გაგას რაღაც უცნაური სტილი აქვს ზოგადად, რამდენიმე სპექტაკლში, სადაც არ მინახავს, თითქოს დიდად არ განსხვავდებიან მისი პერსონაჟები, მაგრამ, მის ადგილას სხვა მსახიობის მიერ შესრულებულ იგივე როლს რო მომკლა ვერ წარმოვიდგენ. ალბათ, ერთადერთი მსახიობია, რომელიც თამაშისას საკუთარი თავით არ ტკბება, უბრალოდ თამაშობს რა. და ვაფშე, კაი როჟაა.

კალატოზიშვილის ფანკლუბზე საუბრობენ ადამიანები. ეგ ისე, ზოგადად, რომ იცოდეთ. ნინი ზუსტად ის ტიპია, მომენტებში "I'm every woman, it's only meee" რო შეუშვას, მაინც რო დაეთანხმები. ხანდახან ისე თამაშობს კატო, გგონია კატო აღარაა და მერე გეშინია, ვინ იცის კატოსაც თამაშობს და სინამდვილეში ვამპირია. გასაგებია, რომ "ახალგაზრდა გოგონას" უტყდება წამლები და ფსიქოლოგები, გავიგეთ. კიდე, ისიც გასაგებია დედის დაქალი რო აგიყვანს სამსახურში და რო გგონია, მაინც კონკურსით მოხვდი. ისე, გავარტყი ვაფშე ყველა კონკურსს და ყველა საჯარო დაწესებულებას. მაგრამ აი ამ უმნიშვნელო ნიშნების მერე, კალატოზიშვილი ჰყვება ახალგათხოვილი გოგოს შესახებ, აფეთქებისას ხელი რომ დაკარგა. აი ეგ არის კატო. სხვა ვის შეუძლია მოყვეს ეგეთი რამ და არ გაგეცინოს? კალატოზიშვილი, როგორც ყოველთვის, ისეთია, ყველაზე იდიოტურ სპექტაკლს, მაინც ნახვის ღირსად რომ გახდის.

მე პირადად მენატრება ლებანიძე! ლებანიძე რამე მძიმე, ცენტრალური და კარგი როლით რა. ნიხვადკა მაქვს და ნუ მიტეხავთ.

გელოდებით.
-წადი, შენი... (ა.ე.)

სპექტაკლი სულ რაღაც 70 წუთამდე გრძელდება. მოკლეა და საინტერესო. რეკომენდირებულია არამოჭყვიტინე თინეიჯერებისთვისაც, მენსტრუალური ციკლის გარდა თვის სხვა ნებისმიერ "პერიოდში".


ავიღებ პრავას და აღარ დავლევ,
თუ მწიფე მარწყვი შემოვა მალე.
- nailed it. (ა.ე.)



"I am falling. I am falling." - ფრეკენ ჟული


შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის არსის ერთი ზედსართავი სახელით გადმოცემა?
დიახ.
სიცოცხლე ფეთქებადია.

დღეები გადიან იმაზე სწრაფად, ვიდრე ადრე. სადილიდან სადილამდე. დილიდან დილამდე. 6 საათიდან დილის 10 საათამდე და მერე ისევ 6-მდე. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე. ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან ღამეები ამოვარდნენ. ღამე, ადრე ფიქრთან ასოცირდებოდა. ეხლა, ძილთან. ვცდილობ დეტალები დავიმახსოვრო. ვებღაუჭები ემოციებს.

კარების სახელური დილით ცივი იყო.
ჩაიდანი ცხვირით კედლისკენ.
გზაში ქალმა მძღოლს უთხრა: "აქ გამიჩერეთ, რა".
დახეული ჯინსებით მივდივარ.
დიდი ხანია ფრინველები არ მინახავს.

შავი ქალები ქსოვენ პერანგებს
და კატებს ფრთხილად აცლიან ბეწვებს.
და თუ ფრინველი ფანჯრებს ვერ აგნებს,
ყველა კედელი მხრებით დალეწეთ
რომ გახლეჩამდე გაშლილი ფრთებით
(სანამ სიცოცხლის კოცნით დაფრთხება)
დაკაწროს ლურჯი ცის სარდაფები
და მერე მოკვდეს ამ სარდაფებთან.

მე თავგანწირვით ვცდილობ აწმყოს განივთებას. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ხომ სხვა პლანეტამდეც გავცურავ. და არ მინდა დედამიწა დამავიწყდეს.

"All boys steal apples."

დილით ოფისში არავინაა. ვიწრო სათავსო ოთახში ვიხდი ზამთრის ფეხსაცმელებს და დახეულ ჯინსებს. ვიცვამ ნაცრისფერ შარვალს, შემთხვევით რომ მაჩუქა ერთმა. მერე შავ ფეხსაცმელს, რომელსაც ლურჯი თასმები აქვს და სიარულისას მნიშვნელოვანი ადამიანის ფეხის ხმას გამოსცემს. შემოსასველის სარკეში ვაკვირდები საკუთარ თავს. უფრო ზუსტად, საკუთარ ცხვირს და წარბებს. ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა გამიჩნდეს წარბებს შორის ღრმა ნაოჭი მოაზროვნე ტვინის ნიშნად?! სარკე იორთქლება და ორთქლზე თითით ვწერ: "პონტი არაა". სხვა არაფერი მომდის თავში.

რამდენიმე დღის წინ დავიწყე "ფრეკენ ჟულის" შესახებ კითხვა. ჯერ ერთი ფილმი ვნახე, მერე სხვა ეკრანიზაციის ჩანაწერები. მერე 2014-ის ფილმი. შუადღეს პიესა ამოვბეჭდე. ერთი სული მაქვს, როდის მოვა 6 საათი, რომ კითხვა დავიწყო. 6 საათზე ჩემი უფროსიც ბრუნდება ოფისში. სხვა არავინაა, ამიტომ, მის დოკუმენტებს მე ვასკანერებ ეგზომ ჩაფიქრებული სიფათით და ვადუღებ ჩაის. უფროსი მიდის და მე, წინ და უკან სიარულით, ხმამაღლა ვკითხულობ პიესას. ნახევარ საათში მოდიან დამლაგებლები. ბეჯითად მესალმება დედა-დამლაგებელი და ამბობს, რომ გარეთ ცივა, აქ კი სითბოა. მე მახსენდება ღია ფანჯარა და ვკეტავ. მერე ხმამაღლა ვაგრძელებ კითხვას. 7:23-სთვის ვასრულებ.

თეატრში მხვდება სალომე. ერთად ვსხდებით და ერთმანეთს ვუყვებით ამბებს. დათო მიხსნის სად უნდა დავჯდე, რომ კარგად დავინახო. ნინო მესალმება და ცარიელ დარბაზში უჩინარდება. რა უცნაურია, სპექტაკლზე პირველად მისულმა ზუსტად იცი, რომ ამ ჯადოსნური კარების მიღმა, სულ სხვა სამყაროა. და იქიდან სულ სხვანაირი გამოხვალ. თუმცა, ალბათ, ადამიანები მაგიასაც შეჩვევით აუბრალოებენ. დარბაზში შესვლისას სკამებზე მეტად ინაურის ხმა და მსახიობები იქცევენ ყურადღებას. ამიტომ, ვიბნევი. როგორც ყოველთვის. ვხედავ, რომ დათო სკამებთან დგას. მე მგონია, რომ ვერ მოასწრეს ყველა სკამის დაწყობა და ბოლო ცვლილებები შეაქვთ განლაგებაში. ამიტომ, მგასასვლელთან ახლოს ვჯდები. პირველი რიგის სულ ბოლო სკამები. სალომე ჩემ გვერდითაა და მიუხედავად იმისა, რომ სიცივეზე წუწუნი უკვე მოასწრო, მაინც თბილი სუნითაა გაჟღენთილი მისი ფუმფულა თმა.

"Kiss my hand and thank me!"

"ფრეკენ ჟული"

(ბეთჰოვენის მე-7 სიმფონია)

პიესის ავტორი: August Strindberg
რეჟისორი: დათა თავაძე
თარგმანი: დათო გაბუნია

ფრეკენ ჟული გრაფის 25 წლის ქალიშვილია. სპექტაკლი 2 საათს გრძელდება, ანტრაქტის გარეშე (ზუსტად ისე, როგორც სტრინდბერგს სურდა). არსად იკარგება ის ემოცია, რომელიც ფრეკენ ჟულის აცოცხლებს. სპექტაკლი სავსეა მონაკვეთებით, როცა ღრიალებ, ხარხარებ, იბრძვი, მივარდები და გამწარებით ურტყამ, კბენ, კაწრავ, კოცნი, ხელში იყვან, ისვრი, ეჩურჩულები, ეხუტები, დასცინი, სტკენ, გიყვარს... თავაძე ახერხებს ფრეკენ ჟულისგან შექმნას მრავალფეროვანი ცხოველი. და თუ ფრეკენ ჟული ცხოველია, მე მისი პატარა, ხუჭუჭა გასართობი ბიჭუნა ვარ. მწევარი კი, რომელიც ყოველთვის გარბის, იმორჩილებს შენს გულის ცემას. გასაბერი არსებაც მე ვარ, და მთლიანად მაყურებელი, რომელიც ისეთივე რეგვენია, როგორც გაშეშებული, გაუ-ვნებ-ელყოფილი თოჯინის სახე. ალბათ, ღამით ისევ დამესიზმრება თეატრი. იმიტომ, რომ დროებითი სამყარო, რომელსაც თავაძე და გაბუნია აყალიბებენ, სავსეა აზრებით.

თარგმანის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ჩემს თავშიც ზუსტად ასე ჟღერდა წინადადებები, როცა რამდენიმე საათით ადრე ვკითხულობდი პიესას. წინასიტყვაობა, რომელითაც მკაფიოდ გესაუბრება სტრინდბერგი თეატრისა და მისი დანიშნულების შესახებ, ხსნის მთავარ ღირებულებას, რაზეც დგას სამეფო უბნის თეატრი - ეს არის ოთახი, სადაც მეოთხე კედელი მაყურებელია. და სადაც ლაპარაკობენ შენთვის და შენთან ერთად და არა შენ მიმართ.

ფრეკენ ჟულის სცენებს რამდენჯერმე წყვეტს 6 პერსონაჟი, რომელიც ისეა ჩართული სპექტაკლში, რომ ოდნავადაც არ იპარავს მთავარი თემის არსს. და მაინც, რა არის მთავარი თემა? ამბიცია? ფარისევლობა? მიზანდასახულობა? თვითმკვლელობა? ბურჟუაზია? სოციუმი? გრაფის ქალიშვილის გაჟიმვა?

მთავარი თემაა თავისუფალი თვითდამცირება, როცა მაღალ სვეტს შესახლებული ცდილობ მიწაზე დაშვებას, ცდილობ იყო ისეთივე უბრალო და ჩვეულებრივი, როგორც სხვები. ამიტომ იცინი იმაზე რაც არაა სასაცილო შენთვის, მაგრამ სხვებისთვის არის. ცეკვავ ისე, როგორც არასდროს იცეკვებდი, რადგან სხვები ცეკვავენ ასე. სვამ იმას, რასაც სხვები სვამენ. იმცირებ თავს, რომ ვიღაცას შეუყვარდე მაინც, ისე, თუნდაც, ჩვეულებრივად. და მაინც, ისევ იმ სვეტზე ზიხარ. და გული გწყდება, რადგან არავის უყვარხარ.

"ვდგავართ და სიზმრებზე ვლაპარაკობთ!"

იმდენს ვიცინი, რომ ყვრიმალები მტკივა. ლებანიძე! დარწმუნებული ვარ, ლებანიძის მონოლოგის შემდეგ სიცილით გათიშული ხმას ვერ ამოვიღებდი. თითით ვცდილობ ლოყების დაზელას. და ისევ მეცინება. ჩვენც ეგეთი შტერული სიზმრები გვაქვს.

აი, მაგალთად, გუშინ დამესიზმრა, რომ თეატრის სცენა გადაჭედილი იყო სხვადასხვა ზომის გრანიტის კუბებით, ზუსტად ისე, როგორც ბერლინის ჰოლოკოსტის მონუმენტი. მე ერთ-ერთ ასეთ კუბზე ვიჯექი და ვუყურებდი როგორ უყვიროდა კატო გოგლი-მოგლის შესახებ მაისაშვილს რაღაცას. მაისაშვილი სხვა კუბიდან დოინჯშემოყრილი ხმადაბლა ლანძღავდა ყველას. სცენის ბოლოს, კარი ღია იყო. და კარებს მიღმა ჩანდა ხის მსხვილ ტოტზე დიონისესავით გაწოლილი თავაძე. და მე არ მესმოდა რატომ იწვა ტოტზე, როცა ტოტის ქვეშ თავისუფალი ჰამაკი ეკიდა. მერე კახიძე გამომელაპარა. მე მჯეროდა, რომ მოჩვენება ვიყავი და შესაბამისად, წესით, ვერავინ მხედავდა. ამიტომ თავი მოვიკატუნე, თითქოს კახიძის შეკითხვა ვერ გავიგე. მერე იმან ხელი მკრა და კუბებს შორის ჩავვარდი. კატო ისევ აგრძელებდა ყვირილს გოგლი-მოგლის შესახებ.

ისე, ინაურის გაშიშვლება კარგად დაამუღამეთ.
და მაისაშვილის სიზმარი საკუთარი დის შესახებ "ტროელი ქალების" უკანასკნელ მონოლოგს მახსენებს.

"Kiss my shoe!"

იაკო ჭილაია - ფეხმძიმე პატარძალი ფორტეპიანოსთან. მონოტონური, მარტივი მელოდია ნელ-ნელა მითრევს. ჯერ თითებში გაივლის, როგორც ელექტრონების თანმიმდევრული ფირი. მერე მარცხენა მუხლში სახლდება და აიძულებს მარცხენა ტერფს ურცხვად იცახცახოს სანამ ჭილაია არ შეწყვეტს დაკვრას. საერთოდაც, სპექტაკლი ხასიათდება მთელი ჩემი სხეულის ჩართულობით. თავად ჭილაია კი ხასიათდება, კარგად. როგორც ჩემი გიტარის მასწავლებელი მეუბნებოდა, ნამუშევარი რომ აქვს, ეტყობა. პირველად "ბეჩავში" ვნახე. და მეორედ "ბეჩავს" სწორედ ჭილაიას გამო ვნახავდი.

ანა წერეთელი - ფლეიბოის კურდღელი. იმედია, ის ადამიანები, ვისაც არ გინახავთ სპექტაკლი, მიხვდებით, რომ ეს განმარტებები ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. სამწუხაროდ, სტრინდბერგის დროს არ არსებობდა ფლეიბოი, შესაბამისად, ასე თამამად სწორედ მე შევადარე მსახიობი ფლეიბოის bunny-ს. წერეთელი "დიდ შესვენებაში" ვნახე პირველად. მაშინ მის შესახებ ბევრი არაფერი დამიწერია. რა მნიშვნელობა აქვს, რატომ. ფრეკენ ჟულიში, წერეთელი არის ის ტროპიკული ფრინველი, რომელიც მრავალფეროვანს ხდის სპექტაკლს, თუმცა, ამის გარდა დიდი ფუნქციური დატვირთვა არ აქვს. ვაღიარებ, რომ მეც კი არასდროს მომსვლია თავში სიგარეტის ბოლის ადამიანური ჯაჭვით გადაწოდება. თუმცა, მადლობა იდეისთვის, თავაძე! და აი ზუსტად ამ ეპიზოდშია მთერი ხიბლი! რომ არა წერეთელი, რა მოსაწყენი და უადგილო იქნებოდა მთელი ეს პროცესია.

ლებანიძე - petite Marilyn! როგორც ყოველთვის, ლებანიძე გლიჯავს. კი არ გლიჯავს, გ-ლ-ე-ჯ-ს! მხოლოდ მაგდა შეიძლება იყოს ასე ბუნებრივად სასაცილო და "ზებუნებრივად ადამიანური". მისი მონოლოგი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია და გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ რიგის ბოლოს ვიჯექი, მონოლოგის დროს ლებანიძის პროფილს ვხედავდი მხოლოდ. აი, რატომ უნდა ვენდოთ დრამატურგებს. მართალია, შესაძლოა შენგან ერთი გროტესკული აფიშა შექმნან, მაგრამ ნდობა მაინც ღირს. სპექტაკლის განმავლობაში რამდენჯერმე მომეჩვენა, რომ ლებანიძე მიყურებდა, თუმცა, მაყურებელი ერთგვაროვანი მასაა და არა ინდივიდი. და, მეც სიზმრებზე ვლაპარაკობ.

მაისაშვილი - Marilyn ordinaire. სალომეს გიჟური კრუნჩხვა შათირიშვილის მონოლოგის დროს არის ჩემი ზუსტი ილუსტრაცია, როცა მეგობრები სერიოზული სახით საუბრობენ პირად ცხოვრებაზე. სალომე მეზობლის გოგო-Marilyn არის. ზუსტად ისე აკვირდება ფრეკენ ჟულის, როგორც დივანზე მოკალათებული საჭორაოდ მომართული ვიღაცის რამდენიმე-წლის ცოლი - დაქალს, ყავის მოდუღებისას. პარიკიც თითქმის ყავისფერი ნაჭრის რეზინით აქვს შეკრული და სრულიად მიწიერ Marilyn-ს თამაშობს. თუმცა ხანდახან, როცა გიყურებს, გიყვება, გელაპარაკება, ხვდები რა საინტერესო იქნებოდა მის მიერ, თუნდაც უბრალოდ წაკითხული "ჩვენც სალტკროკელები ვართ".

ინაური - ყველა სპექტაკლში ისეთი სერიოზული იყო, რომ დავასკვენი, იშვიათად იცინის-მეთქი. მაგრამ, აი ლებანიძის სიზმრის დროს, მე, სიზმარზე მეტად ინაურზე მეცინებოდა. იასამნისფერი კაბით მორბენალი სწრაფად იჭერს და "ასწორებს" პერსონაჟებს. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაავიწყდება თანმიმდევრობა და რომელიმე დაუვარდება. გასაბერი ქალის ინსტრუქციებს ზუსტად ისე კითხულობს, როგორც ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი - სიას. და ყველაზე მეტად მაშინ გაინტერესებს რა გამომეტყველება აქვს, როცა სცენაზე აგდია უცერემონიოდ, მოკუნტული, ნახევრად ჩაფუშულ ქალს-ჩაბღაუჭებული.

კახიძე - გამხდარი მკლავებით, ლურჯი კაბით და მეოცნებე თვალებით ციცინათელების პრინცესა ბაიას ჰგავს. და ბოლოს, როცა წითელ ხალიჩაზე, საკუთარ სკამზე ჩამომჯდარი გადახედავს მაგიდაზე გულაღმა გაწოლილ წერეთელს, გახსენდებდა, რომ კახიძე ძალიან ჰგავს ფრეკენ ჟულის. და გაინტერესებს როგორი იქნებოდა კახიძის ჟული. "ტკივილი არის ახალგაზრდობაში" კახიძე ძალიან ძლიერი იყო. სადღაც ქრებოდა მისი გამხდარი სხეული და სცენა ენერგიით ივსებოდა. დღეს კი ის ერთ-ერთი ბედის პოპ-ქალღმერთივით ჩვეული მოწყენილობით აკვირდება ჟულის ფლირტს. მე არ გამიკვირდებოდა, კახიძეს რომ ფრთები ჰქონდეს. სიზმარში არა, სინამდვილეში. ყველაზე მეტად ის ჰგავს ფრინველს.

შათირიშვილი - კრისტინი. შათირიშვილის კრისტინი გაცილებით აქტიურია, ციდრე - პიესის კრისტინი. ის მოქმედებს! მართალია, თავშეკავებით და ფრთხილად, მაგრამ ის ინდივიდია. თავაძის მეშვეობით კრისტინი გაცილებით მკვეთრი პერსონაჟი გახდა, ვიდრე აქამდე წარმომედგინა. მისი სიტყვები მოკლეა. და ასეთ ხასიათს ზუსტად "სვამს" შათირიშვილი, რომლის შეუვალი, ქანდაკებრივი სიმტკიცე სიცივედ ჟონავს. და მაშინაც, როცა ის ჩამორბის კიბეებზე და კედელს ეკვრის, გრძნობ, რომ კრისტინი უფრო მყარია, ვიდრე - ზამთრის კედელი, და სავსეა შიშით, როგორც ძლიერი, მაგრამ დამფრთხალი ცხოველი.

ფრეკენ ჟული და ჟანი სხვამენ Bombay Sapphire-ს. ჯინი ერთადერთია სასმელებიდან, რომლის დალევის დროსაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც დორიან გრეი.

შარვაშიძე - ჟანი. ჟანი ის პერსონაჟია, რომელიც მეზიზღება. თითქმის არავინ მეზიზღება, მაგრამ ჟანი გამონაკლისია, ძალიან დიდი გამონაკლისი. მისი მდაბიო პედანტიზმი, სიმხდალე, დამოკიდებულება. შარვაშიძე ზუსტად ახერხებს ჟანის ხასიათის გადმოტანას. და ზიზღს ხან სიბრალული ცვლის, ოღონდ არა სიბრალული ბავშვის მიმართ, არამედ უფროსის საცოდაობა. ჟანი, რომელიც ყოველთვის "ხის ძირას იჯდება" ცდილობს სირცხვილის თასმებით დაიმორჩილოს ფრეკენ ჟული. და ფრინველის მაგივრად თვითონ იგლეჯს თავს. ჟანი სრული არარაობაა, გაუფასურებული, რაციონალ-რეალისტი პლასტმასი, გასაბერ თოჯინაზე საცოდავი. ალბათ, დღეების შემდეგ, როცა ეს ჩანაწერი უამრავ კორექციას გაივლის, გაცილებით მეტს დავწერ ჟანის შესახებ. შარვაშიძე კი, გრძელი, თეთრი ხელის მტევნებით ნელა ახრჩობს ჟანს, სისხლის ბოლო წვეთამდე გამოწურავს და დაღეჭილს გიგდებს წინ.

და ბოლოს, კალატოზიშვილი - ფრეკენ ჟული. შენს თვალწინ არ არსებობს კალატოზიშვილი, არის მხოლოდ ფრეკენ ჟული. და რა მძაფრია! ძალიან, ძალიან მძაფრია კალატოზიშვილის ფრეკენ ჟული. მისი ერთი გამოხედვაც კი ბოლომდე გიმორჩილებს. არ არსებობს არც ერთი სხვა ადგილი ამ პლანეტაზე, სადაც ყოფნა ღირს მაშინ, როცა ჟული ცეკვავს, დარბის, ტირის, ითხოვს, იბრძვის, ამცირებს. კატოს ფრეკენ ჟული არის სვეტიდან გადმოვარდნილი, იმ გააფთრებული მხეცის ბრძოლა გადარჩენისთვის, რომელსაც მიწა ისრუტავს.

და შენც ხვდები, რომ სიტყვები არ მყოფნის. ბოლოსთვის კი იმიტომ დავიტოვე, რომ ყველაზე რთული იყო და არა იმიტომ, რომ "პირველნი იქნებიან უკანასკნელნი". მე მზად ვარ მოვკვდე ფრეკენ ჟულისთან ერთად, ტბასთან, ფორთოხლების ჩრდილში, იქ, სადაც ყოველთვის ზაფხულია. და ეს არ იქნებოდა უბრალო თვითმკვლელობა, არამედ, მკვლელობა ფრეკენ ჟულის ხათრით.

Mendelssohn - Violin Concerto In E Minor Op. 64, 1. Allegro Molto Appassionato

პირველი საათია. თვალები უფრთხიან ეკრანს.

ყველაფერი სიზმარია. და მე სიზმრებზე ვლაპარაკობ.


ყველაზე მეტად, "ტკივილი არის ახალგაზრდობა"

პირველი ნაწილი


არც ვიცი როგორ დავიწყო ამ ჩანაწერის წერა. ამიტომ დავიწყებ მთავარით.

"ტკივილი არის ახალგაზრდობა"
პიესის ავტორი: Ferdinand Bruckner
რეჟისორი: დათა თავაძე
თარგმანი: დავით გაბუნია

2015 წლის დეკემბერი დამამახსოვრდება სამეფო უბნის თეატრით, ისევე, როგორც 2014 წლის აგვისტო ეკუთვნოდა ჩაიკოვსკის პირველ საფორტეპიანო კონცერტს.

ნელ-ნელა თბილისშიც აცივდა. სოლოლაკში ბევრი მანქანა აღარ დადის. ლანჩზე გასვლა სულ უფრო და უფრო ნაკლებად განსაკუთრებულია ხოლმე.

აჯილდოვებენ ქუჩები კაცებს
ფილტვებისა და ყელის ანთებით.
და მიცოცავენ გაყინულ ცაზე
ღრუბლები, როგორც თაგვის თათები.

სპექტაკლი არის 7 ახალგაზრდას შესახებ. 3 მათგანი ბიჭია, დანარჩენი 4 - გოგო. და ერთი ოქროს თევზი.

პირველი ბიჭი: გოგრიჭიანი. ფრედერი - საკუთარი თავით მოხიბლული და, ალბათ, სადღაც სიღრმეში, უინტერესო ყოველდღიურობით გაღიზიანებული მანიპულატორი, რომელიც ერთი თითის მოსმით ახერხებს გარდაქმნას პატარა და მორჩილი მსახური გოგო ქუჩის ბოზად. და ეს მოწყენილი, ადამიანებით მოთამაშე ბიჭუნა, სპექტაკლის ბოლოს ზღვის გოჭივით შეექცევა დაქუცმაცებულ კომბოსტოს. გოგრიჭიანი ცხადად, მკაფიოდ და პირნათლად, სრული უბრალოებით ასრულებს ამ როლს, ზედმეტი მიმიკების და შიზოიდი ნაოჭების გარეშე. ფრედერი კი ცივია და დამცინავი, მოქმედი და ენერგიით სავსე. ბუნებრიობა არის ახალგაზრდობა.

მეორე ბიჭი: შარვაშიძე. პეტრელი - აღფთოვანებული, ჰაერში შემხტარი ცუგო ცანცარებს დედიკოს წინ და, ალბათ, ჩვენსავით სხვა ადამიანებში ეძებს ბედნიერებას. შარვაშიძის ნახევარმთვარიანი გამოხედვები ხანდახან გაიძულებს სცადო და პატივი სცე მის პერსონაჟს. მაგრამ მეორე წამს ისევ ცუგოდ იქცევა ეგ ქლიავი პეტრელი და ისევ პირწმინდად გეზიზღება. პიესა რომ წამეკითხა პირველად, ალბათ, უფრო ფუმფულა, თეთრი ხორცით ამოფუებული მეგონებოდა შარვაშიძის გმირი. „გადავიფიქრე“ არის ახალგაზრდობა.

მესამე ბიჭი: ინაური. ინაურის პერსონაჟი, ალტი, ალბათ, ყველაზე უცნაურია, ხანდახან ეჭვი გეპარება მართლა არსებობს, თუ სხვა პერსონაჟების წარმოსახვის ნაყოფია. სწორედ ის ალაგებს ოთახს, ყვება თუ როგორ გაათავისუფლა პატარა ავადმყოფი სიცოცხლისგან, აკვარიუმში იჭერს ზარმაც თევზს და ჭიქით ინახავს განჯინაში, პირში საკუთარწინდებჩაჩრილი დააბიჟებს ჯარისკაცული შემართებით და, რა თქმა უნდა, გვიხსნის როგორ მარტივად შეიძლება სიკვდილის პროლოგად აქციო ძილი. ინაური ისეთივეა, როგორიც ადრე, თავდაჯერებული და ყოველთვის რეალური. ალბათ, სცენის მიღმა იმაზე ცოტას ლაპარაკობს, ვიდრე სხვები. და ამიტომაც ღრმად ახერხებს რეალობის აღქმას. როცა ინაური ლაპარაკობს, გგონია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ბოლომდე იტყვის სათქმელს. და ეს ძალიან კარგია, მით უმეტეს მაშინ, როცა ყოყმანი, ეჭვი და მოულოდნელობა არის ახალგაზრდობა.

სიცოცხლითა და თოვლით გართული
ბიჭები დაფას აკრავენ ხეზე.
და დაფის გვერდით იცდის მავთული,
რომელიც მკაცრად იცავდა წესებს.

მეორე გოგო: მაისაშვილი. ირენე ძალიან ჰგავს ისეთ გოგოს, სანამ ხელზე ხელს დაადებ ბევრი რამ რომ უნდა აწონ-დაწონო. ცდილობს საკუთარი უუნარობა და გაუბედაობა, ზიზღითა და დაცინვით დამალოს. აი, ზუსტად ისეთი ტიპია, საღამოს, დღისით განცდილ კამათს რომ იხსენებენ და თავს საყვედურობენ, ეს ასე კი არა, სხვანაირად უნდა მეთქვა იმ ძუკნასთვის, უფრო მწარედ მოხვდებოდა გულზეო. და მერე ცდილობენ მომავალი კამათის გეგმები დააწყონ და რაც შეიძლება მეტი სცენარი გაიარონ გონებაში, რომ მობილიზებული ჰქონდეთ გესლნარევი ფრაზეოლოგიის მარაგი. მაისაშვილი ნამდვილად კარგია, თვალსა და ხელ შუა იცვლება კოცნამდელი ირენე და ირენე კოცნის შემდეგ. და არ გამორგჩეთ თმით-დაბმული ირენეც, გროტესკული სილაჩრით რომ მზადაა დათმოს თბილი საცვლები სხვა თუ არაფერი, ეგზოტიკური მოგონების სანაცვლოდ მაინც. ნამდვილად კარგი მსახიობია მაისაშვილი. ძალიან კარგი! არასრულფასოვნება არის ახალგაზრდობა.

მესამე გოგო: ლებანიძე. ლებანიძით ჩემი აღფრთოვანების შესახებ ისედაც ცნობილია. ამიტომ, ბევრს არ დავწერ მაგდას შესახებ. ვწერ მის პერსონაჟ, ლუსიზე. ლუსი მორჩილი მოახლეა. არა წესების, არამედ, ვნებების მორჩილი გოგო. მე კოჭლობა არ შემიმჩნევია, თუმცა, დეზი გაიძვერული თავდაჯერებით აეჭვებს მაყურებელს და მართლაც, ლუსი ფრედერის ერთ-ერთი მსხვერპლია. ჯერ ქურდობს. მერე იჯერებს, რომ საკუთარი ნებით იქურდა. მერე შიშით ემორჩილება მაკიაჟის გარდაუვალობას. დურგალი მამა, ფრედერიც და მღებავი საქმროც ყველა სინამდვილეში ლუსის მამაა. ლუსიმ „დამიჯერე თორემ გეტკინება“-ს დაღი დაისვა და მიუხედავად წარმოუდგენელი, ბოზური თავისუფლებისა მაინც „დამჯერ“ გოგოდ დარჩა. კარადის გვერდით, მოცუცქნული ლებანიძის თეთრი სახე ახალშობილ ბარტყს ჰგავს. მაგდას აქვს უნარი იყოს სრულიად ღია და სრულიად ამოუცნობი. მთვარეს ჰგავს, რომელსაც ყველა ხედავს, და რომლის გაგებაც შეუძლებელია. მორჩილება არის ახალგაზრდობა.

მეოთხე გოგო: კალატოზიშვილი. დეზირე მრავალფეროვნებით არსებობს. 17 წლის ასაკში, გრაფის სახლიდან გამოქცეული მდიდარი დეზი სწვლობს მედიცინას ყველა სხვის მსგავსად. მას ვერ იტანენ, ეზიზღებათ და გასაკვირი არცაა, იმიტომ, რომ მისი უბრალოდ შურთ. დეზის შეუძლია თითის გულზე ატრიალოს ყველა, მაგრამ ყველა ფეხებზე ჰკიდია, გარდა ერთისა. მას უმცროსი დასავით უყვარს მარი. და როცა ხმამაღლა იხსენებს დის სხეულის სითბოს ჩემთვისაც წარმოუდგენლად ცხადი ხდება დეზის სიმართლე. დეზი ერთადერთია ვინც ცოცხალია, ბოლომდე ცოცხალი! კალატოზიშვილის შარმი განუყოფელია დეზისგან. ვერც წარმომიდგენია ნებისმიერი სხვა მსახიობის მიერ განსახიერებული დეზი. დრამატურგი რომ ვიყო, სპეციალურად კალატოზიშვილისთვის დავწერდი პიესას, სადაც კატო იქნებოდა Gertrude Stein. და ის იქნებოდა გენიალური! ქცევის მრავალფეროვნება არის ახალგაზრდობა.

პირველი გოგო: კახიძე! როცა კახიძე თამაშობს მარის, ის არის საუკეთესო რამ, რაც დედამიწაზე იმ წამებში ხდება. ეპიზოდები, სცენები, ფრაზები და წინადადებები ერთმანეთს არ აცლიან არსებობას, როცა ვიხსენებ კახიძის მარის. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შესრულება, რაც ოდესმე მინახავს (თუმცა, ბევრი არაფერი მინახავს, ამიტომ...). მარი უნდა ნახოთ, იმიტომ, რომ მარი, დღეს საღამოს, ვიყავი მე. და ჩემ მსგავსად, ალბათ, იყო რამდენიმე სხვაც. წვეთები ღაპაღუპით სცვივა იატაკის საწმენდ ტილოს, მარი მექანიკური თოჯინაა, მარის მიატოვებენ, მარი უყვართ, მარი ჰბეზრდებათ და მერე ისევ უყვართ, აკვარიუმის მინა შიგნიდან იორთქლება, გამხდარი ხელები და დიდი თვალები, კოცნით გაოცებული სახე, თეთრი ფარფატა კაბა, მაგიდაზე დადებული გასაღები... ცხოვრებაში პირველად მომინდა გულწრფელად მეყვირა „ბრავო“ როცა ტაშს ვუკრავდით კახიძეს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველ რიგში ვიჯექი, არ ღირდა დაღლილი მსახიობის შეშინება. ამიტომ ვიღიმოდი ჩემდაუნებურად და ვფიქრობდი რომ კიდევ ბევრჯერ, რაც შეიძლება ბევრჯერ უნდა ვნახო სპექტაკლი, თუნდაც, მხოლოდ კახიძის მარის გამო. იმიტომ რომ, ყველაზე მეტად, ზუსტად ტკივილი არის ახალგაზრდობა.

დადის ყინვა და ეამაყება
ფანჯრის კუთხესთან თეთრი მაქმანი.
და სოლოლაკის ძველმა სახლებმა
ჩამოიქერცლეს გამხმარი კანი.

P.S. შარვაშიძე, გილოცავ დაბადების დღეს. მართალია, უკვე 30 დეკემბერია, მაგრამ, როცა წერა დავიწყე, ჯერ კიდევ 29 იყო.

კახიძე, ბრა-ვო!

____________________________________________________________

მეორე ნაწილი

https://www.youtube.com/watch?v=zDEem_aEttE

სიტყვებს მეტი სიფრთხილით ვარჩევთ. ხმა ისაა, ვინც - შენ. შენი სუნიც ისევ შენია.

ზიხარ და აკვირდები დეტალებს, როგორც ღამით - სიბნელეს, ძველ სახლებს შორის. და ფიქრობ რომ ნაჭრის თეთრი ნაოჭი, ეს ერთჯერადი მზერა, გაუცნობიერებელი თანმიმდევრობა და შავი ფეხსაცმელი მხოლოდ ეხლა არსებობს. და რომ არც ერთი მათგანი, როგორც კი სცენაზე ფეხს შედგამ, შენ აღარ გეკუთვნის. გიყურებენ და გაკვირდებიან ყოველი მხრიდან. გისმენენ და ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლით მოგვბეზრდა არსებობა, ვერთობით შენს სიცოცხლეზე, მარი.

ჩემ უკან ზის ქალი, რომელიც ყველაფერში დანიშნულებას ეძებს. "ის ქრსიტე იყო? მხოლოდ სველზე რომ დადიოდა..." "ზარის დანიშნულება მაინც ვერ გავიგე..." "ერთი ფალშივკა არ გაჰპარვია"... - ზუსტად თავაძის ბრალია. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ისედაც ალბათობითა და არამყარი მიზეზ-შედეგობრივი ხასიათით გაჟღენთილ სამყაროში ყოველთვის მკაფიო განცხადებებს საჭიროებენ. ("ეხლა უნდა გაგეცინოთ!" "მერე უნდა შეგეშინდეთ!" "ეხლა უნდა თქვათ: ვაი, ვაი, საწყალი!" "ეხლა ადექით, მოიხარეთ წელში და დაწკეპილი ცხვირი ეცადეთ ზუსტად დაუმიზნოთ თქვენ წინ მდგომი და ასევე წელში მოხრილი გოგონას კაპუჩინო-დუნდულების პიკანტურ გზაგასაყარს!") და როცა კითხვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - პასუხი, მაშინ ვიწყებთ დანიშნულების ძებნის აზარტულ თამაშებს. თავაძის დამსახურებაა ზუსტად! და იმედია, ემოციური შოკი იმდენად დიდი იყო, რომ ზანზალაკის მისიის ამოცნობა უკანა გზაზე მაინც არ გაახსენდება მყარ აზრებში ჩაჭედილ მაყურებლის კრეტინ ტვინს.

კიდევ არიან სხვები. დარბაზი ცოცხალი არსებაა, არაპროპორციული, უშნო და მყრალი. ჭაობის კაციჭამია დინოზავრია დარბაზი. და მე რომ არ ვიყო მისი ნაწილი... დღეს დავფიქრდი, ნეტა, საზიზღარი ადამიანები თუ აცნობიერებენ რამდენად დიდი ზიზღია მათში. იციან ბოროტებმა, რომ ბოროტები არიან?

ლუსის უკანმოუხედავი, ფარფატა ფლირტი ისაა, რასაც ყველგან იპოვი. განჯინის გვერდით, ჭუჭყიანი ტილოსავით მიხვეტილს, ხელში რადიოთი, ერთადერთი მზერა ეკუთვნის. ლუსი ყველა ჩვენგანია: სხვით-შთაგონებული, ფერმკრთალი, მაძიებელი, მარტოსული, თანახმა... არც ჩვენ ვარჩევთ საყვარლებს, სიყვარულს, მეგობრებს, ძმებს, დებს, მამას. ჩვენც შეუმჩნევლები ვართ, ოღონდ, ჩვენზე ზურგს უკანაც არავინ ლაპარაკობს. ლუსის მარტოობა.

დანარჩენებზე ვერაფერს ვამბობ. მაისაშვილს მოკლე თმა აქვს. პირველ რიგში იმაზე ვფიქრობ, როგორ ჩაკეტავენ უჯრაში ასეთი მოკლე თმით. შარვაშიძეს ღია კრემისფერი წინდები, რაწმუნებული ვარ, ხელს თუ მოკიდებ, დენს დაგარტყამს (და ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც სხვის წინდებთან თამაშისგან თავი უნდა შეიკავოთ). გოგრიჭიანზე უკან მჯდომმა ქალმა თქვა "ტიფლისში" უფრო ეფექტური იყოო. მე არ მიყურებია, არ ვიცი. თუმცა, დიდი სიამოვნებით გამოვაცხადებდი ამ ქალს კუდიანად, შუა საუკუნეები რომ იყოს (კოცონზე დაწვის მიზნით). კიდევ, შუა საუკუნეები რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, 5 წლის ასაკში მიკბენდა მამაჩემის გაიძვერა ღორი და ტეტანუსით მოვკვდებოდი. ასე რომ, მაგრად გამიმართლა კიბოთი სიკვდილი რო არ ამცდება 21-ე საკუნეში. ინაური ბეჯითი და პასუხისმგებლობით დახუნძლული მსახიობია. დღეს ხელით დაიჭირა წითელი თევზი. აქვე მიჩნდება კითხვა, რამდენად ხშირად სჭირდებათ ახალი თევზის ყიდვა და ითვლება თუ არა ის სპექტაკლის რეკვიზიტად. თუ, მოწვეული მსახიობია? კალატოზიშვილი ხანდახან ცვილის თოჯინას ჰგავს, რომელსაც მხრებში უხილავი სადენებით ადამიანური ემოციის ვირუსი შეუყვანეს. (მეც 17-ს ვიყავი გაქცევა რომ გადავწყვიტე. 19-მდე არაფერი გამომივიდა.) ლებანიძე ლებანიძეა, მბრუნავი ვერცხლისფერი ბურთულა, გაჟღენთილი ყოფნის კანონზომიერებით და მშვიდი სიღრმით. კახიძე კი, იმაზე რთულია, ვიდრე მარი. დიდი, ფრთხილი თვალებით, მალებით ამოზრდილი კისრითა და არისტოკრატული სიფითრით სავსე სირინოზს ჰგავს.

ბილეთს დილით ვყიდულობ. გარეთ მზეა და თბილა. ვსეირნობ და ვუსმენ ლისტს, რომელიც ერთი შეხედვით, მამაჩემია. მივდივარ ნახევარი საათით ადრე. ვიცდი მეორე შესასვლელთან და ვიცნობ უკრაინელ გოგოს, ვისთვისაც ბნ. დავით მთელი 2 საათის განმავლობაში გულმოდგინედ აჭერდა თითს "Enter"-ს. გოგო იოგას ასწავლის მარჯანიშვილზე. ქართულს სწავლობს. უკრაინული, რუსული, პოლონური, გერმანული და ინგლისური უკვე იცის. მე ვუყვები თეატრის შესახებ და ვეკითხები ვინ მოასწავლა ჩვენი (?!) გზა. ნაცნობი ლაპარაკობდა და აქედან ვიციო. მერე ვუყვები სპექტაკლის შესახებ. ვეუბნები, წინ დაჯექი-მეთქი. ჩვენ-ჩვენს ადგილს ორივე ვპოულობთ. მე პირველ რიგში ვარ და ველოდები, როდის დაიწყებს კახიძის თეთრი ხელები ნაცრისფერი ტილოს ნელა აწევას. ჩააგდებს წყალში. წვეთები სათითაოდ სცვივა ტილოს და კახიძის ხელები ოდნავ ვარდისფერდება.

გამოვდივარ. ისევ ვუსმენ ლისტს. ლისტი ჩემი საყვარელია.

ხელზე ხელები მოგკიდე უცებ.
ჰაერმა ნელა იგრძნო შეკუმშვა.
სიცხის თითები დაეტყო მუცელს,
სიცოცხლე ისე ღრმად შემოუშვა.
კაპილარებმა დაკაწრეს ვენა.
ხმები არაფერს ტოვებენ უცვლელს.
როგორც ფრინველის ფრეთები საფრენად,
ისე გაშალე თითები უცებ.

"სტრიპტიზის" აუცილებლობა



პირველი ნაწილი

12-ის 4 წუთია და წერას რომ მოვრჩები, ალბათ, უკვე შუაღამე იქნება. ჩემი ძილის დროს გადაცდა და თვალის ქუთუთოები დახამხამებისას უფრო და უფრო ზარმაცდებიან და იწელებიან. მზერაც ზანტია და სიტყვების აღბეჭდვასაც მეტი გონებრივი სიბეჯითე სჭირდება. თუმცა, ეს ყველაფერი შესაძლოა არა დროის, არამედ ქისის ბრალი იყოს...

დღეს კვირაა, წინასაახალწლო, უმოქმედო და ცივი კვირა დღე. დილით ოფისში შევირბინე რამდენიმე e-mail-სთვის. და მერე გადავწყვიტე, რომ დროა უკვე მივხვდე რა არის ბედნიერების არსი: სრული უბრალოება, ყოველგვარი თვითმნიშვნელობის და თავის მოკატუნების გარეშე, აი, მაგალითად, როგორც ერთი ჭიქის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადადგმა.

მებილეთე კაცი უკვე მცნობს. ჩემი სახელი არ იცის, მაგრამ იცის რომ ადრე ვუნახივარ. ხელს მიწვდის. მე მგონია, ბილეთისთვის. ის კი ხელს მართმევს. რა თქმა უნდა, არ ვიბნები, და ვეკითხები "როგორ ბრძანდებით-მეთქი". "კარგადო", მპასუხობს. ერთი წამით მიხარია, რომ რაღაც განსხვავებული და უცნაური მოხდა. აქამდე მეგონა, რომ ვერავინ მამჩნევდა და მე ვაკვირდებოდი ყველას, როგორც უცხოელი ოჩოპინტრე. ან ვინმე, ნაკლებბანჯგვლიანი. კიბეებზე ჩავდივარ და კაშნეს ვიხსნი, ისედაც სახეს მფხაჭნიდა მთელი გზა. ჩემი ადგილისკენ მივდივარ. ნინოც თავის ადგილას ზის. მიყურებს. ვესალმები. ისიც მესალმება.

უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად მამჩნევენ. "რიგითი მაყურებლის" სტატუსი გარდაიქმნა "აი ის ბიჭი რომ დადის"-ად. და მიხარია. ხომ ვთქვი, ბედნიერება ისეთივე უბრალო რამაა, როგორც იმავე ჭიქის მეორე ადგილიდან მესამე ადგილას გადადგმა-მეთქი.

დრო მალე გადის. ლოდინისას ვაკვირდები ჩემს პერანგს მუცელზე, შარვალს, შარვალზე ჩემი ძმის ნაჩუქარ კაშნეს და ხელებს. და გული მწყდება, რომ ვერასდროს შევძლებ სხვისი გადმოსახედიდან შევხედო ამ ყველაფერს. სამაგიეროდ, არსებობს მილიარდობით სხვა ადამიანი. And much like snowflakes, none of them are identical.

"სტრიპტიზი"

პიესის ავტორი არ ვიცი. მარიამი, ჩემი მეგობარი და ფრანგულის ჯგუფელი, რომელსაც შემთხვევით გადავაწყდი, ამბობს, რომ რომელიღაც უცხოელი დრამატურგისაა და თარგმნეს (პიესის ავტორია სლავომირ მროჟეკი, შესწორებულია მრავალი დღის შემდეგ, აფიშის უფრო გულდასმით წაკითხვის შედეგად). მე მგონია, რომ უცნაურად გამართული წინადადებები ხელს მიშლის გავითავისო და თავი ჩავიკარგო შინაარსში. შეიძლება, ეს მართლაც უბრალოდ თეატრის სპეციფიკაა. (აქ მახსენდება "მოახლეები", რომელმაც მაგრა "მოიტანა".)

თავაძე მართლა ძალიან მაგარია. სცენაზე არასდროს მინახავს. სცენის მიღმა, მისი შემოქმედება საინტერესო იყო ("ტროელი ქალები", "ტკივილი არის ახალგაზრდობა"). პირველი რიგიდან ვუყურებ. როცა მეკითხებიან, რატომ მიყვარს პირველი რიგი, ყოველთვის ვპასუხობ, რომ შორიდან ვერაფერს დავინახავ (დაქვეითებული მზერით აპელირება სინდისს უღვიძებს ცნობისმოყვარე ადამიანებს, და ხანდახან საინტერესოა აკვირდებოდე მათი გამომეტყველების ცვლილებას). მაგრამ, დღეს დავფიქრდი და, სრულიად შესაძლებელია, რომ უბრალოდ, ქვეცნობიერად, მე თვითონ მინდა ვიყო "ნანახი" მსახიობების მიერ.

Back to Tavadze. ყველაზე მეტად ხმის ტემბრი მამახსოვრდება, ხანდახან უცნაურად დაუდევარი, ხანდახან სპეციფიურად დახვეწილ-ჩამოსხმული, და უფრო ხშირად - აკვიატებურად თავისებური. (ნეტა ჩურჩულისას როგორი ხმა აქვს?!) ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, დიდი ხნის წინ დავივიწყე და ეხლა მახსენდება. პრინციპში, ჩემს თეორიას თუ დავუჯერებთ, თავაძეც მე ვარ, ინაურიც და მაყურებელიც. და საერთოდაც, ნებისმიერი სხვა ინდივიდი არის ჩემი მომდევნო ან წინა ინტერპრეტაცია, სხვა სხეულით, ლოგიკით, გონებითა და ღირებულებებით. ნეტავ ძალიან ძნელია წონასწორობა დაიცვა შავ სივრცეში შაკარგულ წრიულ ზედაპირზე? თუ მართლაც ძნელია, ამას იდეალურად ახერხებს ორივე, და განსაკუთრებით თავაძე, რომელიც სიტყვის აბსოლუტური მნიშვნელობით, თამაშობს! იცით რა არის ამ სპექტაკლში ყველაზე კარგი? ზუსტად ის, რომ თავაძე ბავშვური გულწრფელობით თამაშობს. თვითონაც კაიფობს რა. და, სხვების არ ვიცი, მე კი მაგარი მგონია ყველა, ვინც საკუთარ თავზე კაიფობს. ერთადერთი, ის ტეხავს, ეშხში შესულებს ძალიან რო ევასებათ ხოლმე საკუთარი თავი.

უცნაური კიდევ იცი რა არის, ამდენ უცნობ ადამიანთან ერთად ასეთ ინტიმურ გარემოში თავს უხეხულად რომ არ გრძნობ.

სად მიდიან მსახიობები სპექტაკლის შემდეგ?

თავაძე ყვირის, ბუტბუტებს, ხან ყიყინებს და ხან დიდაქტიკოსობს და შენ ამაზე ერთობი, თან ისე, რომ არც ერთხელ არ გახსენდება დრო. სიტყვები მოძრაობენ შენი თავის ქალის შიგნით და მის მიღმა. ინაური უფრო აუცილებლობით გამოწვეული ერთფეროვნებით დატვირთულია. თავისუფალების არსი ის არის, რომ თავისუფალი ხარ არჩევანში, და არჩევანის გაკეთება უკვე გზღუდავს თავისუფლებისგან, იმიტომ, რომ უკვე გადადგი ნაბიჯი ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტისკენ. მაგრამ, არჩევანის თავისუფლების წინაშე გაყინული დგომაც ხომ არჩევანია, შესაბამისად, გაუგებარია იშლება თუ არა თავისუფლება საკუთარ არსში. მოკლედ, ამ ყველაფერზე ფიქრი ძალიან მარტივია. და "არ ღირს".

სპექტაკლი სავსეა მოქმედებებით, თუმცა - არა მკაფიო დანიშნულების ემოციით. აქ ვერ მიხვდები უნდა გიხაროდეს, თუ უნდა იღადაო, გეშინოდეს, თუ იქვითინო. ვერც იმას მიხვდები სად უნდა დაუსტვინო და სად არა (და დღეს განსაკუთრებით). მამიკოს დიდი ხელი თითის წვერებზე ატარებს ორივეს. სპექტაკლი ერთი გრძელი, მითითებითი (პირდაპირი მნიშვნელობით) სტრიპტიზია მამიკოს დავალებით, სადაც მოქმედი გმირები "ისე რა როჟები" არიან, "ისე რა ტრუსებით". ხელი, რომელიც თავიდან გველის თავის ქალას ჰგავს, მესამე პერსონაჟია. და სავარაუდოდ მას უჭირავს ინაურის წითელი ბოას მეორე ბოლო. წითელი ბოა მეოთხე პერსონაჟია. და რა მოსაწყენი იქნებოდა სპექტაკლი მის გარეშე!

ბოთლი შემთხვევით ვარდება წრიული სიბრტყიდან სცენაზე. და შემთხვევით ცვივა ტელევიზორიც და სათვალეც. სავარაუდოდ, სცენაზე უნდა ეგდოს წარმოსახვითი ანკესიც, თუმცა, მისი არსებობა (ისევე, როგორც ჩვენი) არ შეიმჩნევა.

ინაური ჩაით სავსე ჭიქას სულს უბერავს და ბოდიშის მოხდას "აიძულებს" მუხლგადაყვლეფილ თავაძეს, რომლის ექსცენტრიული ფინალი, იმდენად დამაბნეველია, რომ შთაბეჭდილებებს "შემდეგი რა იქნება" ფარავს. და ყველაზე მაგარი რა არის იცი? როცა ეს "თეიმურაზი" იძულებით ბოდიშს იხდის არსებობისა და ყველა გაკეთებული არჩევანის (შესაბამისად კი უარყოფილი თავისუფლების) გამო, ფერადი პროჟექტორების ფონზე ინაური ცეკვავს!!! ოღონდ დასტოინად, როგორც შუბერტს შეეფერება.

12:13. ხვალ ორშაბათია. იმედია ოდესმე ამ ქალაქშიც მოვა თოვლი.

პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ობიექტური ან ოდნავ კომპეტენტური რეცენზია (მაინც), არამედ - უბრალო ჩანაწერი. ამიტომაც იბეჭდება ასე თამამად, ზედმეტი დაფიქრების გარეშე.

და მაინც, ბედნიერება ზუსტად ისეთივე მარტივია, როგორც ზემოთხსენებული ჭიქის მესამე ადგილიდან მეოთხე ადგილას გადადგმა.

_____________________________________________________________________________

მეორე ნაწილი

დილით 7-ის ნახევარზე მეღვიძება. გარეთ ღამენათევი დილაა ჯერ.

ცივა და ყველაფერი გენიალურადაა. ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს. როცა ცივა, განსაკუთრებით. სულ მეგონა, რომ დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვაშია ის, რასაც ყველა ეძებს. ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რა დიდი სისულელეა დედამიწა და მის მიერ მოხაზული არაფრისმთქმელი წრეები.

თეთრი პერანგის საყელოს ძველი მეგობრის ნაჩუქარი სუნამოს წვეთი შეახმა. მხოლოდ ისეთ დეტალებს აქვთ ფასი, რომელიც მარტო მე ვიცოდი, სანამ 2 სხვა მკითხველშიც არ გავაბაზრე. ისევ მივდივარ "სტრიპტიზზე". ამჯერად, მარტო არა. ქრისტინასთან ერთად, რომელსაც ჩემზე უკეთ ესმის სამსახიობო ხელოვნებაც, რეჟისურაც და, ალბათ, ცხოვრებაც. ამიტომ, საინტერესოა მისი მოსმენა. ზოგადად, საინტერესოა ადამიანების მოსმენა და თუ ვინმეს სურვილი გაქვთ მელაპარაკოთ, ესაა თქვენი შესაძლებლობა. მელაპარაკეთ, სანამ მომბეზრდება.

არაფრისმთქმელი 8 საათის შემდეგ შემიძლია თავისუფლად დაველოდო საღამოს მე-8 საათს, როცა სამეფო უბნის თეატრში დაიწყება სპექტაკლი.

კაცმა, რომელიც ბილეთებს ამოწმებს, უკვე იცის ჩემი სახელი. მე, ჯერ კიდევ არა.

დღეს გაცილებით მეტი ვიცინე, ვიდრე პირველი ნახვისას. ყურადღებით ვუსმენდი. სცენარი ძალიან მაგარია და რეჟისორი, ნიკა თავაძე ამ მაგარი სცენარისგან ჩადის სიღრმეებში, რომლებიც სასაცილოდ მარტივი გეგონა.

სპექტაკლს, ალბათ, ბევრი მთავარი თემა აქვს. ან ერთი. მაგრამ, მე ყველაზე მეტად მაინც კონტრასტის თემა მაინტერესებს. დღეს პირველად ვიფიქრე, რომ ორივე პერსონაჟი, შესაძლებელია, ერთი და იგივე პერსონაჟის ორი განწყობა იყოს: პედანტურ-მოწესრიგებული და ექსპერიმენტალურ-აქტიური. ეს მრგვალი სივრცე, სცენის შუაში, შეიძლება სულაც ერთი ადამიანის ტვინია, სადაც ბევრი სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობს. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ორი. ან, შეიძლება სულაც პროტესტია, მკაფიო და ყოველგვარ ღრმა აზრს მოკლებული, დიქტატურის (კარნახის) აუცილებლობის და გარდაუვალობის წინააღმდეგ. ან, უბრალოდ კიდევ უფრო მარტივი, ელემენტარული ფანტაზიაა, უცნობ ნისლში აღმოჩენილი ორი მეტ-ნაკლებად გროტესკული პერსონაჟით. შეიძლება, მთავარი იდეა თავისუფლებაა, და რომ თავისუფლება მაშინვე აღარ არსებობს, როცა მისი არჩევანის გზებად დაყოფა ხდება. შესაძლოა თავისუფლება ბუნებრივი, გაუცნობიერებელი ცხოვრების მეთოდია. მაგრამ, მე მაინც კონტრასტი უფრო მაინტერესებს და სახლშიც ვფიქრობ არის თუ არა სიცოცხლის პასუხი სიკვდილი ("სიცოცხლე და ..? სიცოცხლე და ..?). სიკვდილი, როგორც უცნაური ყოველდღიურობა, გაცილებით დიდ მეტოქეს არ იმსახურებს?

დარბაზს სიშიშვლე ამხიარულებს. იცინიან სიხარბის დასამალად, დაძაბულობის მოსხსნელად, თავაძის მიმიკებზე, ინაურის წარბშეკრულ უკმაყოფილებაზე, ერთმანეთის სიცილსა და საკუთარ სიცილზეც. ვიცინი მეც, იმიტომ, რომ სასაცილოა ორივე ტიტლიკანა ზაზუნა.

ცოტა რამ მსახიობების შესახებ:

ინაური - პირველი ნახვის შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მთავარი მსახიობის აქსესუარი უფრო იყო, ვიდრე - დამოუკიდებელი პერსონაჟი. ერთი სიტყვით, ვცდებოდი და რა კარგია. ინაური არ არის მოქმედება მხოლოდ უმოქმედობის კონტრასტის შესაქმნელად. ის დამოუკიდებელია და თავისი "ჩვეულებრიობით", ძალიან საინტერესო. მისი მიმიკები, ქცევები, უქამრო შარვლის გასწორების დეტალები მხოლოდ მაშინ გამხიარულებს, როცა ამჩნევ. და მე თუ მკითხავთ, ინაური არანაკლებ სასაცილოა, განსაკუთრებით, როცა წელგამართული, სულსწრაფი ენთუზიასტის ნდობით აცმუკებული შემთხვევით ვარდება შავი კუბიკიდან; ან, როცა ცდილობს იყოს ზუსტად შარვალაკაპიწებული მეთევზე, ვინც ცოცხალი თავით არ იქნებოდა ამხანაგი თავაძე; ან, როცა მრავლის-მნახველი, მნიშვნელოვან გამოცდილება-მიღებული გამომეტყველებით ბრუნდება სინათლით სავსე ოთახიდან პატარა, ფრთხილად გაწვრთნილი, დასტოინი ფინიასავით.

თავაძე - რა კარგია, რომ აქვს ზუსტად ისეთი ცხვირსახოცი, როგორიც 90-იანების მამაჩემს ჰქონდა; რა კარგია, რომ ეძინება ინაურის მხარზე თავჩამოდებულს, სანამ ინაური კარებზე დასაკაკუნებლად გაეპარება; რა კარგია, რომ "მიემართებოდა" და არ მიდიოდა; რა კარგია, რომ სპექტაკლის განმავლობაში არც ერთხელ ბოლომდე არ გაუმართავს მუხლები; კარგია, რომ თვითონაც ერთობა და კარგია, რომ ვერ წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება იყოს თავაძის პერსონაჟი ასეთი სერიოზული და კომიკური ერთდროულად; რომ მარტო დარჩენილი, წყალს აბუყბუყებს და შადრევანივით ამოაფრქვევს; რომ 'un peu' გაფურთხებს პირში ჩაგუბებულ, ნერწყვნარევ წყალს და მერე მთელი მონდომებით სრიალებს და სრიალებს; რომ მოულოდნელად, "ზოლებიც-კი-ერთნაირი-გვაქვს" ტრუსებით აცნობიერებს, რომ ნისლში კი არა, სცენაზეა - და აკეთებს იმას, რასაც გავაკეთებდით ნებისმიერი თავმოყვარე ჩვენგანი: იჯერებს, რომ ყოველთვის იცოდა ვინ იყო, სად იყო და რატომ. ხოლო, იმის დასამტკიცებლად, რომ სინამდვილეში თამაშობდა, მეტი მონდომებით ცდილობს აბსურდული სიგიჟით ცანცარს. თავაძე ჩვეული მანერით აცოცხლებს ტიპს, რომელსაც უმოქმედო თავისუფლებით "ჭკუიდან გადაყავხარ". იძულებითი ბოდიში კი სპექტაკლის ბოლოს ჩვენი ყოველდღიური საცოდაობაა. ბოდიში მამას, რომ არ ხარ კაი როჟა; ბოდიში საზოგადოებას, რომ არ ხარ ალტრუისტულად სასარგებლო და საყოველთაოდ მისაღებ-მოსახმარი; ბოდიში უფროსს, რომ არ ხარ თუთიყუში და კიდევ უარესი, არც კი გყავს თუთიყუში, რომ ისწავლო, როგორ იყო თუთიყუში; ბოდიში მეგობრებს, რომ ვერ ამართლებ მათივე მოლოდინებს მათივე სირმა ტვინებმა რო წარმოიდგინეს; ბოდიში იმას, ვისაც ჟიმავ, რომ ძველებურ ფორმაში ვერ ხარ და იმაზე მეტს ჭამ ვიდრე ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმუმია; და ბოდიში საკუთარ თავს, რომ გიწევს ამ იძულებითი, "გენერალური" ბოდიშის მოხდა.

შუაღამეს გადასცდა. თითქმის მძინავს. სპექტაკლის შემდეგ დავლიეთ ჩაი "ფამილარული" თაფლით და სიცივით დაბზარულ ტუჩებს ისევ ასდით მძაფრი, ლურჯი სიგარეტის ღერების სუნი. ძილინებისა.

Followers

Blog Archive