bufo afterthoughts (october 31)

მშვიდი ვერცხლისფერი


-

ეს თეთრი მგონი ვერცხლისფერია.

ან ვერცხლია თეთრი.


ფრინველები, ბუ მთის და ლაზიერი,

მამაკაცია თეთრი ლაზიერი,

მე ვარ თეთრი ლაზიერი და არასდროს ვიცოდი. 

თურმე ჭადრაკის სასახლეში იმიტომ მიყვარდა სიარული

რომ თეთრი, მარმარილოს ლაზიერი ვიცოდი რომ მე ვიიყავი.


მე ვარ - შევარდენი,

ფრინველი ფართო ფრთებით,

გაფრენილი ისარივით მორკალული.


დავიბადე, კვერცხის ცილა.


ნახვამდის, სეთ!

რაააააააჰ! აქ ხარ?

ღმერთი და ქალღმერთი,

ყველა ერთია.


ქართული წერა არის იეროგლიფები.


ფრინველი

თეთრი ფრინველი

მე ვარ თეთრი ფრინველი,

შევარდენი ანუ რაჰ ანუ დროჰ.


ბევრი წყალი ვსვი,

რძე აღმოჩნდა.

მდინარეში გადავვარდი,

რძე აღმოჩნდა.

ღვინო დავისხი,

რძე აღმოჩნდა.


თევზი ჭამე და ცილა,

სათევზაოდ წახვალ და

ცილას დაიჭერ.


ძველი ცეკვა იყო ეს,

მუცლიდან დაწყებული, 

ჭიპთან, სადაც კვერცხი არის დამარხული,

იქიდან დაიწყო და მერე

თითებიდან გადმოიღვენთა,

როგორც ის ეგვიპტე.


იოგა არის ეგვიპტეში,

ოღონდ მათი, ეს ცეკვა იყო.


ის იქ არის აკლდამაში,

სხვა გყავთ სხეულებრივად.


წადი სახლში.

დაბრუნდი.


ჩამსვეს ამ კალათაში,

ქართველებმა,

ღმერთის რა იციან,

ეშინიან მარტოკა.

ჰოდა ამ კალათაში და მე ვარ კვერცხები.

ჰოდა დიდი ჩიტი აბა ვის გაუგია ისევ კვერცხში იჯდესო.

ავდექი და გამოვძვერი.


ნახვამდის, სეთ!

მშვიდობით იყავ.

წაიღე ეს ბეჭედი, არ მინდა.

ეს ლურჯი ბეჭედი სეთის ყოფილა.


ხელები მოისვი კისერზე,

ყელზე.

დახრჩობა არ გამოგეცადოს ვითომ.


რაჰსე - ჩემი სახელი იყო.


სამკუთხედია და ამიტომ მომწონს ყვავი ბანქოში.


ყოველთვის ხელებს შეხედე ჭერის ფონზე,

ეს არის შენი ნამდვილი ხელები.


ფეხები და ფეხის თითები კი ფრთებია,

ჰელიოსის და ჰერმესის ფრთები.


რიტორიკაში სწერია..

21 Sun salutations every day 


31 ოქტომბერი, 2021

Followers

Blog Archive