-

ფეხებზე ნელა ამოდის სოკო
და მუხლებიდან ფოთლად იშლება
და რაც არ უნდა ბეჯითად ლოკო,
ეგ მუხლებს ზემოთ არ გაშიშვლდება.

ფეხებზე ნელა ამოდის სოკო
და მუხლებიდან ფოთლად იშლება
და რაც არ უნდა ბეჯითად ლოკო,
შენც მოგშივდება.

-

ეზოში მამლებს გადააქვთ მარწყვი. 
მე ჩუმად ვიღებ და ფრთხილად ვაწვდი
და მათ ნისკარტით გადააქვთ მარწყვი.
ნაწვიმარია. ჩვენ მარწყვი დავწვით.

-

ისე მკოცნიდი, როგორც დიონისე, 

ჩაუსუნთქავად, შავ ღვინოსავით. 

Followers

Blog Archive