letters from october

-

სახლს ჩაეძინა შენს მოლოდინში.

მკერდზე ქაღალდი გაუფერმკრთალდა.

ჩაუხუჭუჭდა ყურზე ანტენა.

კბილების კიბემ გაიჭრჭიალა.

მე შემატოვე მძინარე სახლის

მცირედ დერეფნებსდაორთქლილ თვალებს.

ფშვინვა ისმოდა სხვენიდან სადღაც

ხმაჩახრინწული ბუხრის ბრონქებით.

შენ კი სახლიდან სრულიად ახლოს

პატარა ბარის ვისკისფერ დახლთან

აღტაცებული მისდევდი სიცილს,

კაციჭამია კუდიანების.

და იქვემთვრალი,

აცანცარებულ ნათურის თითებს

ათამაშებდა ჭიქის ტუჩებთან.

და გიყურებდა მშიერი მგელი,

როგორც კანგაცლილ სათამაშოებს.

ჩვენ კი გვეძინამე და შენს ბინას,

ძველი შენობის დაფასოებულ ნაცნობ კუთხეში.

გვინდოდი ისევგვახსოვდი ისევ

ამპარტავანიმკაცრიუხეში.



-

ეს მე ვარ.

და მე აქ ვარ.

და ეს ახლააქ არის.


-

Hi, Dolly!

Make me smile and make me jolly.

It’s Halloween, Dolly!

Miss me, pleeeease!




Followers

Blog Archive