ვატერ(პო)ლოო და "ოლიმპიური თამაშები"

თაროსთან ფრთხილად მიცოცდა სურო.
წიგნები ისხდნენ, როგორც ბავშვები.
და მე არ მინდა რომ დაასრულო
ის, რასაც შვები, და თან არ შვები,
ის, ვინც არა ხარ, და არც იქნები,
ის, რაც მძინარეს ერთხელ წამოგცდა.
და ბავშვებივით ისხდნენ წიგნები,
როცა აცოცდა სურო თაროსთან.

- ღადაობ, შჩმა?! რა არის ეს? (ალტერ ეგო)

ყურსასმენების გახსნას თვალების გაუხელად ვცდილობ. FUF, დილა! ჯანდაბა! წყეული მზე! მწყურია! წინასწარ ვიცი რომ ადრეა, მაგრამ სანამ ეს აბურდული ნაწლავები გაიხსნება ვერ მოვისვენებ. და როცა გაიხსნება, უკვე იმდენად გამოფხიზლებული ვიქნები, რომ ვერ დავიძინებ. გუშინ 3-ზე მოვედი და ვამაყობ ამით. კარგია, როცა 3-მდე ადგილ-სამყოფელი გაქვს (სადმე), გარდა სახლისა.
- კაი 1 (ა.ე.).

საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით ვითვლი: ნახევრად ტკბილი წითელი, ტეკილა და ლიმონი, რაღაც რაღაცის წვენში, რაღაც ლიმონის წვენით, რაღაც ვაშლის წვენით და დარიჩინით.
- კარგი, ვსიო (ა.ე.).

ხანდახან ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, ადამიანი რომ ვარ და არა ძაღლი. ღრენისგან გაჩენილ ნაოჭებს ადამიანებს უფრო მარტივად გაუსწორებენ ბოტოქსით, ვიდრე-ძაღლებს.
- გავარტყი ძაღლებს (ა.ე.).

"ოლიმპიური თამაშები"

სამეფო უბნის თეატრი და თემურ ჩხეიძის სახელოსნო
ალექს ჩიღვინაძის პიესა, "ოლიმპიური თამაშები"
რეჟისორი: თათა პოპიაშვილი
მხატვრები: ნინო ნუცა ჭყონია, ავთო მოდებაძე (გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლა)
მუსიკალური გაფორმება: მუვა მარგიშვილი
მონაწილეობენ: კატო კალატოზიშვილი, ეკა ჩხეიძე, ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე, გაგა შიშინაშვილი.

პრემიერა გავმაზე. სადღაც ჰაერში, ატლანტის ოკეანის თავზე, კრეტინმა სტიუარდესამ იდაყვი გამკრა. გამეღვიძა და გამახსენდა, რომ რამდენიმე დღეში, როცა მე ვინ იცის სად ვიქნებოდი, დედამიწის ერთ ადგილას, ერთ ქუჩაზე, ერთ თეატრში ზუსტად გაიმართება ახალი სპექტაკლის პრემიერა. და თუ რამეზე მწყდებოდა გული, ეს სპექტაკლის პრემიერის გამაზვა იყო.

დღეს სრულიად შემთხვევით გადაწყდა ჩემი წასვლა. "პრავის თეორიიდან" 23 წუთით ადრე გამოგვიშვეს და სახლში წასვლა დამეზარა. მნიშვნელოვანი ადამიანის სახით ჩავიარე ბელინსკი, მერე კოსტავა და გადავწყვიტე, თუ მომდევნო ერთი წუთის განმავლობაში უფრო მეტი გოგო შემხვდებოდა, ვიდრე - ბიჭი, წავიდოდი "ოლიმპიურ თამაშებზე". ბილეთები დარჩენილი იყო. შევედი. დავჯექი და ცხვირი ტელეფონში ჩავრგე. facebook-ზე რამდენიმე საათის წინ დაპოსტილი სულელური ვიდეოს კომენტარები იყო. მეილზე ვიღაც მწერდა ორშაბათ დილით, 9-ზე მეცლებაო. (დავიკიდე, ვითომ შაბათ-კვირას მეილს არ ვამოწმებ.) ინსტაგრამზე ძველ dubsmash-ებს ჩავყევი. მერე ვიღაც გოგოებმა მკითხეს შესასველი საიდან არისო. აქედან-მეთქი. შეიძლებაო? ჯერ არა-მეთქი. რატომო? ვარჯიშობენ-მეთქი.
- მაგას "რეპეტიცია" ქვია, დებილო (ა.ე.)!

ჩხეიძემ, ალბათ, 20 წუთის მერე დაიწყო საუბარი. მაგრამ, დანარჩენი 60 წუთი ენა არ გაუჩერებია. ეჰ, დეა დეა. შუა სპექტაკლში ტვინში მარტყამს: ამას მედეა-იაზონი იმიტო ევასება, თავისმა სირმა ტეხასელმა (ალექსი, თუ მსგავსი) რო მიატოვა-მეთქი, ალბათ. უეჭველი ეგაა. იმასაც მედეა ერქვა, ესეც მედეაა. დეა მედეაა? ზუსტად ეგეთი ყავიჭამია ქალები მართავენ საჯარო სამსახურებში უმნიშვნელო დეპარტამენტებს. პრიალა ტყავის ჩანთა. ბოტები. მერე ქუსლებზე. "ყველაფერი-კარგადაა,-სიცოცხლე", "გაიხარე,-დედი,-მადლობა" ქალები არიან ზუსტად, ცოტა სტრესი და დაუნიან ბავშვებზე მოჩვენებით კორექტულობას რო მაშინვე კარგავენ. ეგეთებს, უნდა უყურო კარგად და რო შებრუნდებიან უკნიდან, ყურის ბიბილოზე უნდა უკბინო, "ვაიმე!-შე-ვირიშვილო-ყ*ეოდ" რო გადაიქცნენ. და მერე სახეში უნდა შესცინო: "გეტკინათ, დეა დეიდა? არ ვიცი რამ მომიარა პირდაპირ". ჩხეიძე მშვენიერია, ბუნებრივი, წელგამართულ-მოსუნსულე და დაბნეული. და განსაკუთრებით მაშინ მოგწონს, როცა სხვებს ტისკავს შათირიშვილი, ეს კიდე ფეხებს ათამაშებს მაგიდის ქვეშ.

შარვაშიძე, მისი წითელი წინდები, ტყავის ქურთუკი და ნევეძიმკები "ჰგლეჯამს". მარტო მაგიტო კი არა, კალიის გამოც. "უკაცრავად და, თქვენ შიგ ხო არა გაქვთ", ზუსტად ისე, როგორც საჭიროა. ყველას ყველაფერზე რო ეღადავებიან ტიპები ხო იცით? აი ეგეთი, მერე უცებ რო დაატორმუზებს და სერიოზულს შეუშვებს ხვდები რო ეე... წლების წინ ძაღლივით აწკმუტუნებული ეხლა პატრონის გოგოსა "ჰყვაროფს" და თან უტყდება, პატრონი რო ვერ ცნობს. ბიბლიას კიდე არაუშავს, შანდლებით უფრო მეტის "გაფუჭება" შეიძლება. ხოდა ღადაობს რა, სხვა რა გზაა. შარვაშიძე რო ლაპარაკობს, ზურგიდანაც რო უყურებდე მიხვდები როდის იღიმის და როდის არა.

შათირიშვილი. რაღა ქეთა და რაღა ჯესიკა ჩასტეინი, Zero dark thirty-ში (იმიჯის პონტში). შათირიშვილის ხმა პირველად დინამიკებიდან მესმის, მაგრამ ზუსტად ვხვდები რო შათირიშვილია (აი, რატომ არის კარგი ერთი და იმავე სპექტაკლის 3-4-ჯერ ნახვა, ხმებით და სუნთქვით ცნობ მსახიობებს). ეგეც მაგრა უბერავს. ინტერნშიპი ამერიკაში ვის არ ქონია, პროსტა ეხლა რა შუაში იყო. და ვაფშე, ვინ ვის დაკითხვაზეა... პარადი ჩხეიძეს მიჰყავს მაინც. შათირიშვილს ყველაზე მკვეთრი ტაში ამ სპექტაკლში. მისი ყველა მოძრაობა იმდენად კარგია, ყველა წინადადება სწორი... ამიტომაც, ყველაზე მკვეთრი ტაში!

შიშინაშვილზე დარბაზს აბოდებს მგონი. ყველაზე მეტჯერ მისი პერსონაჟის სახელი ახსენეს და მაინც ვერ დავიმახსოვრე (ბაჩო, ან დაჩი, ან თემო, ან დათო, ეგ ყველა ერთნაირია ჩემთვის). გრიფირება თუ რაღაც რო არ აღირსეს, ეგ მახსოვს. არის მომენტები, როცა გულწრფელად გეცოდება. ნინისნაირი სტუდენტი რო ყავდა მაგიტო და არა შვილის გამო. შვილი საცოდავს კი არ ხდის, აკეთილშობილებს ეგეთ ადამიანს. გაგას რაღაც უცნაური სტილი აქვს ზოგადად, რამდენიმე სპექტაკლში, სადაც არ მინახავს, თითქოს დიდად არ განსხვავდებიან მისი პერსონაჟები, მაგრამ, მის ადგილას სხვა მსახიობის მიერ შესრულებულ იგივე როლს რო მომკლა ვერ წარმოვიდგენ. ალბათ, ერთადერთი მსახიობია, რომელიც თამაშისას საკუთარი თავით არ ტკბება, უბრალოდ თამაშობს რა. და ვაფშე, კაი როჟაა.

კალატოზიშვილის ფანკლუბზე საუბრობენ ადამიანები. ეგ ისე, ზოგადად, რომ იცოდეთ. ნინი ზუსტად ის ტიპია, მომენტებში "I'm every woman, it's only meee" რო შეუშვას, მაინც რო დაეთანხმები. ხანდახან ისე თამაშობს კატო, გგონია კატო აღარაა და მერე გეშინია, ვინ იცის კატოსაც თამაშობს და სინამდვილეში ვამპირია. გასაგებია, რომ "ახალგაზრდა გოგონას" უტყდება წამლები და ფსიქოლოგები, გავიგეთ. კიდე, ისიც გასაგებია დედის დაქალი რო აგიყვანს სამსახურში და რო გგონია, მაინც კონკურსით მოხვდი. ისე, გავარტყი ვაფშე ყველა კონკურსს და ყველა საჯარო დაწესებულებას. მაგრამ აი ამ უმნიშვნელო ნიშნების მერე, კალატოზიშვილი ჰყვება ახალგათხოვილი გოგოს შესახებ, აფეთქებისას ხელი რომ დაკარგა. აი ეგ არის კატო. სხვა ვის შეუძლია მოყვეს ეგეთი რამ და არ გაგეცინოს? კალატოზიშვილი, როგორც ყოველთვის, ისეთია, ყველაზე იდიოტურ სპექტაკლს, მაინც ნახვის ღირსად რომ გახდის.

მე პირადად მენატრება ლებანიძე! ლებანიძე რამე მძიმე, ცენტრალური და კარგი როლით რა. ნიხვადკა მაქვს და ნუ მიტეხავთ.

გელოდებით.
-წადი, შენი... (ა.ე.)

სპექტაკლი სულ რაღაც 70 წუთამდე გრძელდება. მოკლეა და საინტერესო. რეკომენდირებულია არამოჭყვიტინე თინეიჯერებისთვისაც, მენსტრუალური ციკლის გარდა თვის სხვა ნებისმიერ "პერიოდში".


ავიღებ პრავას და აღარ დავლევ,
თუ მწიფე მარწყვი შემოვა მალე.
- nailed it. (ა.ე.)



"I am falling. I am falling." - ფრეკენ ჟული


შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის არსის ერთი ზედსართავი სახელით გადმოცემა?
დიახ.
სიცოცხლე ფეთქებადია.

დღეები გადიან იმაზე სწრაფად, ვიდრე ადრე. სადილიდან სადილამდე. დილიდან დილამდე. 6 საათიდან დილის 10 საათამდე და მერე ისევ 6-მდე. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე. ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან ღამეები ამოვარდნენ. ღამე, ადრე ფიქრთან ასოცირდებოდა. ეხლა, ძილთან. ვცდილობ დეტალები დავიმახსოვრო. ვებღაუჭები ემოციებს.

კარების სახელური დილით ცივი იყო.
ჩაიდანი ცხვირით კედლისკენ.
გზაში ქალმა მძღოლს უთხრა: "აქ გამიჩერეთ, რა".
დახეული ჯინსებით მივდივარ.
დიდი ხანია ფრინველები არ მინახავს.

შავი ქალები ქსოვენ პერანგებს
და კატებს ფრთხილად აცლიან ბეწვებს.
და თუ ფრინველი ფანჯრებს ვერ აგნებს,
ყველა კედელი მხრებით დალეწეთ
რომ გახლეჩამდე გაშლილი ფრთებით
(სანამ სიცოცხლის კოცნით დაფრთხება)
დაკაწროს ლურჯი ცის სარდაფები
და მერე მოკვდეს ამ სარდაფებთან.

მე თავგანწირვით ვცდილობ აწმყოს განივთებას. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ხომ სხვა პლანეტამდეც გავცურავ. და არ მინდა დედამიწა დამავიწყდეს.

"All boys steal apples."

დილით ოფისში არავინაა. ვიწრო სათავსო ოთახში ვიხდი ზამთრის ფეხსაცმელებს და დახეულ ჯინსებს. ვიცვამ ნაცრისფერ შარვალს, შემთხვევით რომ მაჩუქა ერთმა. მერე შავ ფეხსაცმელს, რომელსაც ლურჯი თასმები აქვს და სიარულისას მნიშვნელოვანი ადამიანის ფეხის ხმას გამოსცემს. შემოსასველის სარკეში ვაკვირდები საკუთარ თავს. უფრო ზუსტად, საკუთარ ცხვირს და წარბებს. ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა გამიჩნდეს წარბებს შორის ღრმა ნაოჭი მოაზროვნე ტვინის ნიშნად?! სარკე იორთქლება და ორთქლზე თითით ვწერ: "პონტი არაა". სხვა არაფერი მომდის თავში.

რამდენიმე დღის წინ დავიწყე "ფრეკენ ჟულის" შესახებ კითხვა. ჯერ ერთი ფილმი ვნახე, მერე სხვა ეკრანიზაციის ჩანაწერები. მერე 2014-ის ფილმი. შუადღეს პიესა ამოვბეჭდე. ერთი სული მაქვს, როდის მოვა 6 საათი, რომ კითხვა დავიწყო. 6 საათზე ჩემი უფროსიც ბრუნდება ოფისში. სხვა არავინაა, ამიტომ, მის დოკუმენტებს მე ვასკანერებ ეგზომ ჩაფიქრებული სიფათით და ვადუღებ ჩაის. უფროსი მიდის და მე, წინ და უკან სიარულით, ხმამაღლა ვკითხულობ პიესას. ნახევარ საათში მოდიან დამლაგებლები. ბეჯითად მესალმება დედა-დამლაგებელი და ამბობს, რომ გარეთ ცივა, აქ კი სითბოა. მე მახსენდება ღია ფანჯარა და ვკეტავ. მერე ხმამაღლა ვაგრძელებ კითხვას. 7:23-სთვის ვასრულებ.

თეატრში მხვდება სალომე. ერთად ვსხდებით და ერთმანეთს ვუყვებით ამბებს. დათო მიხსნის სად უნდა დავჯდე, რომ კარგად დავინახო. ნინო მესალმება და ცარიელ დარბაზში უჩინარდება. რა უცნაურია, სპექტაკლზე პირველად მისულმა ზუსტად იცი, რომ ამ ჯადოსნური კარების მიღმა, სულ სხვა სამყაროა. და იქიდან სულ სხვანაირი გამოხვალ. თუმცა, ალბათ, ადამიანები მაგიასაც შეჩვევით აუბრალოებენ. დარბაზში შესვლისას სკამებზე მეტად ინაურის ხმა და მსახიობები იქცევენ ყურადღებას. ამიტომ, ვიბნევი. როგორც ყოველთვის. ვხედავ, რომ დათო სკამებთან დგას. მე მგონია, რომ ვერ მოასწრეს ყველა სკამის დაწყობა და ბოლო ცვლილებები შეაქვთ განლაგებაში. ამიტომ, მგასასვლელთან ახლოს ვჯდები. პირველი რიგის სულ ბოლო სკამები. სალომე ჩემ გვერდითაა და მიუხედავად იმისა, რომ სიცივეზე წუწუნი უკვე მოასწრო, მაინც თბილი სუნითაა გაჟღენთილი მისი ფუმფულა თმა.

"Kiss my hand and thank me!"

"ფრეკენ ჟული"

(ბეთჰოვენის მე-7 სიმფონია)

პიესის ავტორი: August Strindberg
რეჟისორი: დათა თავაძე
თარგმანი: დათო გაბუნია

ფრეკენ ჟული გრაფის 25 წლის ქალიშვილია. სპექტაკლი 2 საათს გრძელდება, ანტრაქტის გარეშე (ზუსტად ისე, როგორც სტრინდბერგს სურდა). არსად იკარგება ის ემოცია, რომელიც ფრეკენ ჟულის აცოცხლებს. სპექტაკლი სავსეა მონაკვეთებით, როცა ღრიალებ, ხარხარებ, იბრძვი, მივარდები და გამწარებით ურტყამ, კბენ, კაწრავ, კოცნი, ხელში იყვან, ისვრი, ეჩურჩულები, ეხუტები, დასცინი, სტკენ, გიყვარს... თავაძე ახერხებს ფრეკენ ჟულისგან შექმნას მრავალფეროვანი ცხოველი. და თუ ფრეკენ ჟული ცხოველია, მე მისი პატარა, ხუჭუჭა გასართობი ბიჭუნა ვარ. მწევარი კი, რომელიც ყოველთვის გარბის, იმორჩილებს შენს გულის ცემას. გასაბერი არსებაც მე ვარ, და მთლიანად მაყურებელი, რომელიც ისეთივე რეგვენია, როგორც გაშეშებული, გაუ-ვნებ-ელყოფილი თოჯინის სახე. ალბათ, ღამით ისევ დამესიზმრება თეატრი. იმიტომ, რომ დროებითი სამყარო, რომელსაც თავაძე და გაბუნია აყალიბებენ, სავსეა აზრებით.

თარგმანის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ჩემს თავშიც ზუსტად ასე ჟღერდა წინადადებები, როცა რამდენიმე საათით ადრე ვკითხულობდი პიესას. წინასიტყვაობა, რომელითაც მკაფიოდ გესაუბრება სტრინდბერგი თეატრისა და მისი დანიშნულების შესახებ, ხსნის მთავარ ღირებულებას, რაზეც დგას სამეფო უბნის თეატრი - ეს არის ოთახი, სადაც მეოთხე კედელი მაყურებელია. და სადაც ლაპარაკობენ შენთვის და შენთან ერთად და არა შენ მიმართ.

ფრეკენ ჟულის სცენებს რამდენჯერმე წყვეტს 6 პერსონაჟი, რომელიც ისეა ჩართული სპექტაკლში, რომ ოდნავადაც არ იპარავს მთავარი თემის არსს. და მაინც, რა არის მთავარი თემა? ამბიცია? ფარისევლობა? მიზანდასახულობა? თვითმკვლელობა? ბურჟუაზია? სოციუმი? გრაფის ქალიშვილის გაჟიმვა?

მთავარი თემაა თავისუფალი თვითდამცირება, როცა მაღალ სვეტს შესახლებული ცდილობ მიწაზე დაშვებას, ცდილობ იყო ისეთივე უბრალო და ჩვეულებრივი, როგორც სხვები. ამიტომ იცინი იმაზე რაც არაა სასაცილო შენთვის, მაგრამ სხვებისთვის არის. ცეკვავ ისე, როგორც არასდროს იცეკვებდი, რადგან სხვები ცეკვავენ ასე. სვამ იმას, რასაც სხვები სვამენ. იმცირებ თავს, რომ ვიღაცას შეუყვარდე მაინც, ისე, თუნდაც, ჩვეულებრივად. და მაინც, ისევ იმ სვეტზე ზიხარ. და გული გწყდება, რადგან არავის უყვარხარ.

"ვდგავართ და სიზმრებზე ვლაპარაკობთ!"

იმდენს ვიცინი, რომ ყვრიმალები მტკივა. ლებანიძე! დარწმუნებული ვარ, ლებანიძის მონოლოგის შემდეგ სიცილით გათიშული ხმას ვერ ამოვიღებდი. თითით ვცდილობ ლოყების დაზელას. და ისევ მეცინება. ჩვენც ეგეთი შტერული სიზმრები გვაქვს.

აი, მაგალთად, გუშინ დამესიზმრა, რომ თეატრის სცენა გადაჭედილი იყო სხვადასხვა ზომის გრანიტის კუბებით, ზუსტად ისე, როგორც ბერლინის ჰოლოკოსტის მონუმენტი. მე ერთ-ერთ ასეთ კუბზე ვიჯექი და ვუყურებდი როგორ უყვიროდა კატო გოგლი-მოგლის შესახებ მაისაშვილს რაღაცას. მაისაშვილი სხვა კუბიდან დოინჯშემოყრილი ხმადაბლა ლანძღავდა ყველას. სცენის ბოლოს, კარი ღია იყო. და კარებს მიღმა ჩანდა ხის მსხვილ ტოტზე დიონისესავით გაწოლილი თავაძე. და მე არ მესმოდა რატომ იწვა ტოტზე, როცა ტოტის ქვეშ თავისუფალი ჰამაკი ეკიდა. მერე კახიძე გამომელაპარა. მე მჯეროდა, რომ მოჩვენება ვიყავი და შესაბამისად, წესით, ვერავინ მხედავდა. ამიტომ თავი მოვიკატუნე, თითქოს კახიძის შეკითხვა ვერ გავიგე. მერე იმან ხელი მკრა და კუბებს შორის ჩავვარდი. კატო ისევ აგრძელებდა ყვირილს გოგლი-მოგლის შესახებ.

ისე, ინაურის გაშიშვლება კარგად დაამუღამეთ.
და მაისაშვილის სიზმარი საკუთარი დის შესახებ "ტროელი ქალების" უკანასკნელ მონოლოგს მახსენებს.

"Kiss my shoe!"

იაკო ჭილაია - ფეხმძიმე პატარძალი ფორტეპიანოსთან. მონოტონური, მარტივი მელოდია ნელ-ნელა მითრევს. ჯერ თითებში გაივლის, როგორც ელექტრონების თანმიმდევრული ფირი. მერე მარცხენა მუხლში სახლდება და აიძულებს მარცხენა ტერფს ურცხვად იცახცახოს სანამ ჭილაია არ შეწყვეტს დაკვრას. საერთოდაც, სპექტაკლი ხასიათდება მთელი ჩემი სხეულის ჩართულობით. თავად ჭილაია კი ხასიათდება, კარგად. როგორც ჩემი გიტარის მასწავლებელი მეუბნებოდა, ნამუშევარი რომ აქვს, ეტყობა. პირველად "ბეჩავში" ვნახე. და მეორედ "ბეჩავს" სწორედ ჭილაიას გამო ვნახავდი.

ანა წერეთელი - ფლეიბოის კურდღელი. იმედია, ის ადამიანები, ვისაც არ გინახავთ სპექტაკლი, მიხვდებით, რომ ეს განმარტებები ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. სამწუხაროდ, სტრინდბერგის დროს არ არსებობდა ფლეიბოი, შესაბამისად, ასე თამამად სწორედ მე შევადარე მსახიობი ფლეიბოის bunny-ს. წერეთელი "დიდ შესვენებაში" ვნახე პირველად. მაშინ მის შესახებ ბევრი არაფერი დამიწერია. რა მნიშვნელობა აქვს, რატომ. ფრეკენ ჟულიში, წერეთელი არის ის ტროპიკული ფრინველი, რომელიც მრავალფეროვანს ხდის სპექტაკლს, თუმცა, ამის გარდა დიდი ფუნქციური დატვირთვა არ აქვს. ვაღიარებ, რომ მეც კი არასდროს მომსვლია თავში სიგარეტის ბოლის ადამიანური ჯაჭვით გადაწოდება. თუმცა, მადლობა იდეისთვის, თავაძე! და აი ზუსტად ამ ეპიზოდშია მთერი ხიბლი! რომ არა წერეთელი, რა მოსაწყენი და უადგილო იქნებოდა მთელი ეს პროცესია.

ლებანიძე - petite Marilyn! როგორც ყოველთვის, ლებანიძე გლიჯავს. კი არ გლიჯავს, გ-ლ-ე-ჯ-ს! მხოლოდ მაგდა შეიძლება იყოს ასე ბუნებრივად სასაცილო და "ზებუნებრივად ადამიანური". მისი მონოლოგი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია და გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ რიგის ბოლოს ვიჯექი, მონოლოგის დროს ლებანიძის პროფილს ვხედავდი მხოლოდ. აი, რატომ უნდა ვენდოთ დრამატურგებს. მართალია, შესაძლოა შენგან ერთი გროტესკული აფიშა შექმნან, მაგრამ ნდობა მაინც ღირს. სპექტაკლის განმავლობაში რამდენჯერმე მომეჩვენა, რომ ლებანიძე მიყურებდა, თუმცა, მაყურებელი ერთგვაროვანი მასაა და არა ინდივიდი. და, მეც სიზმრებზე ვლაპარაკობ.

მაისაშვილი - Marilyn ordinaire. სალომეს გიჟური კრუნჩხვა შათირიშვილის მონოლოგის დროს არის ჩემი ზუსტი ილუსტრაცია, როცა მეგობრები სერიოზული სახით საუბრობენ პირად ცხოვრებაზე. სალომე მეზობლის გოგო-Marilyn არის. ზუსტად ისე აკვირდება ფრეკენ ჟულის, როგორც დივანზე მოკალათებული საჭორაოდ მომართული ვიღაცის რამდენიმე-წლის ცოლი - დაქალს, ყავის მოდუღებისას. პარიკიც თითქმის ყავისფერი ნაჭრის რეზინით აქვს შეკრული და სრულიად მიწიერ Marilyn-ს თამაშობს. თუმცა ხანდახან, როცა გიყურებს, გიყვება, გელაპარაკება, ხვდები რა საინტერესო იქნებოდა მის მიერ, თუნდაც უბრალოდ წაკითხული "ჩვენც სალტკროკელები ვართ".

ინაური - ყველა სპექტაკლში ისეთი სერიოზული იყო, რომ დავასკვენი, იშვიათად იცინის-მეთქი. მაგრამ, აი ლებანიძის სიზმრის დროს, მე, სიზმარზე მეტად ინაურზე მეცინებოდა. იასამნისფერი კაბით მორბენალი სწრაფად იჭერს და "ასწორებს" პერსონაჟებს. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაავიწყდება თანმიმდევრობა და რომელიმე დაუვარდება. გასაბერი ქალის ინსტრუქციებს ზუსტად ისე კითხულობს, როგორც ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი - სიას. და ყველაზე მეტად მაშინ გაინტერესებს რა გამომეტყველება აქვს, როცა სცენაზე აგდია უცერემონიოდ, მოკუნტული, ნახევრად ჩაფუშულ ქალს-ჩაბღაუჭებული.

კახიძე - გამხდარი მკლავებით, ლურჯი კაბით და მეოცნებე თვალებით ციცინათელების პრინცესა ბაიას ჰგავს. და ბოლოს, როცა წითელ ხალიჩაზე, საკუთარ სკამზე ჩამომჯდარი გადახედავს მაგიდაზე გულაღმა გაწოლილ წერეთელს, გახსენდებდა, რომ კახიძე ძალიან ჰგავს ფრეკენ ჟულის. და გაინტერესებს როგორი იქნებოდა კახიძის ჟული. "ტკივილი არის ახალგაზრდობაში" კახიძე ძალიან ძლიერი იყო. სადღაც ქრებოდა მისი გამხდარი სხეული და სცენა ენერგიით ივსებოდა. დღეს კი ის ერთ-ერთი ბედის პოპ-ქალღმერთივით ჩვეული მოწყენილობით აკვირდება ჟულის ფლირტს. მე არ გამიკვირდებოდა, კახიძეს რომ ფრთები ჰქონდეს. სიზმარში არა, სინამდვილეში. ყველაზე მეტად ის ჰგავს ფრინველს.

შათირიშვილი - კრისტინი. შათირიშვილის კრისტინი გაცილებით აქტიურია, ციდრე - პიესის კრისტინი. ის მოქმედებს! მართალია, თავშეკავებით და ფრთხილად, მაგრამ ის ინდივიდია. თავაძის მეშვეობით კრისტინი გაცილებით მკვეთრი პერსონაჟი გახდა, ვიდრე აქამდე წარმომედგინა. მისი სიტყვები მოკლეა. და ასეთ ხასიათს ზუსტად "სვამს" შათირიშვილი, რომლის შეუვალი, ქანდაკებრივი სიმტკიცე სიცივედ ჟონავს. და მაშინაც, როცა ის ჩამორბის კიბეებზე და კედელს ეკვრის, გრძნობ, რომ კრისტინი უფრო მყარია, ვიდრე - ზამთრის კედელი, და სავსეა შიშით, როგორც ძლიერი, მაგრამ დამფრთხალი ცხოველი.

ფრეკენ ჟული და ჟანი სხვამენ Bombay Sapphire-ს. ჯინი ერთადერთია სასმელებიდან, რომლის დალევის დროსაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც დორიან გრეი.

შარვაშიძე - ჟანი. ჟანი ის პერსონაჟია, რომელიც მეზიზღება. თითქმის არავინ მეზიზღება, მაგრამ ჟანი გამონაკლისია, ძალიან დიდი გამონაკლისი. მისი მდაბიო პედანტიზმი, სიმხდალე, დამოკიდებულება. შარვაშიძე ზუსტად ახერხებს ჟანის ხასიათის გადმოტანას. და ზიზღს ხან სიბრალული ცვლის, ოღონდ არა სიბრალული ბავშვის მიმართ, არამედ უფროსის საცოდაობა. ჟანი, რომელიც ყოველთვის "ხის ძირას იჯდება" ცდილობს სირცხვილის თასმებით დაიმორჩილოს ფრეკენ ჟული. და ფრინველის მაგივრად თვითონ იგლეჯს თავს. ჟანი სრული არარაობაა, გაუფასურებული, რაციონალ-რეალისტი პლასტმასი, გასაბერ თოჯინაზე საცოდავი. ალბათ, დღეების შემდეგ, როცა ეს ჩანაწერი უამრავ კორექციას გაივლის, გაცილებით მეტს დავწერ ჟანის შესახებ. შარვაშიძე კი, გრძელი, თეთრი ხელის მტევნებით ნელა ახრჩობს ჟანს, სისხლის ბოლო წვეთამდე გამოწურავს და დაღეჭილს გიგდებს წინ.

და ბოლოს, კალატოზიშვილი - ფრეკენ ჟული. შენს თვალწინ არ არსებობს კალატოზიშვილი, არის მხოლოდ ფრეკენ ჟული. და რა მძაფრია! ძალიან, ძალიან მძაფრია კალატოზიშვილის ფრეკენ ჟული. მისი ერთი გამოხედვაც კი ბოლომდე გიმორჩილებს. არ არსებობს არც ერთი სხვა ადგილი ამ პლანეტაზე, სადაც ყოფნა ღირს მაშინ, როცა ჟული ცეკვავს, დარბის, ტირის, ითხოვს, იბრძვის, ამცირებს. კატოს ფრეკენ ჟული არის სვეტიდან გადმოვარდნილი, იმ გააფთრებული მხეცის ბრძოლა გადარჩენისთვის, რომელსაც მიწა ისრუტავს.

და შენც ხვდები, რომ სიტყვები არ მყოფნის. ბოლოსთვის კი იმიტომ დავიტოვე, რომ ყველაზე რთული იყო და არა იმიტომ, რომ "პირველნი იქნებიან უკანასკნელნი". მე მზად ვარ მოვკვდე ფრეკენ ჟულისთან ერთად, ტბასთან, ფორთოხლების ჩრდილში, იქ, სადაც ყოველთვის ზაფხულია. და ეს არ იქნებოდა უბრალო თვითმკვლელობა, არამედ, მკვლელობა ფრეკენ ჟულის ხათრით.

Mendelssohn - Violin Concerto In E Minor Op. 64, 1. Allegro Molto Appassionato

პირველი საათია. თვალები უფრთხიან ეკრანს.

ყველაფერი სიზმარია. და მე სიზმრებზე ვლაპარაკობ.


ყველაზე მეტად, "ტკივილი არის ახალგაზრდობა"

პირველი ნაწილი


არც ვიცი როგორ დავიწყო ამ ჩანაწერის წერა. ამიტომ დავიწყებ მთავარით.

"ტკივილი არის ახალგაზრდობა"
პიესის ავტორი: Ferdinand Bruckner
რეჟისორი: დათა თავაძე
თარგმანი: დავით გაბუნია

2015 წლის დეკემბერი დამამახსოვრდება სამეფო უბნის თეატრით, ისევე, როგორც 2014 წლის აგვისტო ეკუთვნოდა ჩაიკოვსკის პირველ საფორტეპიანო კონცერტს.

ნელ-ნელა თბილისშიც აცივდა. სოლოლაკში ბევრი მანქანა აღარ დადის. ლანჩზე გასვლა სულ უფრო და უფრო ნაკლებად განსაკუთრებულია ხოლმე.

აჯილდოვებენ ქუჩები კაცებს
ფილტვებისა და ყელის ანთებით.
და მიცოცავენ გაყინულ ცაზე
ღრუბლები, როგორც თაგვის თათები.

სპექტაკლი არის 7 ახალგაზრდას შესახებ. 3 მათგანი ბიჭია, დანარჩენი 4 - გოგო. და ერთი ოქროს თევზი.

პირველი ბიჭი: გოგრიჭიანი. ფრედერი - საკუთარი თავით მოხიბლული და, ალბათ, სადღაც სიღრმეში, უინტერესო ყოველდღიურობით გაღიზიანებული მანიპულატორი, რომელიც ერთი თითის მოსმით ახერხებს გარდაქმნას პატარა და მორჩილი მსახური გოგო ქუჩის ბოზად. და ეს მოწყენილი, ადამიანებით მოთამაშე ბიჭუნა, სპექტაკლის ბოლოს ზღვის გოჭივით შეექცევა დაქუცმაცებულ კომბოსტოს. გოგრიჭიანი ცხადად, მკაფიოდ და პირნათლად, სრული უბრალოებით ასრულებს ამ როლს, ზედმეტი მიმიკების და შიზოიდი ნაოჭების გარეშე. ფრედერი კი ცივია და დამცინავი, მოქმედი და ენერგიით სავსე. ბუნებრიობა არის ახალგაზრდობა.

მეორე ბიჭი: შარვაშიძე. პეტრელი - აღფთოვანებული, ჰაერში შემხტარი ცუგო ცანცარებს დედიკოს წინ და, ალბათ, ჩვენსავით სხვა ადამიანებში ეძებს ბედნიერებას. შარვაშიძის ნახევარმთვარიანი გამოხედვები ხანდახან გაიძულებს სცადო და პატივი სცე მის პერსონაჟს. მაგრამ მეორე წამს ისევ ცუგოდ იქცევა ეგ ქლიავი პეტრელი და ისევ პირწმინდად გეზიზღება. პიესა რომ წამეკითხა პირველად, ალბათ, უფრო ფუმფულა, თეთრი ხორცით ამოფუებული მეგონებოდა შარვაშიძის გმირი. „გადავიფიქრე“ არის ახალგაზრდობა.

მესამე ბიჭი: ინაური. ინაურის პერსონაჟი, ალტი, ალბათ, ყველაზე უცნაურია, ხანდახან ეჭვი გეპარება მართლა არსებობს, თუ სხვა პერსონაჟების წარმოსახვის ნაყოფია. სწორედ ის ალაგებს ოთახს, ყვება თუ როგორ გაათავისუფლა პატარა ავადმყოფი სიცოცხლისგან, აკვარიუმში იჭერს ზარმაც თევზს და ჭიქით ინახავს განჯინაში, პირში საკუთარწინდებჩაჩრილი დააბიჟებს ჯარისკაცული შემართებით და, რა თქმა უნდა, გვიხსნის როგორ მარტივად შეიძლება სიკვდილის პროლოგად აქციო ძილი. ინაური ისეთივეა, როგორიც ადრე, თავდაჯერებული და ყოველთვის რეალური. ალბათ, სცენის მიღმა იმაზე ცოტას ლაპარაკობს, ვიდრე სხვები. და ამიტომაც ღრმად ახერხებს რეალობის აღქმას. როცა ინაური ლაპარაკობს, გგონია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ბოლომდე იტყვის სათქმელს. და ეს ძალიან კარგია, მით უმეტეს მაშინ, როცა ყოყმანი, ეჭვი და მოულოდნელობა არის ახალგაზრდობა.

სიცოცხლითა და თოვლით გართული
ბიჭები დაფას აკრავენ ხეზე.
და დაფის გვერდით იცდის მავთული,
რომელიც მკაცრად იცავდა წესებს.

მეორე გოგო: მაისაშვილი. ირენე ძალიან ჰგავს ისეთ გოგოს, სანამ ხელზე ხელს დაადებ ბევრი რამ რომ უნდა აწონ-დაწონო. ცდილობს საკუთარი უუნარობა და გაუბედაობა, ზიზღითა და დაცინვით დამალოს. აი, ზუსტად ისეთი ტიპია, საღამოს, დღისით განცდილ კამათს რომ იხსენებენ და თავს საყვედურობენ, ეს ასე კი არა, სხვანაირად უნდა მეთქვა იმ ძუკნასთვის, უფრო მწარედ მოხვდებოდა გულზეო. და მერე ცდილობენ მომავალი კამათის გეგმები დააწყონ და რაც შეიძლება მეტი სცენარი გაიარონ გონებაში, რომ მობილიზებული ჰქონდეთ გესლნარევი ფრაზეოლოგიის მარაგი. მაისაშვილი ნამდვილად კარგია, თვალსა და ხელ შუა იცვლება კოცნამდელი ირენე და ირენე კოცნის შემდეგ. და არ გამორგჩეთ თმით-დაბმული ირენეც, გროტესკული სილაჩრით რომ მზადაა დათმოს თბილი საცვლები სხვა თუ არაფერი, ეგზოტიკური მოგონების სანაცვლოდ მაინც. ნამდვილად კარგი მსახიობია მაისაშვილი. ძალიან კარგი! არასრულფასოვნება არის ახალგაზრდობა.

მესამე გოგო: ლებანიძე. ლებანიძით ჩემი აღფრთოვანების შესახებ ისედაც ცნობილია. ამიტომ, ბევრს არ დავწერ მაგდას შესახებ. ვწერ მის პერსონაჟ, ლუსიზე. ლუსი მორჩილი მოახლეა. არა წესების, არამედ, ვნებების მორჩილი გოგო. მე კოჭლობა არ შემიმჩნევია, თუმცა, დეზი გაიძვერული თავდაჯერებით აეჭვებს მაყურებელს და მართლაც, ლუსი ფრედერის ერთ-ერთი მსხვერპლია. ჯერ ქურდობს. მერე იჯერებს, რომ საკუთარი ნებით იქურდა. მერე შიშით ემორჩილება მაკიაჟის გარდაუვალობას. დურგალი მამა, ფრედერიც და მღებავი საქმროც ყველა სინამდვილეში ლუსის მამაა. ლუსიმ „დამიჯერე თორემ გეტკინება“-ს დაღი დაისვა და მიუხედავად წარმოუდგენელი, ბოზური თავისუფლებისა მაინც „დამჯერ“ გოგოდ დარჩა. კარადის გვერდით, მოცუცქნული ლებანიძის თეთრი სახე ახალშობილ ბარტყს ჰგავს. მაგდას აქვს უნარი იყოს სრულიად ღია და სრულიად ამოუცნობი. მთვარეს ჰგავს, რომელსაც ყველა ხედავს, და რომლის გაგებაც შეუძლებელია. მორჩილება არის ახალგაზრდობა.

მეოთხე გოგო: კალატოზიშვილი. დეზირე მრავალფეროვნებით არსებობს. 17 წლის ასაკში, გრაფის სახლიდან გამოქცეული მდიდარი დეზი სწვლობს მედიცინას ყველა სხვის მსგავსად. მას ვერ იტანენ, ეზიზღებათ და გასაკვირი არცაა, იმიტომ, რომ მისი უბრალოდ შურთ. დეზის შეუძლია თითის გულზე ატრიალოს ყველა, მაგრამ ყველა ფეხებზე ჰკიდია, გარდა ერთისა. მას უმცროსი დასავით უყვარს მარი. და როცა ხმამაღლა იხსენებს დის სხეულის სითბოს ჩემთვისაც წარმოუდგენლად ცხადი ხდება დეზის სიმართლე. დეზი ერთადერთია ვინც ცოცხალია, ბოლომდე ცოცხალი! კალატოზიშვილის შარმი განუყოფელია დეზისგან. ვერც წარმომიდგენია ნებისმიერი სხვა მსახიობის მიერ განსახიერებული დეზი. დრამატურგი რომ ვიყო, სპეციალურად კალატოზიშვილისთვის დავწერდი პიესას, სადაც კატო იქნებოდა Gertrude Stein. და ის იქნებოდა გენიალური! ქცევის მრავალფეროვნება არის ახალგაზრდობა.

პირველი გოგო: კახიძე! როცა კახიძე თამაშობს მარის, ის არის საუკეთესო რამ, რაც დედამიწაზე იმ წამებში ხდება. ეპიზოდები, სცენები, ფრაზები და წინადადებები ერთმანეთს არ აცლიან არსებობას, როცა ვიხსენებ კახიძის მარის. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შესრულება, რაც ოდესმე მინახავს (თუმცა, ბევრი არაფერი მინახავს, ამიტომ...). მარი უნდა ნახოთ, იმიტომ, რომ მარი, დღეს საღამოს, ვიყავი მე. და ჩემ მსგავსად, ალბათ, იყო რამდენიმე სხვაც. წვეთები ღაპაღუპით სცვივა იატაკის საწმენდ ტილოს, მარი მექანიკური თოჯინაა, მარის მიატოვებენ, მარი უყვართ, მარი ჰბეზრდებათ და მერე ისევ უყვართ, აკვარიუმის მინა შიგნიდან იორთქლება, გამხდარი ხელები და დიდი თვალები, კოცნით გაოცებული სახე, თეთრი ფარფატა კაბა, მაგიდაზე დადებული გასაღები... ცხოვრებაში პირველად მომინდა გულწრფელად მეყვირა „ბრავო“ როცა ტაშს ვუკრავდით კახიძეს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველ რიგში ვიჯექი, არ ღირდა დაღლილი მსახიობის შეშინება. ამიტომ ვიღიმოდი ჩემდაუნებურად და ვფიქრობდი რომ კიდევ ბევრჯერ, რაც შეიძლება ბევრჯერ უნდა ვნახო სპექტაკლი, თუნდაც, მხოლოდ კახიძის მარის გამო. იმიტომ რომ, ყველაზე მეტად, ზუსტად ტკივილი არის ახალგაზრდობა.

დადის ყინვა და ეამაყება
ფანჯრის კუთხესთან თეთრი მაქმანი.
და სოლოლაკის ძველმა სახლებმა
ჩამოიქერცლეს გამხმარი კანი.

P.S. შარვაშიძე, გილოცავ დაბადების დღეს. მართალია, უკვე 30 დეკემბერია, მაგრამ, როცა წერა დავიწყე, ჯერ კიდევ 29 იყო.

კახიძე, ბრა-ვო!

____________________________________________________________

მეორე ნაწილი

https://www.youtube.com/watch?v=zDEem_aEttE

სიტყვებს მეტი სიფრთხილით ვარჩევთ. ხმა ისაა, ვინც - შენ. შენი სუნიც ისევ შენია.

ზიხარ და აკვირდები დეტალებს, როგორც ღამით - სიბნელეს, ძველ სახლებს შორის. და ფიქრობ რომ ნაჭრის თეთრი ნაოჭი, ეს ერთჯერადი მზერა, გაუცნობიერებელი თანმიმდევრობა და შავი ფეხსაცმელი მხოლოდ ეხლა არსებობს. და რომ არც ერთი მათგანი, როგორც კი სცენაზე ფეხს შედგამ, შენ აღარ გეკუთვნის. გიყურებენ და გაკვირდებიან ყოველი მხრიდან. გისმენენ და ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლით მოგვბეზრდა არსებობა, ვერთობით შენს სიცოცხლეზე, მარი.

ჩემ უკან ზის ქალი, რომელიც ყველაფერში დანიშნულებას ეძებს. "ის ქრსიტე იყო? მხოლოდ სველზე რომ დადიოდა..." "ზარის დანიშნულება მაინც ვერ გავიგე..." "ერთი ფალშივკა არ გაჰპარვია"... - ზუსტად თავაძის ბრალია. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ისედაც ალბათობითა და არამყარი მიზეზ-შედეგობრივი ხასიათით გაჟღენთილ სამყაროში ყოველთვის მკაფიო განცხადებებს საჭიროებენ. ("ეხლა უნდა გაგეცინოთ!" "მერე უნდა შეგეშინდეთ!" "ეხლა უნდა თქვათ: ვაი, ვაი, საწყალი!" "ეხლა ადექით, მოიხარეთ წელში და დაწკეპილი ცხვირი ეცადეთ ზუსტად დაუმიზნოთ თქვენ წინ მდგომი და ასევე წელში მოხრილი გოგონას კაპუჩინო-დუნდულების პიკანტურ გზაგასაყარს!") და როცა კითხვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - პასუხი, მაშინ ვიწყებთ დანიშნულების ძებნის აზარტულ თამაშებს. თავაძის დამსახურებაა ზუსტად! და იმედია, ემოციური შოკი იმდენად დიდი იყო, რომ ზანზალაკის მისიის ამოცნობა უკანა გზაზე მაინც არ გაახსენდება მყარ აზრებში ჩაჭედილ მაყურებლის კრეტინ ტვინს.

კიდევ არიან სხვები. დარბაზი ცოცხალი არსებაა, არაპროპორციული, უშნო და მყრალი. ჭაობის კაციჭამია დინოზავრია დარბაზი. და მე რომ არ ვიყო მისი ნაწილი... დღეს დავფიქრდი, ნეტა, საზიზღარი ადამიანები თუ აცნობიერებენ რამდენად დიდი ზიზღია მათში. იციან ბოროტებმა, რომ ბოროტები არიან?

ლუსის უკანმოუხედავი, ფარფატა ფლირტი ისაა, რასაც ყველგან იპოვი. განჯინის გვერდით, ჭუჭყიანი ტილოსავით მიხვეტილს, ხელში რადიოთი, ერთადერთი მზერა ეკუთვნის. ლუსი ყველა ჩვენგანია: სხვით-შთაგონებული, ფერმკრთალი, მაძიებელი, მარტოსული, თანახმა... არც ჩვენ ვარჩევთ საყვარლებს, სიყვარულს, მეგობრებს, ძმებს, დებს, მამას. ჩვენც შეუმჩნევლები ვართ, ოღონდ, ჩვენზე ზურგს უკანაც არავინ ლაპარაკობს. ლუსის მარტოობა.

დანარჩენებზე ვერაფერს ვამბობ. მაისაშვილს მოკლე თმა აქვს. პირველ რიგში იმაზე ვფიქრობ, როგორ ჩაკეტავენ უჯრაში ასეთი მოკლე თმით. შარვაშიძეს ღია კრემისფერი წინდები, რაწმუნებული ვარ, ხელს თუ მოკიდებ, დენს დაგარტყამს (და ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც სხვის წინდებთან თამაშისგან თავი უნდა შეიკავოთ). გოგრიჭიანზე უკან მჯდომმა ქალმა თქვა "ტიფლისში" უფრო ეფექტური იყოო. მე არ მიყურებია, არ ვიცი. თუმცა, დიდი სიამოვნებით გამოვაცხადებდი ამ ქალს კუდიანად, შუა საუკუნეები რომ იყოს (კოცონზე დაწვის მიზნით). კიდევ, შუა საუკუნეები რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, 5 წლის ასაკში მიკბენდა მამაჩემის გაიძვერა ღორი და ტეტანუსით მოვკვდებოდი. ასე რომ, მაგრად გამიმართლა კიბოთი სიკვდილი რო არ ამცდება 21-ე საკუნეში. ინაური ბეჯითი და პასუხისმგებლობით დახუნძლული მსახიობია. დღეს ხელით დაიჭირა წითელი თევზი. აქვე მიჩნდება კითხვა, რამდენად ხშირად სჭირდებათ ახალი თევზის ყიდვა და ითვლება თუ არა ის სპექტაკლის რეკვიზიტად. თუ, მოწვეული მსახიობია? კალატოზიშვილი ხანდახან ცვილის თოჯინას ჰგავს, რომელსაც მხრებში უხილავი სადენებით ადამიანური ემოციის ვირუსი შეუყვანეს. (მეც 17-ს ვიყავი გაქცევა რომ გადავწყვიტე. 19-მდე არაფერი გამომივიდა.) ლებანიძე ლებანიძეა, მბრუნავი ვერცხლისფერი ბურთულა, გაჟღენთილი ყოფნის კანონზომიერებით და მშვიდი სიღრმით. კახიძე კი, იმაზე რთულია, ვიდრე მარი. დიდი, ფრთხილი თვალებით, მალებით ამოზრდილი კისრითა და არისტოკრატული სიფითრით სავსე სირინოზს ჰგავს.

ბილეთს დილით ვყიდულობ. გარეთ მზეა და თბილა. ვსეირნობ და ვუსმენ ლისტს, რომელიც ერთი შეხედვით, მამაჩემია. მივდივარ ნახევარი საათით ადრე. ვიცდი მეორე შესასვლელთან და ვიცნობ უკრაინელ გოგოს, ვისთვისაც ბნ. დავით მთელი 2 საათის განმავლობაში გულმოდგინედ აჭერდა თითს "Enter"-ს. გოგო იოგას ასწავლის მარჯანიშვილზე. ქართულს სწავლობს. უკრაინული, რუსული, პოლონური, გერმანული და ინგლისური უკვე იცის. მე ვუყვები თეატრის შესახებ და ვეკითხები ვინ მოასწავლა ჩვენი (?!) გზა. ნაცნობი ლაპარაკობდა და აქედან ვიციო. მერე ვუყვები სპექტაკლის შესახებ. ვეუბნები, წინ დაჯექი-მეთქი. ჩვენ-ჩვენს ადგილს ორივე ვპოულობთ. მე პირველ რიგში ვარ და ველოდები, როდის დაიწყებს კახიძის თეთრი ხელები ნაცრისფერი ტილოს ნელა აწევას. ჩააგდებს წყალში. წვეთები სათითაოდ სცვივა ტილოს და კახიძის ხელები ოდნავ ვარდისფერდება.

გამოვდივარ. ისევ ვუსმენ ლისტს. ლისტი ჩემი საყვარელია.

ხელზე ხელები მოგკიდე უცებ.
ჰაერმა ნელა იგრძნო შეკუმშვა.
სიცხის თითები დაეტყო მუცელს,
სიცოცხლე ისე ღრმად შემოუშვა.
კაპილარებმა დაკაწრეს ვენა.
ხმები არაფერს ტოვებენ უცვლელს.
როგორც ფრინველის ფრეთები საფრენად,
ისე გაშალე თითები უცებ.

"სტრიპტიზის" აუცილებლობა



პირველი ნაწილი

12-ის 4 წუთია და წერას რომ მოვრჩები, ალბათ, უკვე შუაღამე იქნება. ჩემი ძილის დროს გადაცდა და თვალის ქუთუთოები დახამხამებისას უფრო და უფრო ზარმაცდებიან და იწელებიან. მზერაც ზანტია და სიტყვების აღბეჭდვასაც მეტი გონებრივი სიბეჯითე სჭირდება. თუმცა, ეს ყველაფერი შესაძლოა არა დროის, არამედ ქისის ბრალი იყოს...

დღეს კვირაა, წინასაახალწლო, უმოქმედო და ცივი კვირა დღე. დილით ოფისში შევირბინე რამდენიმე e-mail-სთვის. და მერე გადავწყვიტე, რომ დროა უკვე მივხვდე რა არის ბედნიერების არსი: სრული უბრალოება, ყოველგვარი თვითმნიშვნელობის და თავის მოკატუნების გარეშე, აი, მაგალითად, როგორც ერთი ჭიქის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადადგმა.

მებილეთე კაცი უკვე მცნობს. ჩემი სახელი არ იცის, მაგრამ იცის რომ ადრე ვუნახივარ. ხელს მიწვდის. მე მგონია, ბილეთისთვის. ის კი ხელს მართმევს. რა თქმა უნდა, არ ვიბნები, და ვეკითხები "როგორ ბრძანდებით-მეთქი". "კარგადო", მპასუხობს. ერთი წამით მიხარია, რომ რაღაც განსხვავებული და უცნაური მოხდა. აქამდე მეგონა, რომ ვერავინ მამჩნევდა და მე ვაკვირდებოდი ყველას, როგორც უცხოელი ოჩოპინტრე. ან ვინმე, ნაკლებბანჯგვლიანი. კიბეებზე ჩავდივარ და კაშნეს ვიხსნი, ისედაც სახეს მფხაჭნიდა მთელი გზა. ჩემი ადგილისკენ მივდივარ. ნინოც თავის ადგილას ზის. მიყურებს. ვესალმები. ისიც მესალმება.

უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად მამჩნევენ. "რიგითი მაყურებლის" სტატუსი გარდაიქმნა "აი ის ბიჭი რომ დადის"-ად. და მიხარია. ხომ ვთქვი, ბედნიერება ისეთივე უბრალო რამაა, როგორც იმავე ჭიქის მეორე ადგილიდან მესამე ადგილას გადადგმა-მეთქი.

დრო მალე გადის. ლოდინისას ვაკვირდები ჩემს პერანგს მუცელზე, შარვალს, შარვალზე ჩემი ძმის ნაჩუქარ კაშნეს და ხელებს. და გული მწყდება, რომ ვერასდროს შევძლებ სხვისი გადმოსახედიდან შევხედო ამ ყველაფერს. სამაგიეროდ, არსებობს მილიარდობით სხვა ადამიანი. And much like snowflakes, none of them are identical.

"სტრიპტიზი"

პიესის ავტორი არ ვიცი. მარიამი, ჩემი მეგობარი და ფრანგულის ჯგუფელი, რომელსაც შემთხვევით გადავაწყდი, ამბობს, რომ რომელიღაც უცხოელი დრამატურგისაა და თარგმნეს (პიესის ავტორია სლავომირ მროჟეკი, შესწორებულია მრავალი დღის შემდეგ, აფიშის უფრო გულდასმით წაკითხვის შედეგად). მე მგონია, რომ უცნაურად გამართული წინადადებები ხელს მიშლის გავითავისო და თავი ჩავიკარგო შინაარსში. შეიძლება, ეს მართლაც უბრალოდ თეატრის სპეციფიკაა. (აქ მახსენდება "მოახლეები", რომელმაც მაგრა "მოიტანა".)

თავაძე მართლა ძალიან მაგარია. სცენაზე არასდროს მინახავს. სცენის მიღმა, მისი შემოქმედება საინტერესო იყო ("ტროელი ქალები", "ტკივილი არის ახალგაზრდობა"). პირველი რიგიდან ვუყურებ. როცა მეკითხებიან, რატომ მიყვარს პირველი რიგი, ყოველთვის ვპასუხობ, რომ შორიდან ვერაფერს დავინახავ (დაქვეითებული მზერით აპელირება სინდისს უღვიძებს ცნობისმოყვარე ადამიანებს, და ხანდახან საინტერესოა აკვირდებოდე მათი გამომეტყველების ცვლილებას). მაგრამ, დღეს დავფიქრდი და, სრულიად შესაძლებელია, რომ უბრალოდ, ქვეცნობიერად, მე თვითონ მინდა ვიყო "ნანახი" მსახიობების მიერ.

Back to Tavadze. ყველაზე მეტად ხმის ტემბრი მამახსოვრდება, ხანდახან უცნაურად დაუდევარი, ხანდახან სპეციფიურად დახვეწილ-ჩამოსხმული, და უფრო ხშირად - აკვიატებურად თავისებური. (ნეტა ჩურჩულისას როგორი ხმა აქვს?!) ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, დიდი ხნის წინ დავივიწყე და ეხლა მახსენდება. პრინციპში, ჩემს თეორიას თუ დავუჯერებთ, თავაძეც მე ვარ, ინაურიც და მაყურებელიც. და საერთოდაც, ნებისმიერი სხვა ინდივიდი არის ჩემი მომდევნო ან წინა ინტერპრეტაცია, სხვა სხეულით, ლოგიკით, გონებითა და ღირებულებებით. ნეტავ ძალიან ძნელია წონასწორობა დაიცვა შავ სივრცეში შაკარგულ წრიულ ზედაპირზე? თუ მართლაც ძნელია, ამას იდეალურად ახერხებს ორივე, და განსაკუთრებით თავაძე, რომელიც სიტყვის აბსოლუტური მნიშვნელობით, თამაშობს! იცით რა არის ამ სპექტაკლში ყველაზე კარგი? ზუსტად ის, რომ თავაძე ბავშვური გულწრფელობით თამაშობს. თვითონაც კაიფობს რა. და, სხვების არ ვიცი, მე კი მაგარი მგონია ყველა, ვინც საკუთარ თავზე კაიფობს. ერთადერთი, ის ტეხავს, ეშხში შესულებს ძალიან რო ევასებათ ხოლმე საკუთარი თავი.

უცნაური კიდევ იცი რა არის, ამდენ უცნობ ადამიანთან ერთად ასეთ ინტიმურ გარემოში თავს უხეხულად რომ არ გრძნობ.

სად მიდიან მსახიობები სპექტაკლის შემდეგ?

თავაძე ყვირის, ბუტბუტებს, ხან ყიყინებს და ხან დიდაქტიკოსობს და შენ ამაზე ერთობი, თან ისე, რომ არც ერთხელ არ გახსენდება დრო. სიტყვები მოძრაობენ შენი თავის ქალის შიგნით და მის მიღმა. ინაური უფრო აუცილებლობით გამოწვეული ერთფეროვნებით დატვირთულია. თავისუფალების არსი ის არის, რომ თავისუფალი ხარ არჩევანში, და არჩევანის გაკეთება უკვე გზღუდავს თავისუფლებისგან, იმიტომ, რომ უკვე გადადგი ნაბიჯი ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტისკენ. მაგრამ, არჩევანის თავისუფლების წინაშე გაყინული დგომაც ხომ არჩევანია, შესაბამისად, გაუგებარია იშლება თუ არა თავისუფლება საკუთარ არსში. მოკლედ, ამ ყველაფერზე ფიქრი ძალიან მარტივია. და "არ ღირს".

სპექტაკლი სავსეა მოქმედებებით, თუმცა - არა მკაფიო დანიშნულების ემოციით. აქ ვერ მიხვდები უნდა გიხაროდეს, თუ უნდა იღადაო, გეშინოდეს, თუ იქვითინო. ვერც იმას მიხვდები სად უნდა დაუსტვინო და სად არა (და დღეს განსაკუთრებით). მამიკოს დიდი ხელი თითის წვერებზე ატარებს ორივეს. სპექტაკლი ერთი გრძელი, მითითებითი (პირდაპირი მნიშვნელობით) სტრიპტიზია მამიკოს დავალებით, სადაც მოქმედი გმირები "ისე რა როჟები" არიან, "ისე რა ტრუსებით". ხელი, რომელიც თავიდან გველის თავის ქალას ჰგავს, მესამე პერსონაჟია. და სავარაუდოდ მას უჭირავს ინაურის წითელი ბოას მეორე ბოლო. წითელი ბოა მეოთხე პერსონაჟია. და რა მოსაწყენი იქნებოდა სპექტაკლი მის გარეშე!

ბოთლი შემთხვევით ვარდება წრიული სიბრტყიდან სცენაზე. და შემთხვევით ცვივა ტელევიზორიც და სათვალეც. სავარაუდოდ, სცენაზე უნდა ეგდოს წარმოსახვითი ანკესიც, თუმცა, მისი არსებობა (ისევე, როგორც ჩვენი) არ შეიმჩნევა.

ინაური ჩაით სავსე ჭიქას სულს უბერავს და ბოდიშის მოხდას "აიძულებს" მუხლგადაყვლეფილ თავაძეს, რომლის ექსცენტრიული ფინალი, იმდენად დამაბნეველია, რომ შთაბეჭდილებებს "შემდეგი რა იქნება" ფარავს. და ყველაზე მაგარი რა არის იცი? როცა ეს "თეიმურაზი" იძულებით ბოდიშს იხდის არსებობისა და ყველა გაკეთებული არჩევანის (შესაბამისად კი უარყოფილი თავისუფლების) გამო, ფერადი პროჟექტორების ფონზე ინაური ცეკვავს!!! ოღონდ დასტოინად, როგორც შუბერტს შეეფერება.

12:13. ხვალ ორშაბათია. იმედია ოდესმე ამ ქალაქშიც მოვა თოვლი.

პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ობიექტური ან ოდნავ კომპეტენტური რეცენზია (მაინც), არამედ - უბრალო ჩანაწერი. ამიტომაც იბეჭდება ასე თამამად, ზედმეტი დაფიქრების გარეშე.

და მაინც, ბედნიერება ზუსტად ისეთივე მარტივია, როგორც ზემოთხსენებული ჭიქის მესამე ადგილიდან მეოთხე ადგილას გადადგმა.

_____________________________________________________________________________

მეორე ნაწილი

დილით 7-ის ნახევარზე მეღვიძება. გარეთ ღამენათევი დილაა ჯერ.

ცივა და ყველაფერი გენიალურადაა. ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს. როცა ცივა, განსაკუთრებით. სულ მეგონა, რომ დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვაშია ის, რასაც ყველა ეძებს. ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რა დიდი სისულელეა დედამიწა და მის მიერ მოხაზული არაფრისმთქმელი წრეები.

თეთრი პერანგის საყელოს ძველი მეგობრის ნაჩუქარი სუნამოს წვეთი შეახმა. მხოლოდ ისეთ დეტალებს აქვთ ფასი, რომელიც მარტო მე ვიცოდი, სანამ 2 სხვა მკითხველშიც არ გავაბაზრე. ისევ მივდივარ "სტრიპტიზზე". ამჯერად, მარტო არა. ქრისტინასთან ერთად, რომელსაც ჩემზე უკეთ ესმის სამსახიობო ხელოვნებაც, რეჟისურაც და, ალბათ, ცხოვრებაც. ამიტომ, საინტერესოა მისი მოსმენა. ზოგადად, საინტერესოა ადამიანების მოსმენა და თუ ვინმეს სურვილი გაქვთ მელაპარაკოთ, ესაა თქვენი შესაძლებლობა. მელაპარაკეთ, სანამ მომბეზრდება.

არაფრისმთქმელი 8 საათის შემდეგ შემიძლია თავისუფლად დაველოდო საღამოს მე-8 საათს, როცა სამეფო უბნის თეატრში დაიწყება სპექტაკლი.

კაცმა, რომელიც ბილეთებს ამოწმებს, უკვე იცის ჩემი სახელი. მე, ჯერ კიდევ არა.

დღეს გაცილებით მეტი ვიცინე, ვიდრე პირველი ნახვისას. ყურადღებით ვუსმენდი. სცენარი ძალიან მაგარია და რეჟისორი, ნიკა თავაძე ამ მაგარი სცენარისგან ჩადის სიღრმეებში, რომლებიც სასაცილოდ მარტივი გეგონა.

სპექტაკლს, ალბათ, ბევრი მთავარი თემა აქვს. ან ერთი. მაგრამ, მე ყველაზე მეტად მაინც კონტრასტის თემა მაინტერესებს. დღეს პირველად ვიფიქრე, რომ ორივე პერსონაჟი, შესაძლებელია, ერთი და იგივე პერსონაჟის ორი განწყობა იყოს: პედანტურ-მოწესრიგებული და ექსპერიმენტალურ-აქტიური. ეს მრგვალი სივრცე, სცენის შუაში, შეიძლება სულაც ერთი ადამიანის ტვინია, სადაც ბევრი სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობს. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ორი. ან, შეიძლება სულაც პროტესტია, მკაფიო და ყოველგვარ ღრმა აზრს მოკლებული, დიქტატურის (კარნახის) აუცილებლობის და გარდაუვალობის წინააღმდეგ. ან, უბრალოდ კიდევ უფრო მარტივი, ელემენტარული ფანტაზიაა, უცნობ ნისლში აღმოჩენილი ორი მეტ-ნაკლებად გროტესკული პერსონაჟით. შეიძლება, მთავარი იდეა თავისუფლებაა, და რომ თავისუფლება მაშინვე აღარ არსებობს, როცა მისი არჩევანის გზებად დაყოფა ხდება. შესაძლოა თავისუფლება ბუნებრივი, გაუცნობიერებელი ცხოვრების მეთოდია. მაგრამ, მე მაინც კონტრასტი უფრო მაინტერესებს და სახლშიც ვფიქრობ არის თუ არა სიცოცხლის პასუხი სიკვდილი ("სიცოცხლე და ..? სიცოცხლე და ..?). სიკვდილი, როგორც უცნაური ყოველდღიურობა, გაცილებით დიდ მეტოქეს არ იმსახურებს?

დარბაზს სიშიშვლე ამხიარულებს. იცინიან სიხარბის დასამალად, დაძაბულობის მოსხსნელად, თავაძის მიმიკებზე, ინაურის წარბშეკრულ უკმაყოფილებაზე, ერთმანეთის სიცილსა და საკუთარ სიცილზეც. ვიცინი მეც, იმიტომ, რომ სასაცილოა ორივე ტიტლიკანა ზაზუნა.

ცოტა რამ მსახიობების შესახებ:

ინაური - პირველი ნახვის შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მთავარი მსახიობის აქსესუარი უფრო იყო, ვიდრე - დამოუკიდებელი პერსონაჟი. ერთი სიტყვით, ვცდებოდი და რა კარგია. ინაური არ არის მოქმედება მხოლოდ უმოქმედობის კონტრასტის შესაქმნელად. ის დამოუკიდებელია და თავისი "ჩვეულებრიობით", ძალიან საინტერესო. მისი მიმიკები, ქცევები, უქამრო შარვლის გასწორების დეტალები მხოლოდ მაშინ გამხიარულებს, როცა ამჩნევ. და მე თუ მკითხავთ, ინაური არანაკლებ სასაცილოა, განსაკუთრებით, როცა წელგამართული, სულსწრაფი ენთუზიასტის ნდობით აცმუკებული შემთხვევით ვარდება შავი კუბიკიდან; ან, როცა ცდილობს იყოს ზუსტად შარვალაკაპიწებული მეთევზე, ვინც ცოცხალი თავით არ იქნებოდა ამხანაგი თავაძე; ან, როცა მრავლის-მნახველი, მნიშვნელოვან გამოცდილება-მიღებული გამომეტყველებით ბრუნდება სინათლით სავსე ოთახიდან პატარა, ფრთხილად გაწვრთნილი, დასტოინი ფინიასავით.

თავაძე - რა კარგია, რომ აქვს ზუსტად ისეთი ცხვირსახოცი, როგორიც 90-იანების მამაჩემს ჰქონდა; რა კარგია, რომ ეძინება ინაურის მხარზე თავჩამოდებულს, სანამ ინაური კარებზე დასაკაკუნებლად გაეპარება; რა კარგია, რომ "მიემართებოდა" და არ მიდიოდა; რა კარგია, რომ სპექტაკლის განმავლობაში არც ერთხელ ბოლომდე არ გაუმართავს მუხლები; კარგია, რომ თვითონაც ერთობა და კარგია, რომ ვერ წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება იყოს თავაძის პერსონაჟი ასეთი სერიოზული და კომიკური ერთდროულად; რომ მარტო დარჩენილი, წყალს აბუყბუყებს და შადრევანივით ამოაფრქვევს; რომ 'un peu' გაფურთხებს პირში ჩაგუბებულ, ნერწყვნარევ წყალს და მერე მთელი მონდომებით სრიალებს და სრიალებს; რომ მოულოდნელად, "ზოლებიც-კი-ერთნაირი-გვაქვს" ტრუსებით აცნობიერებს, რომ ნისლში კი არა, სცენაზეა - და აკეთებს იმას, რასაც გავაკეთებდით ნებისმიერი თავმოყვარე ჩვენგანი: იჯერებს, რომ ყოველთვის იცოდა ვინ იყო, სად იყო და რატომ. ხოლო, იმის დასამტკიცებლად, რომ სინამდვილეში თამაშობდა, მეტი მონდომებით ცდილობს აბსურდული სიგიჟით ცანცარს. თავაძე ჩვეული მანერით აცოცხლებს ტიპს, რომელსაც უმოქმედო თავისუფლებით "ჭკუიდან გადაყავხარ". იძულებითი ბოდიში კი სპექტაკლის ბოლოს ჩვენი ყოველდღიური საცოდაობაა. ბოდიში მამას, რომ არ ხარ კაი როჟა; ბოდიში საზოგადოებას, რომ არ ხარ ალტრუისტულად სასარგებლო და საყოველთაოდ მისაღებ-მოსახმარი; ბოდიში უფროსს, რომ არ ხარ თუთიყუში და კიდევ უარესი, არც კი გყავს თუთიყუში, რომ ისწავლო, როგორ იყო თუთიყუში; ბოდიში მეგობრებს, რომ ვერ ამართლებ მათივე მოლოდინებს მათივე სირმა ტვინებმა რო წარმოიდგინეს; ბოდიში იმას, ვისაც ჟიმავ, რომ ძველებურ ფორმაში ვერ ხარ და იმაზე მეტს ჭამ ვიდრე ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმუმია; და ბოდიში საკუთარ თავს, რომ გიწევს ამ იძულებითი, "გენერალური" ბოდიშის მოხდა.

შუაღამეს გადასცდა. თითქმის მძინავს. სპექტაკლის შემდეგ დავლიეთ ჩაი "ფამილარული" თაფლით და სიცივით დაბზარულ ტუჩებს ისევ ასდით მძაფრი, ლურჯი სიგარეტის ღერების სუნი. ძილინებისა.

"დიდი შესვენება" მარტო

(პირველი ნაწილი)

ჩემი ჩაის ჭიქა, სახელად ოლივერი, შიგნიდან სულ შავია. და ორი კბილი აქვს ჩამტვრეული. გარედან ლონდონის სასამართლოს კონტურები ახატია. ქვემოთ აწერია: "MADE IN ENGLAND". როცა შიგნით მძაფრად შედედებული შავი ჩაი არ ლაპლაპებს, ჩანს ჭიქის ფსკერი. საღებავაქერცლილი. და ნაფხაჭნები გადაჭრილი კუნძის წრეებად დაჰყვება. ცალ-ყურ-დაცქვეტილი ოლივერი ეხლა ჩემს წინ დგას და მელოდება როდის მოვრჩები წერას. საწერი ბევრია. საფიქრალი - უფრო მეტი. და ამ წერილის ბოლოს ოლივერი სავსე იქნება თითებიდან ამოღებული სევდით.

დილით ადრე მოვედი სამსახურში. ჭუჭრუტანიდან სინათლე გამოდიოდა. სახლში ვიღაც იყო. დავასკვენი, რომ ჯორჯი შიგნითაა. გამოვიძრე ყურსასმენები, შევიკარი ნახევრად გახსნილი ქურთუკი და დავრეკე ზარი. დღეს ცისფერ პერანგზე ჩემი ძმის ლურჯი ქვისფერი ჯემპრი მაცვია. კარს არავინ აღებს. ცოტა ხანი ველოდე და ისევ დავრეკე ზარი. მერე ჩავედი პირველ სართულზე და ავიღე გასაღები. სავარაუდოდ ოფისში არავინაა. და გუშინ ღამით ვიღაცას დარჩა შუქი.

მთელი დილა გულის რომელიღაც კარადის რომელიღაც უჯრას ჩუმად უხარია, რომ საღამოს თემურ ჩხეიძის სახელოსნოს "დიდ შესვენებას" ვნახავ. თავხედია და სრული უტიფარი. ჩემ მაგივრად უხარია! 9-ის 18 წუთზე ვფიქრობდი, რომ ზუსტად 12 საათი დარჩა სპექტაკლამდე და დედამიწის ნახევრად შემობრუნების შემდეგ მე იმავე დედამიწაზე, უბრალოდ სხვა ადგილას ვიქნები და ვუყურებ სპექტაკლს. ხანდახან რა უცნაურია ყველაფერი. უბრალო რაღაცებიც კი. განსაკუთრებით, სივრცე.

შუადღეს ვფიქრობ, რომ ამდენი Dubsmash-ის გადაღება აზიანებს ჩემი "ახალგაზრდა და ჭკვიანი პროფესიონალის" რეპუტაციას. ამიტომ, საღამოს ვიღებ ახალ Dubsmash-ებს, ამჯერად cowboy-ს ქუდით და მეტი მონდომებით. ჩემი ლოგიკა ასეთია: თუ აღარ ვიქნები "ახალგაზრდა და ჭკვიანი", შეიძლება უფრო საინტერესო როლი შემხვდეს. აი, მაგალითად, დიდი სიამოვნებით გავრეკავდი "ახალგაზრდა შეყვარებულის" გასარეკს, დავირქმევდი "ეს-ნორმალური-მეგონა-და-რა-ჯანდაბა-ეტაკა"-ს და ამ დებილ ხალხს ვაჭმევდი "ყლეზე-დაიკიდა,-ტო?"-ს...

ჰო, მართლა, ბოდიში რომ ეს არ არის რეცენზია სპექტაკლის შესახებ. ჩემთვის ყველაზე მთავარი ტიპი ამქვეყნად არის მე, ამიტომ, ყველაფერს რასაც კითხულობ და რასაც მერე წაიკითხავ არის ამ ერთი მე-ს აზრი, ამ ერთი მე-ს გადმოსახედიდან და ამ შენ ერთ მე-ს მაგრად არ აინტერესებს ობიექტურობა და მსგავსი სტანდარტები. მე-ა რა...

ჰოდა, კიდევ, ეს წერილი ბევრჯერ შეიცვლება, ალბათ. იმიტომ, რომ აზრი შეიცვლება და ეხლანდელი მოსაზრება ავთენტური კია, მაგრამ შესაძლოა სულაც არ იყოს რეალური, თუნდაც ერთი საათის შემდეგ. ამიტომ, საკუთარ თავს ვაძლევ პირობას, რომ არ ჩავასწორებ, გადავაკეთებ, დავ-სასვენნიშნებ წერილს. იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ეხლაა, იყოს მარტო აწმყოს კუთვნილება და აღიქმებოდეს საკაიფო წარსულად ნებისმიერი მომავლიდან. თუ არც, რა.

სპექტაკლი კარგია. დათა ფირცხალავა. პირველად გავიგე. მაგრამ მას არც გავუგივარ, ასე რომ .. ბლა ბლა. ბილეთები ვიყიდე გუშინ. მე და ქრისტინა მივდივართ. როგორც იქნა, შევთანხმდით და დავამთხვიეთ თავისუფალი დროები. ზუსტად ვიცი, რომ ჯორჯი ჰაერში იქნება 18:05-ზე, ამიტომ, შანსი არაა რამე გამომიჩნდეს.

(მაგარი რამეა ალბათობისგან თავისუფლება.)

ოფისიდან გამოვდივარ 7-ზე. სამეფო უბნამდე 7 წუთია, მაგრამ ლოდინს თავის ფასი აქვს. მხვდებიან ჩვენი დამლაგებლები: მცირე-ჭაღარა და მცირე-ჭაღარას-დაუღალავი შვილი. მცირე-ჭაღარა კაი-ყმაა (მოვლენილი დიაცად). მოკრძალებით იღებს ხოლმე ჩემს ნაგვის ურნას, როცა მაგიდასთან ვზივარ და მერე ისევ მოკრძალებით, თვალგამოპარული თავაზიანობით აბრუნებს უკან. დალაგებისას ასეთი გადაწყვეტილი კანონზომიერება ბედნიერებაა. ბედნიერებაა, რომ იცი, საღამოს, საკმარისად გვიანობამდე თუ დარჩები, მოვა მცირე-ჭაღარა და მზრუნველი მდედრი გნომის მონდომებით მოაწესრიგებს საყოფაცხოვრებო და სამსახურეობრივ ნივთებს.

ფოიეში შევდივარ. "მეორე სად არის?" მებილეთე კაცი უყურებს ჩემს ბილეთს. "მალე მოვა, დამირეკავს და გამოვალ და შევხვდები." კარგიო, თავს მიქნევს. ჩავდივარ კიბეებზე. შუაში ვჩერდები. ჩემი ადგილი კედლის უკანაა. ვერავინ გამჩნევს, არავინ გხედავს. იმედი მაქვს ნინო დღესაც იქნება. ნინო აი ის გოგოა, კარებს რომ აღებს ხოლმე ზარის დარეკვის შემდეგ და რომ გაფრთხილებს, ტელეფონი გამორთეო. დღეს ვიღაცამ აწყენინა. თეატრის თანამშრომელი, ახალგაზრდა ბიჭი უხსნის, რომ მისი ბრალი არაა. ნინო არ ურიგდება და მე მთელი გულით ვგულშემატკივრობ ამ ბიჭს. შეიძლება მართლაც მისი ბრალია, მაგრამ მაინც. მერე ვცდილობ არ გამეღიმოს.

გაბუნიამ შემოიხედა. არც ვიცი როგორ უნდა მიმართო: დათო თუ დავით. სრული სახელებით მარტო ახლო მეგობრებს მივმართავ, ამიტომ, "დათო" გამოვიდა. დათო კარგი ბიჭია. გვარად, ბლუმკვისტი. ("გაბუნია" ფსევდონიმია.) ამიტომაც, სალტკროკელი უფროა, ვიდრე - სრულყოფილი მოქალაქე თბილისის. და საინტერესოა. ხანდახან ვფიქრობ, რომ დრამატურგებისთვის ყველანი პერსონაჟები ვართ, და რომ ადამიანების არსებობას (თუ საკმარისად ბევრ დროს დახარჯავენ დრამატურგობაში) უსინდისოდ გამოიყენებენ პიესაში, მაშინვე, როგორც კი დასჭირდებათ. პრინციპში, დრამატურგისთვის ადამიანი მოქმედი გმირია, ყასაბისთვის - ხორცი.

შევდივართ სპექტაკლის სანახავად. სკამები ისევ სცენაზეა. პირველ რიგში ვსხედვართ. მძაფრი სინათლე მანათებს.
მაყურებლის სინათლე წყდება. ძველი საკლასო ოთახის თეთრ ნათურებს ინფარქტი არტყამს. წინ ჩემი კლასია.

პირველად ყორღანაშვილი ჩანს. მაღალია.
მერე შარვაშიძე, სპორტული შარვლით, თეთრი სვიტერით. თავზე ქუდით, რომელიც თბილია.
მერე ხვედელიძე. ბემბის ბუ გამახსენდა უცებ. ხვედელიძის გამო არა.

მსახიობები იწყებენ. ან დაიწყეს და ეხლა შევამჩნიე. ჩემ გვერდით გოგო ზის. იცინის. მე ჯერ არ ვიცი სასაცილოა თუ არა. მაგრამ ეს ხმამაღალი "აღლანტაღალ" და "ჰაჰაიე" მაღიზიანებს. ბიჭური დიალოგია. და ძალიან უცნაური. "დედაშვც", "ამის კარგი მოვტყნ" და "ყლე" ხშირად არ მხვდება ყურში. პრინციპში, ყურში "შენ მტერს მოხვდა"... კლასელები სკოლის დამთავრებიდან 15 წლის შემდეგ იკრიბებიან ძველ საკლასო ოთახში. მერხები ისევ ისეთი, პარკეტიც. არ მინდა გავიფიქრო როგორი იქნებოდა ჩემი კლასი მათ ადგილას. ("ვისაც საჭიროა, ისედაც ვნახულობ." - თვითმიტივება ჩემი დიდი ნიჭია.) შიშინაშვილს ელოდებიან. შიშინაშვილს თქვენ კი არა, მთელი 3 რიგი ველოდებით! (პირველად "სამშობლოში" ვნახე. დიაკონი იყო. ისევ პირველ რიგში ვიჯექი და "რა-სიცოცხლეა" და "საყვარელი" მირტყამდა "ბეჭებში".)

ყურღანაშვილი ყვება როგორ ააკითხა სახლში შიშინაშვილს. ცოლი დამხვდა მარტოო. ფეხმძიმედაა ალბათო. მუცელი არ ეტყობოდა, მაგრამ მაინც ასე მგონიაო. მერე შიშინაშვილიც მოვიდა და, ალბათ, წამოვალო. ცოლსაც უნდოდა წამოსვლა, მაგრამ მე ავუხსენი, ცოლები კი არა ჩვენი კლასელი გოგოებიც კი არ მოდიანო.

ჰოდა ცოლიც გაეჩითებათ შუა სპექტაკლში. მართლა ფეხმძიმედაა.

გორგიჭიანი ფოჩხუას როლს ასრულებს. სიარული ეზარება და ყველაზე კაი ყმაა ამათში. დანარჩენს არ დავწერ. უნდა ნახოთ. ხუთივე უნდა ნახოთ რა, და ყურებაში გართულს მოსმენა არ დაგავიწყდეთ. დაჯექი, ფირცხალავა. ხუთიანი!

დღეები დასჭირდება გაცნობიერებას. ალაგ-ალაგ გამახსენდება პიზოდები: "მარშუტკაში", საავადმყოფოს მოსაცდელში, ოფისში, წვეულებაზე, სამზარეულოს მაგიდასთანაც, ალბათ. ფირცხალავა, ყოჩაღ!

ბევრს ვერაფერს ვიტყვი სპექტაკლზე. ის დღეები გამახსენა, როცა ყველაფერს ვგრძნობდი და ყველაზე მეტად მტკიოდა. ამიტომ არ მინდა ამაზე წერა. ტკივილი თუა ახალგაზრდობა, სირბილი იყოს ბავშვობა მაშინ. და როცა არ იცი რა ხარ, იჯერებ იმას, რასაც გეუბნებიან რომ ხარ. და ესე ვიყავი მონაცვლეობით ყლეც და გენიოსიც (თუა რამე განსხვავება).

სპექტაკლი დამთავრდა.
ფოიეში ვიდექით. ყველა ეწევა. ამ დროს ვფიქრობ, ნეტავ მეც შემეძლოს მოწევა-მეთქი. აი, ნამდვილი ნაფაზის დარტყმა რა, ხველა რო არ გიტყდება და არც თავბრუ გეხვის და არც 13 წლის დებილივით წითლდები. მწეველების ადგილას, მივიდოდი ვინც არ ეწეოდა იმასთან და შევთავაზებდი სიგარეტს. როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე: "სიგარეტი ხო არა გაქვს, ძმა?"

ქრისტინამ ახსენა, რომ აფიშის მხატვარს იცნობს.
მე ხანდახან მესმოდა რასაც ვამბობდი, ხანდახან ვფიქრობდი სპექტაკლზე. ყველა ნაოჭი მნიშვნელოვანია?
იმედი მქონდა, რომ "დიდი შესვენება" დიდი შესვენება იყო. რომ სპექტაკლი ჯერ არ დამთავრებულა და მეორე ნაწილი დაიწყება. რომ ვიღაცას რაღაც შეეშალა, დაავიწყდა, რავიცი...

გზაში ვისაუბრეთ. ბევრი არაფერი მახსოვს. გამოსვლისას დავინახეთ: ქუჩაში მარტო მოდიოდა კალატოზიშვილი. სცენის გარდა, სინამდვილეშიც არსებობს. (ალბათ, პარასკევს მესამედ ვნახავ "ტროელ ქალებს").

დანკინ დონატსის წინ ბიჭი რუსულად მღეროდა რაღაცას.

ჰოდა თბილისში არ ცივა. კაშნეც კი არ მიკეთია. ქუჩაში იმაზე მეტი ხალხია, ვიდრე ამ დროს არის ხოლმე.

როგორ მოვედი, ზუსტად არ მახსოვს. ვათვალიერებ ჩემს მაგიდას. ოლივერი გვერდით დგას და ისევ ერთგულად მიყურებს. ჩაი გაცივდა.

_____________________________________________________

(მეორე ნაწილი)

მეორედ ნახვის შემდეგ:

"მოზაიკაში" თბილოდა. გარშემო ბევრი ნაცნობია და თავი სხვის სახლში ვიგრძენი. როგორ შეიძლება ამდენი ლამაზი ადამიანის არსებობა ერთდროულად. თუმცა, ჩემს მეგობრებს ხშირად ეცინებათ, როცა ვინმეზე ვიტყვი ულამაზესია-მეთქი. მერე, იხსენებენ, გახსოვს ის უშნო რომ მოეწონაო? მე რომ ლამაზი ვიყო, ალბათ, სხვების სილამაზის მიმართაც მეტი პრეტენზია მექნებოდა.

დღეები გადიან უცნაური სტანდარტულობით. dubsmash-ების ("guess the movie") კონკურსში თინათინ ათინათმა ყველას მოუგო. მოკლედ, ერთ დღეს გადავწყვიტე, უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო dubsmash-ები, დამეწყო კონკურსი: "guess the movie / song" და ვინც პირველი დაწერდა რომელი ფილმიდან / სიმღერიდან იყო ციტატა, ის მიიღებდა 1 ქულას. ვინც პირველი შეაგროვებდა 10 ქულას, ის გახდებოდა გამარჯვებული. პრიზი, რა თქმა უნდა, ჯერ არ მქონდა მოფიქრებული და გამარჯვებულზე იქნებოდა დამოკიდებული. ჰოდა, თინათინ ათინათმა ყველაზე ადრე დააგროვა 10 ქულა.

ბევრი ვიფიქრე რა შეიძლებოდა პრიზად გადამეცა. თავიდან დავაპირე ცხელი, ჩემი გამომცხვარი, ვარსკვლავის და სოკოს ფორმის "ხრ-H-უნებით" მივადგები EMC-ში მეთქი. თუმცა, ამასაც თავის რისკი აქვს, ბევრი რამ შეიძლება წავიდეს არასწორად: დამეწვას ხრაშუნები, გზაში გაცივდნენ და აღარ იყვნენ გემრიელები, ვერ მოვასწრო ოფისიდან გამოსვლა, ვერ გადაურჩეს ჩემი თანამშრომლების მსახვრალ ხელს... მერე ლაშას ვკითხე ისევ თქვენთან არის თინათინი, თუ სადმე გადავიდა-მეთქი. და ლაშამ, ჩვენთან აღარ მუშაობს, ჯიქიაზეაო. ჯიქია ვიცი რომ საბურთალოზეა, მაგრამ საბურთალოს კარგად არ ვიცნობ და ამიტომ, დიდად არ მიყვარს. პლეხანოვი კი ხანდახან მესიზმრება ხოლმე. მაგრამ, ჯიქია მაინც საბურთალოზეა (ჯერ-ჯერობით). ამიტომ, გადავწყვიტე, სპექტაკლის 2 ბილეთი ყოფილიყო პრიზი. თინათინი იძულებული იქნებოდა საკუთარი ფეხით მობრძანებული თავისი საბურთალოს ჯიქიადან! გენიალური გეგმაა!

ვიფიქრე, "სტრიპტიზზე" წავალთ მეთქი და თან რამდენიმე დღე ვაწყობდი ტექსტს. როგორ უნდა მისწერო ადამიანს, რომელსაც სულ რამდენჯერმე შეხვედრიხარ, რომ არ ხარ creepy stalker, უბრალოდ, რაღაც მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა რომ კონკურში იღებდა მონაწილეობას, და ამიტომ, ეპატიჟები "სტრიპტიზზე". საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ "სტრიპტიზი" ისედაც ნანახი აქვს. ამიტომ, წავდივართ' "დიდ შესვენებაზე".

დღეს კვირაა. ცივა. ძალიან ცივა და მახსენდება ფლენსბურგი, სადაც სულ ციოდა. მთელი 2 წლის მანძილზე, ვერ მოვიცალე ხელთათმანების საყიდლად, ამიტომ სულ მეყინებოდა თითები. და გულწრფელად მჯეროდა, რომ თუ თითები საკმარისად გაგეყინება, Horowitz-ის თითებივით წვრილი და ლამაზები გახდებიან. როცა გცივა, გრნძნობ რომ ადამიანი ხარ, არსებობ. გრძნობ წამებს. აწმყოს აცნობიერებ და ყველა დეტალს ამჩნევ. ყველაფერს აქვს თავის ფასი, ადგილი და მნიშვნელობა. ამიტომ, მომეწონა Iñárritu-ს Revenant, და ამიტომ ველოდები გარეთ.

თინათინი და მარი მოვიდნენ. ვსხდებით შესასვლელთან. ნინო ჩვენ გვერდით ზის. ყველაფერი არის ძალიან კარგად. იმიტომ, რომ სამეფო უბნის თეატრი სულ უფრო და უფრო ემსგავსება ჩემს ძველ სახლს. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ, რაც უცნაურია, იმიტომ, რომ ამ სკამებზე ადრე არასდროს მილაპარაკია ამდენი. მე ვუყვები ნიუ იორკზე. თებერვალში წავალ და ვიბოდიალებ ქუჩაში, როცა ღირშესანიშნავი ნიუ იორკელები ოფისებში ისხდებიან. პირველივე დილით გავალ და ადგილობრივ ჯიხურში ვიყიდი "The New Yorker"-ის თებერვლის ბოლო კვირის გამოცემას. დავლევ ყავას და საქმიანი გამომეტყველებით დავაკვირდები ჭადრაკის მოთამაშეებს Central Park-ში. და ერთ საღამოს king Cole Bar-ში შევუკვეთავ მარტინის ზუსტად ისე, როგორც ნამდვილმა მეტიჩარა ჯენტლმენმა უნდა შეუკვეთოს და თვალმოჭუტული გავხედავ გვერდით მსხდარ წყვილებს. და ვიქნები მარტო და თავისუფალი, ზუსტად ისე, როგორც მინდა!

ახლა კი სპექტაკლის შესახებ:

ყორღანაშვილი ხანდახან ისე ძაბავს შიშინაშვილს, რომ მგონია, მართლა შემოარტყამს. ციცი ზუსტად ისეთი ტიპია, აი შევიკრიბოთ-შევიკრიბოთ, რო ატყდებიან და მაგათ მეტს რო არავის უნდა ეს შეკრება. ყველაზე მეტად მგონი მაგას პწკენს სინდისი და მაგიტო, ალბათ. ჰოდა, მაგიტომად გადაფხაჭნის "ფოჩხუა ყლე"-ს მერხიდან. ყორღანაშვილის პერსონაჟი აი ზუსტად ისეთია, ყველას რომ გვყავდა კლასში: ყურადღების ცენტრი, სანამ სხვა Alpha Male-ები გამოჩნდებიან და დიდი ბავშვი, სკოლის ამბები სკოლის მერეც რო გაყვებათ ხოლმე. ცოტა გაიძვერაა ეს ციციშვილი. აი, რაღაცნაირი, ახვარი ტიპები რო არიან, ოღონდ არც მთლად პროჭები, ეგაა რა. ყორღანაშვილი ზომიერია, გაწონასწორებული და თანმიმდევრული. ხმას კარგად ფლობს და ზუსტად სვამს "უდარენიებს". შეიძლება, მეჩვენება, მაგრამ ასეა. ისეთი მსახიობია, "მთხრობელის" როლს რომ მისცემდი, დასვამდი სკამზე და მოუსმენდი სად იყო, რა უთხრა, მერე იმან რა უპასუხა - ბაზარს.

გულორდავას როლში შარვაშიძე კაიფობს. თამაში არ ჰქვია მაგას, გულორდავას როლში შარვაშიძე კაიფობს! და ძალიან მაგარია! ყველაზე მეტად გულორდავა მევასება მაინც, ყველაზე ღია ტიპია და იმიტო. როცა წყინს, წყინს. როცა ბრაზობს, ბრაზობს. როცა უნდა, რასაც უნდა, იმას აკეთებს და ამბობს. უსაქმურობს ზედმეტი დრამატიზმის და "ამ-ცხოვრების-დედაშვც"-ის გარეშე. გულორდავასნაირებთან ლაპარაკი ასწორებს, გამოვიღებთ პეროებს, დავდებთ სკამზე და არც ის გეტიპება, არც შენ ეტიპები. შარვაშიძე ზუსტად სვამს გულორდავას. კაია როცა მსახიობს ეტყობა რო უსწორდება როლი რა, არც შენ გძაბავს და არც თვითონ იკლავს თავს. კაია, შარვშიძე, ეგრე გააგრძელე და კიდე ბევრჯერ მოვალ(თ) შენს სპექტაკლებზე.

ხვედელიძე, ხვედელიძეეე. ხვედელიძის პერსონაჟი ვაფშე რა როჟაა ვერ გავიგე. ეგეთი ტიპები არ გვევასება რა. შეყვარებული რო გაუთხოვდებათ და მერე გაფაციცებულები ადევნებენ იმათ ცხოვრებას თვალს... მარა აი, ტელეფონი რო მოეწონება და განვადებას ჩალიჩობს... მერე რო გაუტყდება, 700-800 ლარის პონტში და "შენახვა ხო უნდა"-ს იმიზეზებს, ეგ გაგვისწორდა ყველას. ხვედელიძეზე მგონი ადრეც დავწერე, მარა თუ არ დამიწერია, ე.ი. დაწერა მინდოდა და ვერ მოვიფიქრე როგორ: ეგეთი არაგროტესკული პერსონაჟი გყავდეს და მაინც ამდენ ყურადღებას იმსახურებდე, საღოლ! ანუ, ბევრი არაფერი ახასიათებს, არც გამორჩეული ციტატები, არც განსაკუთრებული ქცევები, არც საინტერესო ზმანი, მარა მაინც სულ უყურებ. ვიღაცა რაღაცას იტყვის და შენ მაინც ხვედელიძეს უყურებ. და მერე იმ ვიღაცასაც იმიტო უყურებ, რო ხვედელიძემ შეხედა. იმედია, მიხვდი.

შიშინაშვილზე ბევრს არაფერს ვიტყვი, ისედაც ყველა იცნობს და ყველას ევასება. რა პონტში იტყუება თავიდან, ცოლის ფეხმძიმობაზე... გაყიდვების მენეჯერი. ბოლო სცენაში, როცა გოგრიჭიანთან მარტო რჩება და ჯერ არ იცის, რო გოგრიჭიანი კუთხეშია, აი ეგ რამდენიმე წამი კაია. ამოისუნთქავს, გადარჩა. და მერე, ეგრევე იცვლება, იძაბება და შენზეც მოქმედებს ეგ დაძანულობა. ძალიან მოქმედებს. მთელი დარბაზი წინგადმოხრილი ვუყურებდით ბოლო სცენას. არავის მოგვსვლია თავში გაღიმებაც კი, როცა გოგრიჭიანი ეხვეწება გამარტყიო. უყურებ და გრცხვენია, რომ მანამდე გეცინებოდა. და აღარ გახსოვს საერთოდ რა იყო სასაცილო. ბოლო სცენაში თავს ზუსტად ისე გრძნობ, როგორც სკოლაში, შენი ძმაკაცი რო ვიღაცას ცუდად ეღადავებოდა და აჩმორებდა, შენ კიდე მაგაზე იცინოდი. შენი სიცილის გრცხვენია.

და ბოლოს, გოგრიჭიანი. რა ვთქვა, აბა. ისეთი უშუალოა, გგონია ვოვკა ფოჩხუა კი არა, თორნიკე გოგრიჭიანია, ნამდვილი სცენაა და არა სპექტაკლი. ალბათ, ყველა მსახიობის მიზანი ეგ არის, ისე გაიხსნას პერსონაჟში, რომ არ არსებობდეს ზღვარი მასსა და მის გმირს შორის. მოკლედ, აქ ბევრის წერას აზრი არ აქვს რა. პირფერობას და ხოტბას გავარტყი. თუ გინდა ნახო რამე კაი, წადი და კარგად დააკვირდი გოგრიჭიანს.

ფეხით ჩავედით პეროვამდე. აღმოჩნდა, რომ მე და მარი ერთ კორპუსში ვცხოვრობთ. "მოზაიკაში", ალბათ, ისევ თბილა.

როგორ გამიმართლა, რომ ავირჩიე აქ, ამ დროს დავბადებულიყავი. კი არავის გევასებათ ეს დედანატირები ქვეყანა, მარა კარგად არ იცნობთ და იმიტომ.
ძილის წინ ვცდილობ დავისიზმრო "დიდი შესვენება".

...სკამის პატარა ცხოველი - მტვერი,
ეთამაშება სინათლეს მაღლა.
და მკაცრ სცენასთან იცდის პარტერი,
როგორც მშიერი მოხუცი დახლთან.

Être



I want to tell you a story.

More than a year ago I gathered all my paper jungles: notebooks filled with my stories, verses and drawings. I managed to cram five years of my thoughts into two plastic bags. I didn't even look through them because I thought I'd change my mind. And I wanted to go through with this. Get rid of them.

And I did.

...used to write letters. So many of them. Some to you, to my friends, family, imaginary and real people, characters of my books, future self... hundreds and hundreds of unread letters. I thought one day I'd arrange them into small files and send them to the recipients. They'd read them and know that during those months of my silence I wasn't silent at all. I hadn't forgotten them. In fact, I remembered and thought and cared. And they meant a great deal to me. They'd read those letters from decades ago. Memories of our brief conversations and adventures would warm up their sparkling hearts and slightly older hands.

Almost all the letters were in the second plastic bag.

If I didn't tell you this now, you wouldn't have ever known that perhaps once there were quite a few letters addressed to you. Which you were meant to read. Which are lost now.

Does it feel strange? Because that is how I feel when I think about leaving the planet when it's time. Being lost into nothingness isn't what I fear. In contrary, I fear how much I desire that nothingness.

I thought I'd get rid of my thoughts when I was throwing those bags into the trash cans. I felt easy and spotless for an hour. But then I felt cheap. I was determined not to give in. And I didn't.

And today, one year and three months after the disappearance, I think I know: I feared I'd become one of those writers who are "so full of words" but not life. I dreaded the fact that writing would consume me. And eventually I'd ran out of subjects to write about. I desired freedom and independence even from the threats of my future self. But most of all, I feared that after all these years I might not have been so different from others: Did I desire to be noticed and loved? I loathed that thought - so vulnerable, so human.

Turns out, you can be noticed and loved by many but all the wrong people, and it doesn't make a difference.



Sometimes, I take a book off my overweight shelf and discover a paper in-between the sheets. It's a letter or a verse.

I chase and collect my lost papers now.
Here are few of my thrown away thoughts:

I come home. Late at night. Classes end at 10 pm. And I am supposed to be tired. But due to the fact that I have no job and am successfully neglecting all my class workload I am anything but tired. I’m active aggressive I guess. That’s because I’m hungry. I’m always hungry. There are times, like once in a month when I realize that I’m not hungry and it’s a very good feeling. It’s not that I’m dieting or trying to starve myself. I’m just quietly hungry almost all the time.

Classes are not major success for me. Nothing is anymore. I try to remain positive. But who am I kidding. I always preferred to be sophisticated than happy. It’s a weird thing but I remember from the New Testament some kind of metaphor saying that happy people are like grain-less wheat, facing up all the time. Their heads do really lack some thoughts. So, since I were a child I had decided I’d never be one of those care-free people who lived their life with no frown or a doubt. Turns out being not-happy doesn’t automatically make you sophisticated. I think I’m more depressed than sophisticated. That’s why I try to keep secrets so I seem mysterious to people whose opinions don’t really matter.

Almost 2 am and I’m still up. You know what I thought, I should quit chasing these great aspirations of mine. Accept the fact that I’ll never be someone special in a way that Hemingway was. Looking back at my life I think I’ve spent all of my time chasing the stars and missed out on all the fireflies.


There are dreams and there are illusions and it’s not very easy to distinguish the two.


You know what sucks most of all? I’m trying to find someone who has figured it all out and lives happily just so I can believe that there is a sense in my experiences. And guess what. Everyone is as fucked-up as I am. Each and every one of them. So disappointing.


I used to wait till the midnight almost every night. I would wait for exact 00:00 point and congratulate to myself the beginning of the new day. It was my tiny celebration of meaningless future. Now I still wait till 00:00 and I still congratulate myself. But I celebrate the fact that I made it through one more day. The stopwatch starts again every night, counting down the past.


Each of us is a machine. We take impulse and transform it into another one - a thought, an action, feeling, and unrecognized piece of memory.

... "ტროელი ქალები" გაკვირდებიან

როცა გიყურებენ, რას ფიქრობენ? როცა გაკვირდებიან? აი, ზიხარ შენთვის, გგონია, რომ როგორც იქნა მიაღწიე იმას, რაც გინდოდა: ხარ, მაგრამ ვერ გხედავენ. და უცებ ჩერდება შენ წინ ლებანიძე, გუყურებს და გამჩნევს. თავიდან მეც ვუყურებდი (უზრდელობაა, რომ არ შეხედოო). მერე, სხვას გადავხედე, იმ იმედით, რომ ისიც გაიხედავდა. ვგრძნობ, რომ არ იძვრის. მეც დავიძაბე რა, და ერთი ხელის თითები უფრო მაგრად ჩააფრინდნენ მეორე ხელის თითებს. მერე, მაჯას. "გამიღიმე! თვალებში მიყურე!"

ისევ მიყურებდა. მივხვდი. ესეც მაგათი ხრიკია, ხრიკი და ხერხი, გიყურებენ, რომ რამე გაგრძნობინონ, რამე, ანუ: მეტი დრამა, მეტი სიმძაფრე, ყველაფერი იმაზე მეტი, ვიდრე - აქამდე. ყველაფერი დიდი სიყალბეა რა! ან სულაც არა. გადავწყვიტე მეც შევხედო. თან მეშინია, არ გამეღიმოს-მეთქი. არ მეღიმება. სამაგიეროდ ვხვდები როგორ ამოდის ჩემს თავის ქალაში პატარა არხებით სისხლი. მერე იმაზე ვფიქრობ, გულის ცემა ამიჩქარდა თუ არა. მახსენდება ისევ მარჯვენა ხელის თითები, მარცხენა ხელის თითებს რომ ახრჩობენ. გადამაქვს მაჯაზე.

(როცა ათის ვიყავი, ერთმა ექიმმა მითხრა, შუა სამ თითს თუ დაადებ მაჯას, პულსს ყოველთვის შუა თითი იპოვისო.)

ისინი აგრძელებენ ლაპაკარს. მე ვეძებ პულსს. ვიპოვე და ჩვეულებრივია. ანუ, სწორად გაზომვა არც ვიცოდი. საერთოდაც, მარტო მაშინ მახსენდება პულსი, როცა მგონია, რომ გული უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე - ჩვეულებრივ შემთხვევაში. ამიტომ, ეს „ჩვეულებრივი პულსი“ სულ არ ვიცი რა არის. შესაბამისად, სწრაფ პულსს ვერაფერს ვადარებ და დაძაბულ მაჯაზე ორ დრეკად ძვალს შორის ვცდილობ შესაფერისი თავშესაფრის პოვნას.

ლებანიძე ისევ მიყურებს. გვარი დავიმახსოვრე.

ყველა კუნთის არსებობა სრულიად აშკარაა. ვგრძნობ საკუთარ ზურგს, რამდენიმე მალას. მალებს შორის სიცარიელეს. სიცარიელეზე მახსენდება ჩემი უჯრედების სიმკვრივის ხარისხი და ატომებს შორის სივრცე. ისევ იმ აზრზე ვარ, რომ ღმერთი მე თვითონ ვარ და სხვა ყველა და ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. ობიექტურ რეალობაში არ არსებობს სხვა არაფერი. ჩემი არსებობა კი, ალბათ, იმდენად უცნაური იყო, რომ იძულებული გავხდი ჩემი მსგავსი სხვა არსებებიც გამომეგონა. ფანტაზიას არ აქვს საზღვარი? აქვს, რა თქმა უნდა.

და თუ არ გჯერა, მაშინ წარმოიდგინე სრულიად ახალი ფერი.

აბა?!

ლებანიძე მიყურებს. მეც ვუყურებ. უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ის რას ხედავს, როგორს მხედავს. ყველა სხვა მაინც მე ვარ. მგონი ქვედა ტუჩს ვიკვნეტ. სხვა რომ მიყურებდეს, იფიქრებდა სიცილის შეკავებას ცდილობსო. ამიტომაც აღარ ვიკვნეტ. უბრალოდ ვაკვირდები ლებანიძის თვალის გუგებს და მარჯვენა საფეთქელს. ნეტა, მაკიაჟი არ ჰქონოდა. ერთ-ერთ სცენაში, როცა 4-ჯერ შეასხეს კახიძეს წყალი სახეში, თითქმის სულ მოშორდა მაკიაჟი და გაცილებით ლამაზი იყო. ლამაზი, ანუ ბუნებრივი.

ჰოდა, ნეტა ლებანიძისთვის შეესხათ წყალი.

როცა გიყურებენ, რას ხედავენ? შეიძლება სულ არ გიყურებს, თვალებში. ალბათ, წარბებზე. მსახიობები თვალთმაქცები ხართ. შეიძლება მართლა არ მიყურებს. და მე გგონია რომ მიყურებს და მრცხვენია, იმიტომ, რომ არავის შემოუხედავს ჩემთვის ამდენი ხანი. ჩემზე გაცილებით საინტერესო პერსონაჟები დადიან გარშემო. გაცილებით ლამაზი ადამიანები გამოვიგონე, ზუსტად იმიტომ, რომ არავის შემოეხედა.

და მაინც, მაინტერესებს რას ხედავს, ან თუ ხედავს რამეს. როგორ აღიქვამს, ან არის თუ არა მისი ფუნქცია აღქმა. არც ის მახსოვს როდის გამოვიგონე ლებანიძე. არადა, თუ მართლაც ღმერთი ვარ, უნდა მახსოვდეს. პრინციპში, ჩემი სამყაროა და „უნდა“ თუ „არ უნდა“ ჩემი გადასაწყვეტია. (მუდმივად მჭირდება იმის შეხსენება, რომ თავისუფალი ვარ.)

სხვები ლაპარაკობენ. ლებანიძე მიყურებს და თვალები უცრემლიანდება. წესით, იმიტომ, რომ სხვები რასაც ლაპარაკობენ, მძიმეა. თუმცა, შეიძლება იმიტომ, რომ ამდენი ხანი მიყურებს თვალდაუხამხამებლად. "თავს აღარა ჰგავს!"

მგონი ისევ ტუჩს ვიკვნეტ. შევწყვიტე.

მარჯვენა ხელის თითები მარცხენას მაჯას ათეთრებენ.

ვაცნობიერებ საინტერესო ფაქტს: მარცხენა ფეხის ტერფს არ ვეყრდნობი. ქუსლი ოდნავ ამიწევია სცენიდან და უკან ვერ ვდგამ. ალბათ, ზუსტად ასე მკაფიოდ აცნობიერებენ საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილს ქანდაკებები.

სპექტაკლის დაწყებამდე დავითვალე დიდი ნათურების რაოდენობა, სცენის ჭერზე რომ დაამაგრეს. პროჟექტორები. ეხლა ვიხსენებ. სანამ ლებანიძე მიყურებს, მე პროჟექტორების ზუსტ რაოდენობაზეც ვფიქრობ. მგონი 21? არა, მეტი იყო. 35? არადა 1-ანი მახსოვს.

ნელ-ნელა ძვლების, კუნთების და სისხლძარღვების მობილიზებას ვეჩვევი. მხოლოდ ორი გარემო არსებობს: მე და ჩემ გარშემო. ჩემთვის, ორივე ერთია. განსხვავებული, ოღონდ.

მაინტერესებს რატომაა ასე შეუძლებელი მარცხენა ფეხის ქუსლის სცენაზე დაშვება. ტერფის ნაწილი უკვე ხომ დევს, არა? სხვა მაყურებლებიც მე მიყურებენ? ამჩნევენ ამას? სხვა მსახიობები?

უცებ მახსენდება, მგონი რომელიღაც პარალელური სივრციდან, ისე ვართ გაქვავებული, როგორც ვერძი და მთის ლომი. გარშემო ხან წყვდიადია, ხან მკვეთრი, თეთრი სინათლე (იმის მიხედვით, რამდენი სისხლია თავის ქალაში). ერთადერთი, რაც ცხადია, არის ის, რომ მკაფიო არაფერია. სხვა ნივთები ხან შემოცურდებიან აღქმაში, ხან მხოლოდ მე ვარ. და ის ობიექტური რეალობა, რომ მიყურებენ.

მერე მოჰხვევენ ხელებს ლებანიძეს და გვერდულად აწვენენ სცენაზე. ისევ მიყურებს. მე, მგონი, ვუღიმი. იდიოტი. სრული, მრგვალთვალება იდიოტი. შეწყვიტე ღიმილი-მეთქი, ვეუნები საკუთარ პირს და წყვეტს, მერე ისევ ტუჩს იკვნეტს და ამაზე უფრო ვუბრაზდები. არადა, სხეულიც ჩემი შექმნილია.

ხელებში ჩასჭიდეს ხელები. ის წევს. შავ იატაკზე მიაცურებენ. დაახლოებით ისე, როგორც მტვრიან ხალიჩას, მტვრის ამოფრქვევის შიშით. ისევ მიყურებს. ეს ყველაფერი ბუნებრივია.

გუშინწინ პირველად ვნახე „ტროელი ქალები“. მეორე რიგიდან. ჩემ გვერდით არავინ იჯდა, მარტო კიბე ადიოდა სცენის სხვენისკენ (ამას მალავენ შინდისფერი ფარდები). კიბის უკან ხის ჯიხურია. ჯიხურში - რეჟისორი ზის და სუბტიტრების პროცესიას ხელმძღვანელობს. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ თავაძე ადგა და პირველი გავიდა. ჩემ წინ ორი ქალია. წინასწარ ვიცი, რომ ხშირად გამაღიზიანებს ამათი თმა. ზუსტად კუთხეში ვზივარ, მეორე რიგში ორი უცხოელი. სკანდინავიელებს ჰგვანან. ვუყურებ. ვუსმენ. ხანდახან მცივა. „RED!” და მეცინება. „ORANGE!” - მეც შათირიშვილის ჟღალი თმა გამახსენდა. მერე ვფიქრობ, ძალიან ხმამაღლა ვიცინი-მეთქი.

კალატოზიშვილი ერთ ბავშვს მახსენებს, კიკეთში ერთად რომ ვისვენებდით. ნეტა რეპეტიციაც ასეთი საინტერესოა ხოლმე?

დღეს გადავწყვიტე მეორედ მენახა. ბილეთები აღარაა. სალაროში ვრეკავ 6:45-ზე. ერთი ბილეთია დარჩენილი და იმის ყიდვასაც ვიღაც ცდილობსო. კარგი. 7:00-ზე მოვალ და თუ იქნება ის ბილეთი, ვიყიდი. თუ არა და, არაუშავს-მეთქი. მოდი, მაგრამ, შეიძლება არ იყოსო.

7:00-ზე ჯერ დადიანზე ვიყავი. 7:03-ზე - სალაროსთან. უცხოელი გოგო ცდილობს იყიდოს ბილეთი „მოახლეებზე“. მე ვნახე, მაგრამ კიდევ ვნახავდი. არც ვიცოდი ბილეთები თუ იყო დარჩენილი. როდის იქნება სუბ-ტიტრებით, ხუთშაბათს თუ პარასკევსო. გამყიდველი ეუბნება, არ ვიციო. ამან ვერ გაიგო. ვუთარგმნი. რამდენიმე ფრაზის მერე ეს გოგო დაასკვნის: „Wow! Your Georgian must be really good!” „It’s supposed to be. I’m Georgian.” “Oh, wow!”
როგორც ჩანს, ბევრი რამ აოცებს ჯერ კიდევ.

მოლარე ვიღაცასთან დარეკვას ვდილობს, სუბტიტრების საკითხის გასარკვევად. ჩვენ ველოდებით.

მე ვეუბნები, რომ კარგი თეატრია. ვუყვები იმ სპექტაკლების შესახებ, რომლებიც ვნახე. უცხოელი გოგო მპასუხობს, რომ თბილისში ძალიან ბევრი თეატრია, და აქ არასდროს ყოფილა; რომ აქვე ცხოვრობს, მაგრამ სულ გვიან მოდის და სალარო ყოველთვის დაკეტილია; რომ ძალიან უნდა სპექტაკლებზე დასწრება და მგონი, ბილეთები აღარ დარჩა. მე ვურჩევ: „you can always try to sneak in”. გაკვირვებული მიყურებს, ვერ გადაუწყვეტია ვეხუმრები თუ არა.

მე დაღლილი ვარ, თან მგონია, რომ ამასობაში ის ერთი ბილეთი, რომლის ყიდვასაც ვიღაც ცდილობს, გაიყიდება. ამიტომ, ვაგრძელებ ამ გოგოსთვის უაზრო რჩევების მიცემას: „What’s the worst thing that can happen? Get kicked out? It’s still gonna be a hell of a story…” გოგო შესასვლელში, გამჭვირვალე კარის მიღმა, ბილეთების შემმოწმებლისკენ იყურება და მეუბნება, ეს კაცი არ შემიშვებსო. მე მხრებს ვიჩეჩავ, შენი ნებაა-მეთქი.

გვერდით გაბუნია ჩაგვივლის. სალაროს ფანჯრიდან გამყიდველი ეძახის გახარებული და ეუბნება, ამ გოგოს აინტერესებს სუბტიტრებით მოახლეები პარასკევს იქნება თუ ხუთშაბათსო. გაბუნია უყურებს და ეკითხება: პარასკევი გირჩევნია თუ ხუთშაბათიო. გოგო პასუხობს, პარასკევიო. თან გაოცებულია („oh, Wow!”). გაბუნია გამყიდველს ეუბნება პარასკევი იქნება სუბტიტრებითო. მერე ამ გოგოსაც იმავეს უმეორებს. გოგო: „wow! Just like that?” გაბუნია: „yeah! Just like that!” გაბუნია შედის ფოიეში.

გოგო სასწრაფოდ ყიდულობს ბილეთს. მერე მე მომიბრუნდება და მეუბნება: “How did he do that?” მე ვპასუხობ რომ გაბუნია დრამატურგია. მერე ეს გოგო მიყურებს და მეუბნება: „Do you…?” ცდილობს დაადგინოს მეც მაკავშირებს თუ არა რამე ამ თეატრთან. მე ვპასუხობ: „No. I’m just a big fan”. გოგო: „So you’re not an actor?” (flattered) მე: „not on this stage. In another theater”. გოგო: „Oooh!” (ყველაფერი გასაგებია-ს პონტში).

გამყიდველი უბრუნებს ბილეთს, ქვითარს და ბარათს. მე: „It was nice to talk to you”. გოგო: „Yeah, you too, and good luck!”

ის ვიღაც ისევ „წვალობს“. ანუ ბილეთს ჯერ ვერ ვიყიდი. გამყიდველს ვეუბნები, აქ დავიცდი და თუ ის ვერ იყიდის (ონლაინ ცდილობს), მე მომეცით-მეთქი. მეორე თანამშრომელი მეკითხება, სტუდენტური ფასდაკლებით გინდა იყიდოო? არა-მეთქი (მეზარება ავუხსნა, რომ სტუდენტი ვარ, მაგრამ არა თეატრალურის. რომ თავისუფალის სტუდენტებს სტუდ-ბარათები არ გვაქვს). მაშინ გვაქვს ბილეთები, ვიღაცის ჯავშანი გაუქმდაო. ვყიდულობ პარტერში, იმ იმედით, რომ ამჯერად პირველ რიგში მოვხვდები (მომავალ კვირაში ახალი სათვალის შეკვეთა მომიწევს. მართალია, ძველს არ ვხმარობ, მაგრამ, მაინც.). ერთ-ერთი გამყიდველი იწყებს ახსნას, რომ სკამები სცენაზეა. მე ვეუბნები, რომ გუშინწინაც ვნახე სპექტაკლი.

შევდივარ და ვჯდები მაგიდასთან. მაგიდასთან ოთხი სკამია. არ ღირს ვიღაცის 4 სკამის დაკავება. ამიტომ ვიღებ ჩემს ნივთებს და ვჯდები დარბაზში შესასვლელთან. სიგარეტის ურნას რამდენჯერმე მივარტყი ფეხი. ახლოს ზის ნინო. (ნინო შესასვლელის კარებს აღებს ხოლმე და გაფრთხილებს, რომ ტელეფონი გამორთო.) მე ხის კედელს მივადე თავი და ვთვლემ. სპექტაკლი ოდნავ გვიან დაიწყდება. მანამდე ერთი საათია.

პირველი ზარის შემდეგ ნინო აფრთხილებს ხალხს, რომ ჯერ ძალიან ადრეა. მეორე ზარზე ყველა კართან დგება. უცნაურად საუბრობენ.
ორი გოგოდან ერთ-ერთს მგონი შეყვარებული ურეკავს და ეს ეუბნება, რომ არ უნდა მოკითხვა. მერე ეუბნება, რომ სამეფო უბნის თეატრშია. მეორე ჭერისკენ აღაპყრობს თვალებს.

სტუდენტები არიან. ბიჭი, შეყვარებულით და ამ შეყვარებულის რამდენიმე მეგობარი გოგო. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი შეყვარებულის დაქალთაგანს David Bowie მოსწონს. ამ ბიჭსაც.

რიგში ორი ბიჭი დგას. ერთ-ერთი ეწევა. ოღონდ აქ არა. ისე, ზოგადად.

ჩემ წინ კიდევ ორი მოხუცი ქალბატონია. ტაქსით მოვიდნენ ვაკედან. ფეხით მოსვლა სჯობდა ისეთი საცობებიაო. ბევრჯერ თქვეს.

ბიჭები ნინოს კარებზე უკაკუნებენ. ნინო ეუბნება 2 წუთში გავაღებთო. 15 წუთი გადასცდა. გააღეს. პირველ რიგში ვსხდებით. ჩემ მარჯვნივ ის ორი მოხუცი ქალბატონია. მარცხნივ - ჩემხელა გოგო Man-bun-ით.

კალატოზიშვილი იწყებს.
ლებანიძე მიყურებს.
მაისაშვილის მონოლოგით მთავრდება. მონოლოგამდე ღიმილით ათვალიერებს სცენაზე მსხდომ მაყურებელს. აი, ეს არის სცენა! „ტროელ ქალებში“ მსახიობი მაყურებელია.

სპექტაკლიდან გამოსული ღრმად ვსუნთქავ. თბილისში ორი კვირაა წვიმს.
„ტროელი ქალები“ გუშინწინ ვნახე. და დღესაც ვნახე.

___________________________________________

სპექტაკლის მესამედ ნახვის შემდეგ:

ბილეთები პარტერში აღარაა. იარუსზეც მხოლოდ ერთი დარჩა.
ამჯერად უფრო ვუსმენ, ვიდრე - ვაკვირდები. ტროელი ქალებიც ნაკლებად მაკვირდებიან.

ყველაზე მეტად მამახსოვრდება მაისაშვილი, "შეხედე რა უყო სიკვდილმა. თავს აღარა ჰგავს!"-ის დროს, ფეხაკრეფით რომ მიაქვს სკამი. ალბათ, ათასნაირად შეეძლო აეღო და გადაედგა ეს ერთი სკამი, მაგრამ ქუსლებს არ ადგამს იატაკს. ჩუმად.

მას შემდეგ რაც სველი, აქვითინებული კახიძე ძირს ეცემა, მაისაშვილი და ლებანიძე წრიულად, მოწესრიგებული შველებივით მიკუნტრუშებენ ისევ და თვალებში გიყურებენ. გენიალურია!

პაუზებისას იყინება მაყურებელი და სუნთქვაც უფრო მკაფიოდ ისმის.

ტროელი ქალები კანუდოსელებს ჰგვნან.


Photoessay - The Same World In Different Shades.


There are moments in our lives (my life) when all the lights of the world seem to go out at once. And it’s... I stand, feeling my own palms clutching each-other. I am my own friend. I am the best friend I did not have. And it’s okay. We (I) don't have the burning desire of the sun anymore. I can be quiet, still, placid… We start observing ourselves. And suddenly my own body becomes much more interesting than it was way back during the light age. Darkness is minimalism. And minimalism is fine. For the world which has become so obsessed with possessions I choose to conquer my own state of unconditional being.

This is what I thought when I first came across the online magazine – Photoessay. It is bold, daring, and dauntless. Lead by Guram Muradov the magazine has established itself as a valiant attempt to reach to very special readers. Photoessay is not for everybody. But it is for the right people.

The magazine tells you a story. And the story’s not about you. So take out your head out of your arse, because it’s not a hat! And try to rediscover some things in the world you thought you already knew. Much like a film, stories float into the lines like the flattering continuation of photographs. They surround you. They fly in and out your confused mind and make you question that fickle image of the planet. And the world of Photoessay is vast!

So, hurry up, you (the latest edition of a fuck-up), leave your hat and the scarf, drop that single glove and get OUT! OUT! NOW! Out to actually see the streets and the people and the buildings and the walls and the spaces and trees and bridges and bugs and beetles. Observe them. You might even notice something for the first time in your life.

But don’t you dare forget the shades. Because through the mild lenses of Photoessay you’ll never see the same boring life. Be able to read the stories of average men and tired women, horny boys and shy girls.

You know what fascinates me? 2.20 – the price for nudity; Faces which have melted into environmental hungry non-being; portraits of people who actually do happen in my town; the dubious process of restructuring the skin I live in; minimal illustrations of lords and commons; starvation for explosions and painful realization that it all exists is my head. – I just told you a bit about the last issue of the Magazine. But, "we're all mad here". And perhaps, that's "why a raven is like a writing desk".

You want some more?

Go check it out. Photoessay.ge

You want me to tell it the way I tell?

But we’ve been here before. I won’t. Even though we both know perfectly well that I talk less than others. But short sentences I come up with are way more meaningful than endless bumbling of your fellow baboons.

But keep those dry Limoncellos coming. I get chatty in a company of charming Italians.

Linville - le petit café

If you haven’t been to Linville yet, you have to go! Immediately! Get your sunglasses on, a book and a pen and head to the loveliest, cozy little piece of magical world, full of classical Jazz and Blues. A glass of very dry, Tanqueray Martini, served straight up with a twist becomes an enchanting journey to the fairy world of bohemian 20's.

The dimly light rooms of dark indigo and pink ivory float into “the Autumn Leaves”; next to the “Blue Moon” and the “Blueberry Hill”. Yet, Ella and Louis bewitch the atmosphere when “Dancing cheek to cheek”. And sometimes, even Ray Charles scares the romance away by rock N’ Rollin’ the “road of Jack”.

Every once in a while a pianist pulls off the chair and the old piano breathes out the tunes of Billie Holiday.

You order a club sandwich and a blackberry ice tea… Sit at the ancient fireplace or at a terrace… There is no better place to dream, remember and watch how your ordinary day melts into the electrifying evening of summer. Don’t be greedy and treat pleasant waiters back with respect and smile (and a nice tip never killed anybody). Be kind – that’s part of Linville’s style. After all, aren’t we all supposed to grin and laugh and wink and live the life?!

Sitting here, at my favorite tiny table, reading “Le Petit Prince” (for the 100th time): I only wish there were more cherry pies and vanilla cupcakes; - Life would have become so much more exciting!

Here’s what I got in Linville: Live fast! Take your girl by the hand and travel back to the future through this petit café. After all, you only live once and if you do it right, once won’t be enough…

http://www.youtube.com/watch?v=9VXjZu_9KmY

"მე აღარ მჯერა ფორთოხლების არსებობის" - ანუ, "ადამიანთა მიწა" (ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი)

"და მაშინ ვიგრძენით, რომ ნამდვილი პლანეტის, ჩვენი პლანეტის ძებნაში, - იმ ერთადერთი პლანეტის ძებნაში, სადაც ჩვენი ნაცნობი პეიზაჟებია და ჩვენი მეგობრების სახლები, სადაც ჩვენი საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ, - დაკარგული აღმოვჩნდით პლანეტათა შორის სივრცეებში, ასეულ მიუწვდომელ პლანეტებს შორის.

მე ერთადერთი პლანეტის ძებნაში, რომელზეც... მე თქვენ გიამბობთ, როგორი სურათი წარმომიდგა თვალწინ, თუმცა შეიძლება ეს ბავშვობადაც კი მოგეჩვენოთ. განსაცდელის მოლოდინშიც არ ტოვებს ადამიანს მისთვის ჩვეული ზრუნვა და მეც შიმშილი და წყურვილი მაწუხებდა. "თუ სისნეროსს მივაღწიეთ, - ვფიქრობდი მე, - საწვავს ავიღებთ, გზას განვაგრძობთ და დილაადრიან, სიგრილეში, კასაბლანკაში დავეშვებით. სამსახურის ვალი მოხდილი იქნება!

მე და ნერი გავალთ ქალაქში, ვიპოვით პატარა კაფეს, განთიადისას რომ იღება ხოლმე... მივუსხდებით მაგიდას და, ხიფათს გადარჩენილები, შევექცევით რძიან ყავას ცხელი ფუნთუშებით, გასული ღამის სიძნელენი კი სიცილადაც არ გვეყოფა. და ორივენი - მეც და ნერიც - ამ დილას მივიღებთ, როგორც სიცოცხლის გულუხვ საჩუქარს". მოხუცი გლეხის ქალიც ასე შეიცნობს თავის ღმერთს - მარტოოდენ ხატის, საკმევლისა და კრიალოსანის მეშვეობით; ჩვენზე ზემოქმედებისათვის მარტივი ენაა საჭირო. პირადად ჩემთვის ყოფიერების მთელმა სიხარულმა თავი მოიყარა ცხელი ყავის პირველ ყლუპში, - ყავისა, რძისა და ხორბლის იმ ნარევში, რომლის მეშვეობითაც გრძნობ კავშირს ჩუმ საძოვრებთან, ეგზოტიკურ პლანტაციებსა და ყანებთან, გრძნობ კავშირს მიწასთან. ამდენ ვარსკვლავებში არის მხოლოდ ერთი ვარსკვლავი, რომელმაც შექმნა ამ სურნელოვანი სასმელით ავსილი ფიალა ჩვენი დილის ტრაპეზისათვის.

მაგრამ დაუძლეველი მანძილი ჩვენს ხომალდსა და დასახლებულ დედამიწას შორის სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. სამყაროს მთელი სიმდიდრე ჩვენთვის თავმოტრილი იყო თანავარსკვლავედში მიკარგული მტვრის ერთ პატარა ნაწილაკში და ასტროლოგი ნერი, რომელიც მის შეცნობას ცდილობდა, დაუღალავად ავედრებდა ჩვენს თავს ვარსკვლავებს."

და აი, ასეთ ადამიანებს ადარებენ ტორეადორებსა და ბანქოს მოთამაშეთ. ხოტბას ასხამენ მათ მიერ სიკვდილის უგულებელყოფას. მაგრამ მე მხოლოდ მეცინება სიკვდილის უგულებელყოფაზე, თუ მას საფუძვლად პასუხისმგებლობის შეგრძნება არ უდევს, იგი მარტოოდენ სულიერ სიღატაკეს ან ჭაბუკური გზნების სიჭარბეს მოასწავებს. მე ვიცნობდი ერთ ახალგაზრდას, რომელმაც თავი მოიკლა. აღარ მახსოვს, რა ტრფიალობის ნაღველმა აიძულა, საკუთარი გული ტყვიით განეგმირა. არ ვიცი, რომელ ლიტერატურულ ცთუნებას აჰყვა, როცა თვითმკვლელობის წინ ხელებზე თეთრი ხელთათმანები დაიჭიმა, მაგრამ მახსოვს: ამ თავის გამოჩენის უბადრუკმა ცდამ ჩემზე დატოვა არა კეთილშობილების, არამედ სულიერი სიღატაკის შთაბეჭდილება. ერთი სიტყვით, ამ სანდომიანი გარეგნობის ადამიანის თავი სრულიად ცარიელი იყო, სრულიად ცარიელი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ხატებას რომელიმე სულელი გოგოსას, რომლის მსგავსიც ათასობით გვხვდება ყოველ ნაბიჯზე.

და ამ ახალგაზრდის ფუჭმა ბედმა მომაგონა ერთი ღირსეული ადამიანის სიკვდილი, - სიკვდილი მებაღისა, რომელიც მეუბნებოდა:
"იცით... ზოგჯერ ოფლად ვიღვრებოდი, როცა ბარით ვმუშაობდი; რევმატიული შეტევები თავს მაბეზრებდა, ფეხი მტკიოდა და ვწყევლიდი ამ მონობას. ჰოდა, დღეს კი მინდა ვბარავდე და ვბარავდე მიწას. მიწის ბარვა, - ეს ხომ მშვენიერებაა! ისეთ თავისუფლებას გრძნობ, როცა ბარავ მიწას! ეჰ, ვიღა შეკვერცხავს ახლა ჩემს ხეებს?"

მიწა, რომელსაც იგი ტოვებდა, მისთვის იყო ყამირი. მთელი პლანეტა ყამირი იყო მისთვის. მას სიყვარული აკავშირებდა მთელ დედამიწასთან, დედამიწაზე არსებულ ყოველ ხესთან. სწორედ ის იყო გულუხვი, ხელგაშლილი პატრონი დედამიწისა. სწორედ ის იყო ვაჟკაცური ადამიანი და, გიომეს მსგავსად, სიცოცხლის სახელით ებრძოდა სიკვდილს.

...

როგორც ჩანს, სრულყოფილება მიღწეულია არა მაშინ, როცა აღარაფერია დასამატებელი, არამედ მაშინ, როცა აღარაფერია ამოსაკლები.

"- ის ამბობს: "შენ ჭამ სალათას, როგორც თხა, და ჭამ ღორის ხორცს, როგორც ღორი. შენი ურცხვი ქალები სახეს არ მალავენ"; თავისი თვალით უნახავს ეს. იგი ამბობს: "შენ არასოდეს არ ლოცულობ". იგი ამბობს: "რისთვის გინდა შენი თვითმფრინავები, შენი რადიო, შენი ბონაფუსი, თუკი არ გაგაჩნია ჭეშმარიტება?"

და მე აღტაცებაში მოვყავარ ამ არაბს, რომელიც იცავს არა თავის თავისუფლებას, - უდაბნოში ადამიანი ყოელთვის თავისუფალია, - იცავს არა უხილავ საუნჯეს, - უდაბნო შიშველია, - არამედ იცავს თავის იდმალ სამყაროს. ქვიშის ტალღების სიჩუმეში ბონაფუსს ძველი მეკობრესავით მოჰყავს თავისი ესკადრონი და, მისი წყალობით, კაპ-ჯუბის მახლობლად გაშლილი ეს ბანაკი აღარ არის მშვიდობიან მწყემსთ სამყოფელი. ბონაფუსის მიერ ატეხილი ქარიშხალი დაეძგერა ბანაკს და ამის გამოა, რომ საღამოობით ერთმანეთს ეკვრიან კარვები. თუ სამხრეთში გული დაგისერა მდუმარებამ, იცოდე, ეს ბონაფუსის მდუმარებაა! და ძველ მონადირე მუიანს ქარის ხმაურში მისი ნაბიჯების ხმა ესმის."

"უდაბნოში იგრძნობა დროის დინება. მცხუნვარე მზეში გეზი აღებული გაქვს საღამოსკენ, გამაგრილებელი ქარისაკენ, რომელიც ჩამოგბანს ტანს, ჩამოგრეცხავს ოფლს. მცხუნვარე მზეში ცხოველები და ადამიანები ისევე განუხრევლად მიემართებიან ქარისა და ღამის ამ უდიდესი სარწყულებისკენ, როგორც სიკვდილისკენ. ეს აძლევს აზრს უსაქმურობასაც კი. და ყოველი დღე ზღვისკენ მიმავალი გზებივით მშვენიერი გეჩვენება."

"და აი მონა უჩუმრად ავსებს მაყალს გამხმარი ბალახით, აჩაღებს ცეცხლს, ავსებს ჩაიდანს და ამ ბავშვურ საქმიანობას ახარჯავს კუნთების ძალას, რომელსაც შეუძლია ძირფესვიანად მოთხაროს კედრები. ის ბედს შერიგებულია. იგი შთანთქმულია თამაშით ამზადოს ჩაი, უაროს აქლემს, ჭამოს, მცხუნვარე დღეს იაროს ღამისკენ, ხოლო ვარსკვლავების ყინულოვანი სუნთქვის ქვეშ, იოცნებოს მზის მცხუნვარებაზე. ბედნიერები არიან ჩრდილოეთის ქვეყნები, სადაც წლის დროები ადამიანს ჩასჩურჩულებენ ზაფხულში - თქმულებას თოვლზე, ზამთარში - თქმულებას მზეზე; ნაღველი მეფობს ტროპიკებში, ამ გავარვარებულ საკირეში, სადაც თითქმის არაფერი იცვლება; ბედნიერია საჰარაც, სადაც დღე და ღამე ასე ადვილად ისვრიან ადამიანს ერთი იმედიდან მეორისკენ."

"დოვლათის დაკარგვაზე საშინელი ბარკისთვის მისი პიროვნების მოსალოდნელი დაკარგვა იყო. მაგრამ მაშინ, როცა იმდენი ტყვე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე იძლეოდა უფლებას, ჩაეკლათ მასში საწყალი მენახირე, რომელიც მთელი წელიწადი მხოლოდ ლუკმაპურისთვის შრომობდა, ბარკი მაინც არ ნებდებოდა ბედს!

იგი არ ამბობდა: "მე ვარ მუჰამედ ბენ ლხაუსინი", იგი ამბობდა: "მე მუჰამედს მეძახდნენ", და ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც ეს დავიწყებული პიროვნება კვლავ აღდგებოდა და ამ თავისი აღორძინებით წაშლიდა მეხსიერებაში იმას, რომ ოდესღაც მონა იყო.

...

მე, მართალია, ვცადე, აეროპორტის მექანიკოსთა - ლობერგის, მარშალისა და აბგრალის დახმარებით მეყიდა ბარკი, მაგრამ არაბები ყოველდღე როდი ხვდებოდნენ მონების მუშტარ ევროპელებს. ამიტომ ისინი მამასისხლად აფასებდნენ ბარკს.
- ოცი ათასი ფრანკი.
- შენ რა, დაგვცინი?
- ნახე, რა ღონიერი მკლავები აქვს!
და ასე გადიოდა თვეები.

...

მე საშუამავლოს დავპირდი მეორე აჩაღსაც, რაგის, თუ მორიგებაში დამეხმარებოდა, და რაგის ცდილობდა დაეყოლიებინა ჯიუტი არაბი...

...

და მეც მომყიდეს ბარკი.
- დღეიდან შენ ჩვენი შვილი ხარ.
კანონის თანახმად ის ჩემი შვილიც იყო.
და ბარკმაც გადაკოცნა ყველა თვისი მამა.

...

- ჰოდა, ასე, ჩემო ბარკ, წადი და იყავი ადამიანი.

...

- მშვიდობით, ბარკ!
- არა.
- როგორ თუ "არა"?
- არა. მე მუჰამედ ბენ ლხაუსინი ვარ."


"ღმერთმანი, ახლა რაღაც მოხდება...

ღმერთმანი, უდაბნო გაცოცხლდა.
ღმერთმანი, ამ სიცარიელემ და მდუმარებამ ერთბაშად უფრო მეტად ამაღელვა, ვიდრე ამაღელვებდა ხალხით სავსე მოედნის გუგუნი...

ჩვენ გადავრჩით: ქვიშაზე კვალია!..

ო! ჩვენ კინაღამ დავკარგეთ ადამიანთა მოდგმის კვალი, ჩვენ მოწყვეტილნი ვიყავით ჩვენს ტომს, ჩვენ აღმოვჩნდით მარტონი ამქვეყნად, დავიწყებულნი რომელიღაც მსოფლიო გადასახლების ჟამს, — და აი, ჩვენ წავაწყდით ქვიშაზე აღბეჭდილ ადამიანის შესანიშნავ კვალს.

— აი აქ, პრევო, ორი ადამიანი გაიყარა...
— აქ კი აქლემმა ჩაიჩოქა...
— აქ...

გადარჩენაზე ფიქრი კი ისევ შორსაა. ლოდინი აღარ შეიძლება; რამდენიმე საათის მერე ვეღარავინ გვიხსნის. როცა იწყება ხველა, მაშინ წყურვილი უკვე ძალზე სწრაფად მოქმედებს. ხოლო ყელი...

მაგრამ მე მჯერა ქარავნის, რომელიც სადღაც უდაბნოში დაეხეტება.

ჩვენ კვლავ განვაგრძეთ გზა და უეცრად მამლის ყივილი გავიგონე.
გიომე მიამბობდა: "სულ ბოლოს მე მამლების ყივილი მესმოდა ანდებში. მესმოდა, აგრეთვე, მატარებლის ხმაური..."

მე მისი სიტყვები გამახსენდა, როგორც კი მამლის ყივილი გავიგონე, და ვიფიქრე: "პირველად თვალებმა მომატყუეს. ესეც ალბათ წყურვილის ბრალია. ყურებმა უფრო მეტს გაუძლეს..."

მაგრამ პრევო მკლავში ხელს მტაცებს:
— გაიგონეთ?
— რა?
— მამალი!
— მაშინ... მაშინ...

მაშინ, რაღა თქმა უნდა, შე სულელო, ეს სიცოცხლეა...


მე მაინც მქონდა კიდევ ერთი უკანასკნელი ჰალუცინაცია: მომეჩვენა, რომ სამი ძაღლი ერთიმეორეს მისდევდა. პრევოც იყურებოდა იქით, თუმცა ვერაფერს ხედავდა. მაგრამ აი, ჩვენ, ორივენი, ბედუინისკენ ვიწვდით ხელებს. ჩვენ, ორივენი, სუნთქვაშეკრულნი გავრბივართ მისკენ. ჩვენ, ორივენი, ბედნიერებისაგან ვიცინით!..

და ბედუინი, რომელიც ბორცვს იქიდან გამოჩნდა, თავის აქლემიანად თანდათანობით გვშორდება. შესაძლოა ეს ადამიანი აქ მარტოა. სასტიკმა დემონმა დაგვანახვა იგი და უკვე მიჰყავს...

ჩვენ კი გაქცევა აღარ შეგვიძლია!

ჩვენკენ პროფილით მობრუნებული მეორე არაბი ჩნდება დიუნზე. ჩვენ ვღრიალებთ, მაგრამ უხმოდ. მაშინ ხელების ქნევას ვიწყებთ და გვეჩვენება, რომ მთელი ცა ჩვენი სიგნალებით ივსება. ბედუინი კი ისევ მარჯვნივ იყურება.

და აი იგი აუჩქარებლად იწყებს შემობრუნებას. როგორც კი ჩვენკენ მოაბრუნებს სახეს, ყველაფერი დასრულდება. როგორც კი ბედუინი ჩვენკენ მოიხედავს, იგი ერთი ხელის მოსმით ხაზს გადაუსვამს წყურვილს, სიკვდილს, მირაჟებს. მან დაიწყო შემობრუნება და უკვე სახე ეცვლება სამყაროს. თავის მხოლოდ ერთი მობრუნებით, მხოლოდ ერთი შემოხედვით იგი ქმნის სიცოცხლეს. და მე ის ღვთისდარად მეჩვენება.

ეს სასწაულია... იგი ჩვენკენ მოემართება ქვიშაზე, როგორც ღვთაება რამ — ზღვაზე.

არაბმა ერთი შემოგვხედა, ხელები მხრებზე დაგვაწყო და ჩვენც დავმორჩილდით. ჩვენ დავწექით... აღარ არის აქ არც განსხვავება რასათა შორის, არც განსხვავება ენათა შორის, არც უთანხმოება... არის მხოლოდ საწყალი მომთაბარე, რომელმაც მხრებზე დაგვალაგა თავისი მთავარანგელოზის ხელები.
ჩვენ ქვიშაში თავწარგულები ვიცდიდით. ახლა კი პირქვე წაწოლილებს თავი ბოჩოლებივით ტაშტში გვაქვს წაყოფილი და ვსვამთ. ბედუინს ეშინია, არაფერი დაგვემართოს, და ყოველ წუთს გვაიძულებს თავი ავიღოთ წყლიდან. მაგრამ, როგორც კი ხელს გვიშვებს, მაშინვე ისევ ვეწაფებით წყალს.

წყალი!

წყალო, შენ არა გაქვს არც გემო, არც ფერი, არც სუნი. შენი აღწერა შეუძლებელია. შენით ტკბებიან ყველანი და არ იციან, რა ხარ შენ! ცოტაა ითქვას, რომ აუცილებელი ხარ სიცოცხლისათვის: შენ თვითონ სიცოცხლე ხარ. შენ გვავსებ ჩვენ სიხარულით, რომელსაც ენა ვერ გამოთქვამს. გვიბრუნებ ძალებს, რომელთაც უკვე გამოვეთხოვეთ. შენი წყალობით ჩვენში კვლავ იწყებენ ჩუხჩუხს ჩვენი გულის დამშრალი წყაროები.

შენ ყველაზე დიდი სიმდიდრე ხარ ამქვეყნად, მაგრამ ყველაზე უკარებაც — შენ უბიწო ხარ დედამიწის წიაღში. შეიძლება მოკვდე წყაროსთან, რომელიც მაგნიუმის მჟავითაა მოწამლული. შეიძლება მოკვდე მლაშე ტბასთან იქვე, ორ ნაბიჯზე. შეიძლება მოკვდე, თუნდაც ორი ლიტრი ნამი გქონდეს მოგროვილი, თუკი იგი ზოგიერთი მარილის ნალექით არის შებილწული.

შენ ვერ იტან ვერავითარ შენარევს, შენ ვერ იტან შებღალვას; შენ მფრთხალი ღვთაება ხარ...

მაგრამ შენთან ერთად ჩვენში უსასრულო ბედნიერება იღვრება.

შენ კი, ჩვენო მხსნელო ლიბიელო ბედუინო, უნდა გითხრა, რომ შენი სახე სრულიად წაიშლება ჩემს მეხსიერებაში. მე ვეღარასოდეს შევძლებ შენი სახის გახსენებას. შენ ადამიანი ხარ და ყველა ადამიანის სახით მეხატები. შენ არასოდეს შემოგიხედავს ჩვენთვის და მაშინვე კი გვიცანი. შენ საყვარელი ძმა ხარ ჩემი. და მე, ჩემ მხრივ, ყოველ ადამიანში გცნობ შენ.

მე გხედავ შენ სულგრძელობისა და სიკეთის შარავანდედით მოსილს; შენ ხარ ძლევამოსილი მბრძანებელი, რომელიც ფლობს ნიჭს წყურვილის დაოკებისას. შენი სახით, ყველა ჩემი მეგობარი, ყველა ჩემი მტერი მიწვდის ხელს და ამქვეყნად აღარც ერთი მტერი აღარა მყავს."


ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი
"ადამიანთა მიწა"
თ. თარხნიშვილისა და ლ. სულხანიშვილის თარგმანი.

I loves you, Porgy.

I loves you, Porgy.

I-ს უყვარს ბევრი ვინმე, ბევრი რამ, მაგრამ განსაკუთრებით უყვარს Porgy და დღეს, უფრო განსაკუთრებით, უფრო უყვარს ნინას Porgy.

ეს წერილი ეხება სიმღერას "I loves you, Porgy".

ნინას შესრულებით: http://www.youtube.com/watch?v=ETIPuORrPyo

თუ პირველად უსმენ ამ სიმღერას, სჯობს პირველი მოსმენით ნინას მოუსმინო.


მე არც მახსოვს პირველად როდის მოვისმინე, ან ვისი შესრულებით. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ისეთი სიმღერაა, თავიდანვე რომ არ გამახსოვრდება. სადღაც შიგნით შედის, გონების ღრმა ნაწილში და მერე არ გასვენებს, ვერც ხვდები ვინ არის, რა უნდა, რატომ არ გასვენებს. Porgy სხვანაირია, ჩუმი და მოუსვენარი, უძრავი და მაინც მოუსვენარი, პარადოქსია, მაგრამ ასეთია Porgy.

არ შემიძლია სიმღერაზე ბევრი რამის წერა, რადგან, არ მესმის იმდენად კარგად მუსიკა, რომ მასზე ვიმსჯელო ხმამაღლა. ამიტომაც არ ვკამათობ პოლიტიკაზეც. და ეს წერილი უბრალოდ მოგაწვდით სიმღერის ბმულებს და მოკლედ მოგიყვებათ იმ ისტორიას, რაც ამ კომპოზიციის მიღმაა.

George Gershwin-მა 1935 წელს, ამერიკას პირველად მოასმენინა კომპოზიცია Porgy, ოპერადან "Porgy and Bess" (Gershwin-ს ეკუთვნის ასევე "An American in Paris", "Rhapsody in Blue", ორივე საოცარია). Ira Gershwin-მა (Israel Gershowitz), ჯორჯის უფროსმა ძმამ კი შექმნა სიმღერის ტექსტი, მარტო სიმღერის კი არა, მთელი ოპერის. აი ამ ოპერის სატელევიზიო ჩანაწერი: http://www.youtube.com/watch?v=65TNhnTirP4 (თუ ჯერ კიდევ ნინას უსმენ, დაელოდე სანამ ნინა დაასრულებს, და მერე მოუსმინე ამ ბმულს).

თავად Porgy-სა და Bess-ის ისტორია მოდის DuBose Heyward-ის რომანიდან, რომელიც ა1925 წელს გამოქვეყნდა, 2 წელიწადში კი სპექტაკლის სცენარად გადააკეთა DuBose-ს ცოლმა, Dorothy-მ და სპექტაკლს უწოდა "Porgy". რომანი გვიყვება Porgy-ს ისტორიას, რომელიც 1920-იან წლებში, ამერიკაში, ჩარლსტონში ქუჩაში მათხოვრობით ირჩენს თავს. წიგნს, სამწუხაროდ ვერ ვშოულობ. ჩვენი ბიბლიოთეკა ინგლისურენოვანი ლიტერატურით ვერ გვანებივრებს, amazon-ზე კი მხოლოდ Kindle-ის ელ-გამოცემაა.

Porgy შემდეგ შეასრულეს Nina Simone-მა, Billie Holiday-იმ, Bill Evans-მა, Whitney Houston-მა, Barbra Streisand-მა, Lara Fabian-მა და Christina Aguilera-მაც.

ყველა განსაკუთრებულად და განსხვავებულად ასრულებს ამ კომპოზიციას.

მე განსაკუთრებით, ნინას Porgy მომწონს: უბრალოდ ჩაცმული, შუახნის, სპონტანური, ძლიერი, გონიერი, დინჯი და მშვიდი Porgy. მაიინც ეტყობა შავ კისერზე სიცოცხლის ძარღვი. გაუნძრევლად დგას და გიყურებს, გაკვირდება და გიმახსოვრებს და შენზე ფიქრობს.

ბილის Porgy დაღლილი, კეთილი და მომღიმარი ბიჭია. ხან ბიჭია, ხან კაცია, ხან - ბავშვი. დადის ასე დროში და ხან ვის გახსენებს, ხან - ვის, ხან შენი უმცროსი ძმაა, ხან - ბაბუა, ხანაც არავინაა შენ გარდა და შენ ხარ თავად Porgy. ხან სკამზე ზის, ხან ბოლთას სცემს. (http://www.youtube.com/watch?v=26HSGMUh-3U)

მისტერ ევანსის Porgy-ს მძიმე ნაბიჯები აქვს, აწუხებს რაღაც და მაინც, ხანდახან როცა დაიღლება ამდენი ფიქრით, აიქნევს ერთ ფეხს, გადახტება, ან გაჩერდება, ან ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს, წაიცეკვებს, გაიღიმებს. დაფიქრდება. ისევ დასერიოზულდება და დადგება ცოტა ხნით ერთ ადგილას. მერე გადაწყვეტს სულაც დაიკიდოს საფიქრალი. ასე უფრო ადვილიაო და ისევ ჯერ კარგად დაეყრდნობა მარცხენა ფეხს. მუხლთან ოდნავ მოხრის. ისევ გადახტება და უკვე ოთახის მეორე ბოლოშია. აღებს კარებს. ხურავს. ისევ აღებს. ხურავს. და ასე იმეორებს. თან გიყურებს, გამომწვევად გიღიმის. გიწვევს. აჩეჩილი, უხეში თმა აქვს და მაინც, რაღაც სტილი, დაუდევრული, სპონტანური და ბუნებრივი. და საერთოდაც, სამი სხვადასხვა Porgy-ა მისტერ ევანსის Porgy. (http://www.youtube.com/watch?v=0Yr4oYyDHn0)

უიტნის Porgy, მართლა Porgy-ა, ისეთი, როგორიც სახელი აქვს, მაღალი, გამხდარი (შიმშილით), შავკანიანი, მეოცნებე, მაღალმზერამიმართული. კაცია. დახვეწილი და მაღალი საზოგადოების არისტოკრატი კაცია, რომელიც სულაც არ ამაყობს ამ სტატუსით, უბრალოდ, ასეთია, და ამიტომაა მიმზიდველი. ძლიერი თითებით საქსაფონისტს ჰგავს. მოკლე თმაზე - პატარა, შავი ცილინდრი, მარტო სცენისთვის, ისე ცილინდრს არ ატარებს, მაგრამ სცენაზე მაინც კარგად გრძნობს თავს, კარგად ირგებს ქუდსაც, თითქმის სულ ჩაბნელებულ დარბაზსაც, ნათურასაც, მას რომ მისჩერებია და როცა მომღერალი გადმოხედავს, Porgy ოდნავშესამჩნევად უღიმის. მომღერალი კი, გათამამებული Porgy-ს ღიმილით, მთლიანად ენდობა Porgy-ს, მიჰყვება Porgy-ს, იმიტომ, რომ ჯენტლმენია Porgy, კეთილი და ძლიერი კაცი. თავად სერ Porgy-მ კი იცის, რომ სცენაზე, რამდენნიაც არ უნდა იდგნენ, მაინც დუეტი იქნება: მომღერლის და Porgy-ს. (http://www.youtube.com/watch?v=QU7gI_uaTWE)

ბარბარას Porgy-ს არ ვიცნობ, არაფერს გეტყვით მის შესახებ.

ლარას Porgy ემოციური, ძალიან ძლიერხელებიანი 30-მდე წლის კაცია. მუქი ლურჯი თვალები აქვს, მზისგან მუქი კანი. შავი, უკან გადავარცხნილი თმა. იშვიათად ცეკვავს, მაგრამ თუ -, კარგად -. და როცა გათვალიერებს, სხვანაირად გათვალიერებს, დაჟინებით, ისე, რომ თავი მნიშვნელოვანი და საინტერესო გგონია და გეღიმება. იცის რომ გეღიმება. სახეზე არ გიყურებს, მაგრამ ამჩნევს, იცის და მაინც ისევ გათვალიერებს. მერე თვალს თვალში გიყრის. და არაფერს აკეთებს ზედაპირულად. და გეამაყება, რომ Porgy შენია, და შენ მისი ხარ. (http://www.youtube.com/watch?v=Rx7hblPvPpk)

Aguilera-ს Porgy, დამოუკიდებელია, თავისუფალი, ხანდახან შეიძლება თავხედივით პოხუისტიც, მაგრამ მაინც Porgy-ა და შენ მაინც ენდობი, მაინც მოგწონს როცა ხედავ, მაინც გიზიდავს და ხანდახან შეიძლება ბრაზობდე კიდეც, მაგრამ გადაგივლის, იცი რომ გადაგივლის. შეიძლება გაგაგიჟოს კიდეც უყურადღებობით, მაგრამ, იცი რომ ფარსია ეგ უყურადღებობაც, თამაშია და მაინც შენი Porgy-ა. (http://www.youtube.com/watch?feature=endscreen&v=eoLJL7Odt0o&NR=1)

ასეთი სხვადასხვაა ყველა Porgy.

მე კი მაინც მაგარი მგონია ნინას Black American Porgy.


Followers

Blog Archive