Linville - le petit café

If you haven’t been to Linville yet, you have to go! Immediately! Get your sunglasses on, a book and a pen and head to the loveliest, cozy little piece of magical world, full of classical Jazz and Blues. A glass of very dry, Tanqueray Martini, served straight up with a twist becomes an enchanting journey to the fairy world of bohemian 20's.

The dimly light rooms of dark indigo and pink ivory float into “the Autumn Leaves”; next to the “Blue Moon” and the “Blueberry Hill”. Yet, Ella and Louis bewitch the atmosphere when “Dancing cheek to cheek”. And sometimes, even Ray Charles scares the romance away by rock N’ Rollin’ the “road of Jack”.

Every once in a while a pianist pulls off the chair and the old piano breathes out the tunes of Billie Holiday.

You order a club sandwich and a blackberry ice tea… Sit at the ancient fireplace or at a terrace… There is no better place to dream, remember and watch how your ordinary day melts into the electrifying evening of summer. Don’t be greedy and treat pleasant waiters back with respect and smile (and a nice tip never killed anybody). Be kind – that’s part of Linville’s style. After all, aren’t we all supposed to grin and laugh and wink and live the life?!

Sitting here, at my favorite tiny table, reading “Le Petit Prince” (for the 100th time): I only wish there were more cherry pies and vanilla cupcakes; - Life would have become so much more exciting!

Here’s what I got in Linville: Live fast! Take your girl by the hand and travel back to the future through this petit café. After all, you only live once and if you do it right, once won’t be enough…

http://www.youtube.com/watch?v=9VXjZu_9KmY

"მე აღარ მჯერა ფორთოხლების არსებობის" - ანუ, "ადამიანთა მიწა" (ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი)

"და მაშინ ვიგრძენით, რომ ნამდვილი პლანეტის, ჩვენი პლანეტის ძებნაში, - იმ ერთადერთი პლანეტის ძებნაში, სადაც ჩვენი ნაცნობი პეიზაჟებია და ჩვენი მეგობრების სახლები, სადაც ჩვენი საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ, - დაკარგული აღმოვჩნდით პლანეტათა შორის სივრცეებში, ასეულ მიუწვდომელ პლანეტებს შორის.

მე ერთადერთი პლანეტის ძებნაში, რომელზეც... მე თქვენ გიამბობთ, როგორი სურათი წარმომიდგა თვალწინ, თუმცა შეიძლება ეს ბავშვობადაც კი მოგეჩვენოთ. განსაცდელის მოლოდინშიც არ ტოვებს ადამიანს მისთვის ჩვეული ზრუნვა და მეც შიმშილი და წყურვილი მაწუხებდა. "თუ სისნეროსს მივაღწიეთ, - ვფიქრობდი მე, - საწვავს ავიღებთ, გზას განვაგრძობთ და დილაადრიან, სიგრილეში, კასაბლანკაში დავეშვებით. სამსახურის ვალი მოხდილი იქნება!

მე და ნერი გავალთ ქალაქში, ვიპოვით პატარა კაფეს, განთიადისას რომ იღება ხოლმე... მივუსხდებით მაგიდას და, ხიფათს გადარჩენილები, შევექცევით რძიან ყავას ცხელი ფუნთუშებით, გასული ღამის სიძნელენი კი სიცილადაც არ გვეყოფა. და ორივენი - მეც და ნერიც - ამ დილას მივიღებთ, როგორც სიცოცხლის გულუხვ საჩუქარს". მოხუცი გლეხის ქალიც ასე შეიცნობს თავის ღმერთს - მარტოოდენ ხატის, საკმევლისა და კრიალოსანის მეშვეობით; ჩვენზე ზემოქმედებისათვის მარტივი ენაა საჭირო. პირადად ჩემთვის ყოფიერების მთელმა სიხარულმა თავი მოიყარა ცხელი ყავის პირველ ყლუპში, - ყავისა, რძისა და ხორბლის იმ ნარევში, რომლის მეშვეობითაც გრძნობ კავშირს ჩუმ საძოვრებთან, ეგზოტიკურ პლანტაციებსა და ყანებთან, გრძნობ კავშირს მიწასთან. ამდენ ვარსკვლავებში არის მხოლოდ ერთი ვარსკვლავი, რომელმაც შექმნა ამ სურნელოვანი სასმელით ავსილი ფიალა ჩვენი დილის ტრაპეზისათვის.

მაგრამ დაუძლეველი მანძილი ჩვენს ხომალდსა და დასახლებულ დედამიწას შორის სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. სამყაროს მთელი სიმდიდრე ჩვენთვის თავმოტრილი იყო თანავარსკვლავედში მიკარგული მტვრის ერთ პატარა ნაწილაკში და ასტროლოგი ნერი, რომელიც მის შეცნობას ცდილობდა, დაუღალავად ავედრებდა ჩვენს თავს ვარსკვლავებს."

და აი, ასეთ ადამიანებს ადარებენ ტორეადორებსა და ბანქოს მოთამაშეთ. ხოტბას ასხამენ მათ მიერ სიკვდილის უგულებელყოფას. მაგრამ მე მხოლოდ მეცინება სიკვდილის უგულებელყოფაზე, თუ მას საფუძვლად პასუხისმგებლობის შეგრძნება არ უდევს, იგი მარტოოდენ სულიერ სიღატაკეს ან ჭაბუკური გზნების სიჭარბეს მოასწავებს. მე ვიცნობდი ერთ ახალგაზრდას, რომელმაც თავი მოიკლა. აღარ მახსოვს, რა ტრფიალობის ნაღველმა აიძულა, საკუთარი გული ტყვიით განეგმირა. არ ვიცი, რომელ ლიტერატურულ ცთუნებას აჰყვა, როცა თვითმკვლელობის წინ ხელებზე თეთრი ხელთათმანები დაიჭიმა, მაგრამ მახსოვს: ამ თავის გამოჩენის უბადრუკმა ცდამ ჩემზე დატოვა არა კეთილშობილების, არამედ სულიერი სიღატაკის შთაბეჭდილება. ერთი სიტყვით, ამ სანდომიანი გარეგნობის ადამიანის თავი სრულიად ცარიელი იყო, სრულიად ცარიელი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ხატებას რომელიმე სულელი გოგოსას, რომლის მსგავსიც ათასობით გვხვდება ყოველ ნაბიჯზე.

და ამ ახალგაზრდის ფუჭმა ბედმა მომაგონა ერთი ღირსეული ადამიანის სიკვდილი, - სიკვდილი მებაღისა, რომელიც მეუბნებოდა:
"იცით... ზოგჯერ ოფლად ვიღვრებოდი, როცა ბარით ვმუშაობდი; რევმატიული შეტევები თავს მაბეზრებდა, ფეხი მტკიოდა და ვწყევლიდი ამ მონობას. ჰოდა, დღეს კი მინდა ვბარავდე და ვბარავდე მიწას. მიწის ბარვა, - ეს ხომ მშვენიერებაა! ისეთ თავისუფლებას გრძნობ, როცა ბარავ მიწას! ეჰ, ვიღა შეკვერცხავს ახლა ჩემს ხეებს?"

მიწა, რომელსაც იგი ტოვებდა, მისთვის იყო ყამირი. მთელი პლანეტა ყამირი იყო მისთვის. მას სიყვარული აკავშირებდა მთელ დედამიწასთან, დედამიწაზე არსებულ ყოველ ხესთან. სწორედ ის იყო გულუხვი, ხელგაშლილი პატრონი დედამიწისა. სწორედ ის იყო ვაჟკაცური ადამიანი და, გიომეს მსგავსად, სიცოცხლის სახელით ებრძოდა სიკვდილს.

...

როგორც ჩანს, სრულყოფილება მიღწეულია არა მაშინ, როცა აღარაფერია დასამატებელი, არამედ მაშინ, როცა აღარაფერია ამოსაკლები.

"- ის ამბობს: "შენ ჭამ სალათას, როგორც თხა, და ჭამ ღორის ხორცს, როგორც ღორი. შენი ურცხვი ქალები სახეს არ მალავენ"; თავისი თვალით უნახავს ეს. იგი ამბობს: "შენ არასოდეს არ ლოცულობ". იგი ამბობს: "რისთვის გინდა შენი თვითმფრინავები, შენი რადიო, შენი ბონაფუსი, თუკი არ გაგაჩნია ჭეშმარიტება?"

და მე აღტაცებაში მოვყავარ ამ არაბს, რომელიც იცავს არა თავის თავისუფლებას, - უდაბნოში ადამიანი ყოელთვის თავისუფალია, - იცავს არა უხილავ საუნჯეს, - უდაბნო შიშველია, - არამედ იცავს თავის იდმალ სამყაროს. ქვიშის ტალღების სიჩუმეში ბონაფუსს ძველი მეკობრესავით მოჰყავს თავისი ესკადრონი და, მისი წყალობით, კაპ-ჯუბის მახლობლად გაშლილი ეს ბანაკი აღარ არის მშვიდობიან მწყემსთ სამყოფელი. ბონაფუსის მიერ ატეხილი ქარიშხალი დაეძგერა ბანაკს და ამის გამოა, რომ საღამოობით ერთმანეთს ეკვრიან კარვები. თუ სამხრეთში გული დაგისერა მდუმარებამ, იცოდე, ეს ბონაფუსის მდუმარებაა! და ძველ მონადირე მუიანს ქარის ხმაურში მისი ნაბიჯების ხმა ესმის."

"უდაბნოში იგრძნობა დროის დინება. მცხუნვარე მზეში გეზი აღებული გაქვს საღამოსკენ, გამაგრილებელი ქარისაკენ, რომელიც ჩამოგბანს ტანს, ჩამოგრეცხავს ოფლს. მცხუნვარე მზეში ცხოველები და ადამიანები ისევე განუხრევლად მიემართებიან ქარისა და ღამის ამ უდიდესი სარწყულებისკენ, როგორც სიკვდილისკენ. ეს აძლევს აზრს უსაქმურობასაც კი. და ყოველი დღე ზღვისკენ მიმავალი გზებივით მშვენიერი გეჩვენება."

"და აი მონა უჩუმრად ავსებს მაყალს გამხმარი ბალახით, აჩაღებს ცეცხლს, ავსებს ჩაიდანს და ამ ბავშვურ საქმიანობას ახარჯავს კუნთების ძალას, რომელსაც შეუძლია ძირფესვიანად მოთხაროს კედრები. ის ბედს შერიგებულია. იგი შთანთქმულია თამაშით ამზადოს ჩაი, უაროს აქლემს, ჭამოს, მცხუნვარე დღეს იაროს ღამისკენ, ხოლო ვარსკვლავების ყინულოვანი სუნთქვის ქვეშ, იოცნებოს მზის მცხუნვარებაზე. ბედნიერები არიან ჩრდილოეთის ქვეყნები, სადაც წლის დროები ადამიანს ჩასჩურჩულებენ ზაფხულში - თქმულებას თოვლზე, ზამთარში - თქმულებას მზეზე; ნაღველი მეფობს ტროპიკებში, ამ გავარვარებულ საკირეში, სადაც თითქმის არაფერი იცვლება; ბედნიერია საჰარაც, სადაც დღე და ღამე ასე ადვილად ისვრიან ადამიანს ერთი იმედიდან მეორისკენ."

"დოვლათის დაკარგვაზე საშინელი ბარკისთვის მისი პიროვნების მოსალოდნელი დაკარგვა იყო. მაგრამ მაშინ, როცა იმდენი ტყვე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე იძლეოდა უფლებას, ჩაეკლათ მასში საწყალი მენახირე, რომელიც მთელი წელიწადი მხოლოდ ლუკმაპურისთვის შრომობდა, ბარკი მაინც არ ნებდებოდა ბედს!

იგი არ ამბობდა: "მე ვარ მუჰამედ ბენ ლხაუსინი", იგი ამბობდა: "მე მუჰამედს მეძახდნენ", და ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც ეს დავიწყებული პიროვნება კვლავ აღდგებოდა და ამ თავისი აღორძინებით წაშლიდა მეხსიერებაში იმას, რომ ოდესღაც მონა იყო.

...

მე, მართალია, ვცადე, აეროპორტის მექანიკოსთა - ლობერგის, მარშალისა და აბგრალის დახმარებით მეყიდა ბარკი, მაგრამ არაბები ყოველდღე როდი ხვდებოდნენ მონების მუშტარ ევროპელებს. ამიტომ ისინი მამასისხლად აფასებდნენ ბარკს.
- ოცი ათასი ფრანკი.
- შენ რა, დაგვცინი?
- ნახე, რა ღონიერი მკლავები აქვს!
და ასე გადიოდა თვეები.

...

მე საშუამავლოს დავპირდი მეორე აჩაღსაც, რაგის, თუ მორიგებაში დამეხმარებოდა, და რაგის ცდილობდა დაეყოლიებინა ჯიუტი არაბი...

...

და მეც მომყიდეს ბარკი.
- დღეიდან შენ ჩვენი შვილი ხარ.
კანონის თანახმად ის ჩემი შვილიც იყო.
და ბარკმაც გადაკოცნა ყველა თვისი მამა.

...

- ჰოდა, ასე, ჩემო ბარკ, წადი და იყავი ადამიანი.

...

- მშვიდობით, ბარკ!
- არა.
- როგორ თუ "არა"?
- არა. მე მუჰამედ ბენ ლხაუსინი ვარ."


"ღმერთმანი, ახლა რაღაც მოხდება...

ღმერთმანი, უდაბნო გაცოცხლდა.
ღმერთმანი, ამ სიცარიელემ და მდუმარებამ ერთბაშად უფრო მეტად ამაღელვა, ვიდრე ამაღელვებდა ხალხით სავსე მოედნის გუგუნი...

ჩვენ გადავრჩით: ქვიშაზე კვალია!..

ო! ჩვენ კინაღამ დავკარგეთ ადამიანთა მოდგმის კვალი, ჩვენ მოწყვეტილნი ვიყავით ჩვენს ტომს, ჩვენ აღმოვჩნდით მარტონი ამქვეყნად, დავიწყებულნი რომელიღაც მსოფლიო გადასახლების ჟამს, — და აი, ჩვენ წავაწყდით ქვიშაზე აღბეჭდილ ადამიანის შესანიშნავ კვალს.

— აი აქ, პრევო, ორი ადამიანი გაიყარა...
— აქ კი აქლემმა ჩაიჩოქა...
— აქ...

გადარჩენაზე ფიქრი კი ისევ შორსაა. ლოდინი აღარ შეიძლება; რამდენიმე საათის მერე ვეღარავინ გვიხსნის. როცა იწყება ხველა, მაშინ წყურვილი უკვე ძალზე სწრაფად მოქმედებს. ხოლო ყელი...

მაგრამ მე მჯერა ქარავნის, რომელიც სადღაც უდაბნოში დაეხეტება.

ჩვენ კვლავ განვაგრძეთ გზა და უეცრად მამლის ყივილი გავიგონე.
გიომე მიამბობდა: "სულ ბოლოს მე მამლების ყივილი მესმოდა ანდებში. მესმოდა, აგრეთვე, მატარებლის ხმაური..."

მე მისი სიტყვები გამახსენდა, როგორც კი მამლის ყივილი გავიგონე, და ვიფიქრე: "პირველად თვალებმა მომატყუეს. ესეც ალბათ წყურვილის ბრალია. ყურებმა უფრო მეტს გაუძლეს..."

მაგრამ პრევო მკლავში ხელს მტაცებს:
— გაიგონეთ?
— რა?
— მამალი!
— მაშინ... მაშინ...

მაშინ, რაღა თქმა უნდა, შე სულელო, ეს სიცოცხლეა...


მე მაინც მქონდა კიდევ ერთი უკანასკნელი ჰალუცინაცია: მომეჩვენა, რომ სამი ძაღლი ერთიმეორეს მისდევდა. პრევოც იყურებოდა იქით, თუმცა ვერაფერს ხედავდა. მაგრამ აი, ჩვენ, ორივენი, ბედუინისკენ ვიწვდით ხელებს. ჩვენ, ორივენი, სუნთქვაშეკრულნი გავრბივართ მისკენ. ჩვენ, ორივენი, ბედნიერებისაგან ვიცინით!..

და ბედუინი, რომელიც ბორცვს იქიდან გამოჩნდა, თავის აქლემიანად თანდათანობით გვშორდება. შესაძლოა ეს ადამიანი აქ მარტოა. სასტიკმა დემონმა დაგვანახვა იგი და უკვე მიჰყავს...

ჩვენ კი გაქცევა აღარ შეგვიძლია!

ჩვენკენ პროფილით მობრუნებული მეორე არაბი ჩნდება დიუნზე. ჩვენ ვღრიალებთ, მაგრამ უხმოდ. მაშინ ხელების ქნევას ვიწყებთ და გვეჩვენება, რომ მთელი ცა ჩვენი სიგნალებით ივსება. ბედუინი კი ისევ მარჯვნივ იყურება.

და აი იგი აუჩქარებლად იწყებს შემობრუნებას. როგორც კი ჩვენკენ მოაბრუნებს სახეს, ყველაფერი დასრულდება. როგორც კი ბედუინი ჩვენკენ მოიხედავს, იგი ერთი ხელის მოსმით ხაზს გადაუსვამს წყურვილს, სიკვდილს, მირაჟებს. მან დაიწყო შემობრუნება და უკვე სახე ეცვლება სამყაროს. თავის მხოლოდ ერთი მობრუნებით, მხოლოდ ერთი შემოხედვით იგი ქმნის სიცოცხლეს. და მე ის ღვთისდარად მეჩვენება.

ეს სასწაულია... იგი ჩვენკენ მოემართება ქვიშაზე, როგორც ღვთაება რამ — ზღვაზე.

არაბმა ერთი შემოგვხედა, ხელები მხრებზე დაგვაწყო და ჩვენც დავმორჩილდით. ჩვენ დავწექით... აღარ არის აქ არც განსხვავება რასათა შორის, არც განსხვავება ენათა შორის, არც უთანხმოება... არის მხოლოდ საწყალი მომთაბარე, რომელმაც მხრებზე დაგვალაგა თავისი მთავარანგელოზის ხელები.
ჩვენ ქვიშაში თავწარგულები ვიცდიდით. ახლა კი პირქვე წაწოლილებს თავი ბოჩოლებივით ტაშტში გვაქვს წაყოფილი და ვსვამთ. ბედუინს ეშინია, არაფერი დაგვემართოს, და ყოველ წუთს გვაიძულებს თავი ავიღოთ წყლიდან. მაგრამ, როგორც კი ხელს გვიშვებს, მაშინვე ისევ ვეწაფებით წყალს.

წყალი!

წყალო, შენ არა გაქვს არც გემო, არც ფერი, არც სუნი. შენი აღწერა შეუძლებელია. შენით ტკბებიან ყველანი და არ იციან, რა ხარ შენ! ცოტაა ითქვას, რომ აუცილებელი ხარ სიცოცხლისათვის: შენ თვითონ სიცოცხლე ხარ. შენ გვავსებ ჩვენ სიხარულით, რომელსაც ენა ვერ გამოთქვამს. გვიბრუნებ ძალებს, რომელთაც უკვე გამოვეთხოვეთ. შენი წყალობით ჩვენში კვლავ იწყებენ ჩუხჩუხს ჩვენი გულის დამშრალი წყაროები.

შენ ყველაზე დიდი სიმდიდრე ხარ ამქვეყნად, მაგრამ ყველაზე უკარებაც — შენ უბიწო ხარ დედამიწის წიაღში. შეიძლება მოკვდე წყაროსთან, რომელიც მაგნიუმის მჟავითაა მოწამლული. შეიძლება მოკვდე მლაშე ტბასთან იქვე, ორ ნაბიჯზე. შეიძლება მოკვდე, თუნდაც ორი ლიტრი ნამი გქონდეს მოგროვილი, თუკი იგი ზოგიერთი მარილის ნალექით არის შებილწული.

შენ ვერ იტან ვერავითარ შენარევს, შენ ვერ იტან შებღალვას; შენ მფრთხალი ღვთაება ხარ...

მაგრამ შენთან ერთად ჩვენში უსასრულო ბედნიერება იღვრება.

შენ კი, ჩვენო მხსნელო ლიბიელო ბედუინო, უნდა გითხრა, რომ შენი სახე სრულიად წაიშლება ჩემს მეხსიერებაში. მე ვეღარასოდეს შევძლებ შენი სახის გახსენებას. შენ ადამიანი ხარ და ყველა ადამიანის სახით მეხატები. შენ არასოდეს შემოგიხედავს ჩვენთვის და მაშინვე კი გვიცანი. შენ საყვარელი ძმა ხარ ჩემი. და მე, ჩემ მხრივ, ყოველ ადამიანში გცნობ შენ.

მე გხედავ შენ სულგრძელობისა და სიკეთის შარავანდედით მოსილს; შენ ხარ ძლევამოსილი მბრძანებელი, რომელიც ფლობს ნიჭს წყურვილის დაოკებისას. შენი სახით, ყველა ჩემი მეგობარი, ყველა ჩემი მტერი მიწვდის ხელს და ამქვეყნად აღარც ერთი მტერი აღარა მყავს."


ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი
"ადამიანთა მიწა"
თ. თარხნიშვილისა და ლ. სულხანიშვილის თარგმანი.

I loves you, Porgy.

I loves you, Porgy.

I-ს უყვარს ბევრი ვინმე, ბევრი რამ, მაგრამ განსაკუთრებით უყვარს Porgy და დღეს, უფრო განსაკუთრებით, უფრო უყვარს ნინას Porgy.

ეს წერილი ეხება სიმღერას "I loves you, Porgy".

ნინას შესრულებით: http://www.youtube.com/watch?v=ETIPuORrPyo

თუ პირველად უსმენ ამ სიმღერას, სჯობს პირველი მოსმენით ნინას მოუსმინო.


მე არც მახსოვს პირველად როდის მოვისმინე, ან ვისი შესრულებით. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ისეთი სიმღერაა, თავიდანვე რომ არ გამახსოვრდება. სადღაც შიგნით შედის, გონების ღრმა ნაწილში და მერე არ გასვენებს, ვერც ხვდები ვინ არის, რა უნდა, რატომ არ გასვენებს. Porgy სხვანაირია, ჩუმი და მოუსვენარი, უძრავი და მაინც მოუსვენარი, პარადოქსია, მაგრამ ასეთია Porgy.

არ შემიძლია სიმღერაზე ბევრი რამის წერა, რადგან, არ მესმის იმდენად კარგად მუსიკა, რომ მასზე ვიმსჯელო ხმამაღლა. ამიტომაც არ ვკამათობ პოლიტიკაზეც. და ეს წერილი უბრალოდ მოგაწვდით სიმღერის ბმულებს და მოკლედ მოგიყვებათ იმ ისტორიას, რაც ამ კომპოზიციის მიღმაა.

George Gershwin-მა 1935 წელს, ამერიკას პირველად მოასმენინა კომპოზიცია Porgy, ოპერადან "Porgy and Bess" (Gershwin-ს ეკუთვნის ასევე "An American in Paris", "Rhapsody in Blue", ორივე საოცარია). Ira Gershwin-მა (Israel Gershowitz), ჯორჯის უფროსმა ძმამ კი შექმნა სიმღერის ტექსტი, მარტო სიმღერის კი არა, მთელი ოპერის. აი ამ ოპერის სატელევიზიო ჩანაწერი: http://www.youtube.com/watch?v=65TNhnTirP4 (თუ ჯერ კიდევ ნინას უსმენ, დაელოდე სანამ ნინა დაასრულებს, და მერე მოუსმინე ამ ბმულს).

თავად Porgy-სა და Bess-ის ისტორია მოდის DuBose Heyward-ის რომანიდან, რომელიც ა1925 წელს გამოქვეყნდა, 2 წელიწადში კი სპექტაკლის სცენარად გადააკეთა DuBose-ს ცოლმა, Dorothy-მ და სპექტაკლს უწოდა "Porgy". რომანი გვიყვება Porgy-ს ისტორიას, რომელიც 1920-იან წლებში, ამერიკაში, ჩარლსტონში ქუჩაში მათხოვრობით ირჩენს თავს. წიგნს, სამწუხაროდ ვერ ვშოულობ. ჩვენი ბიბლიოთეკა ინგლისურენოვანი ლიტერატურით ვერ გვანებივრებს, amazon-ზე კი მხოლოდ Kindle-ის ელ-გამოცემაა.

Porgy შემდეგ შეასრულეს Nina Simone-მა, Billie Holiday-იმ, Bill Evans-მა, Whitney Houston-მა, Barbra Streisand-მა, Lara Fabian-მა და Christina Aguilera-მაც.

ყველა განსაკუთრებულად და განსხვავებულად ასრულებს ამ კომპოზიციას.

მე განსაკუთრებით, ნინას Porgy მომწონს: უბრალოდ ჩაცმული, შუახნის, სპონტანური, ძლიერი, გონიერი, დინჯი და მშვიდი Porgy. მაიინც ეტყობა შავ კისერზე სიცოცხლის ძარღვი. გაუნძრევლად დგას და გიყურებს, გაკვირდება და გიმახსოვრებს და შენზე ფიქრობს.

ბილის Porgy დაღლილი, კეთილი და მომღიმარი ბიჭია. ხან ბიჭია, ხან კაცია, ხან - ბავშვი. დადის ასე დროში და ხან ვის გახსენებს, ხან - ვის, ხან შენი უმცროსი ძმაა, ხან - ბაბუა, ხანაც არავინაა შენ გარდა და შენ ხარ თავად Porgy. ხან სკამზე ზის, ხან ბოლთას სცემს. (http://www.youtube.com/watch?v=26HSGMUh-3U)

მისტერ ევანსის Porgy-ს მძიმე ნაბიჯები აქვს, აწუხებს რაღაც და მაინც, ხანდახან როცა დაიღლება ამდენი ფიქრით, აიქნევს ერთ ფეხს, გადახტება, ან გაჩერდება, ან ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს, წაიცეკვებს, გაიღიმებს. დაფიქრდება. ისევ დასერიოზულდება და დადგება ცოტა ხნით ერთ ადგილას. მერე გადაწყვეტს სულაც დაიკიდოს საფიქრალი. ასე უფრო ადვილიაო და ისევ ჯერ კარგად დაეყრდნობა მარცხენა ფეხს. მუხლთან ოდნავ მოხრის. ისევ გადახტება და უკვე ოთახის მეორე ბოლოშია. აღებს კარებს. ხურავს. ისევ აღებს. ხურავს. და ასე იმეორებს. თან გიყურებს, გამომწვევად გიღიმის. გიწვევს. აჩეჩილი, უხეში თმა აქვს და მაინც, რაღაც სტილი, დაუდევრული, სპონტანური და ბუნებრივი. და საერთოდაც, სამი სხვადასხვა Porgy-ა მისტერ ევანსის Porgy. (http://www.youtube.com/watch?v=0Yr4oYyDHn0)

უიტნის Porgy, მართლა Porgy-ა, ისეთი, როგორიც სახელი აქვს, მაღალი, გამხდარი (შიმშილით), შავკანიანი, მეოცნებე, მაღალმზერამიმართული. კაცია. დახვეწილი და მაღალი საზოგადოების არისტოკრატი კაცია, რომელიც სულაც არ ამაყობს ამ სტატუსით, უბრალოდ, ასეთია, და ამიტომაა მიმზიდველი. ძლიერი თითებით საქსაფონისტს ჰგავს. მოკლე თმაზე - პატარა, შავი ცილინდრი, მარტო სცენისთვის, ისე ცილინდრს არ ატარებს, მაგრამ სცენაზე მაინც კარგად გრძნობს თავს, კარგად ირგებს ქუდსაც, თითქმის სულ ჩაბნელებულ დარბაზსაც, ნათურასაც, მას რომ მისჩერებია და როცა მომღერალი გადმოხედავს, Porgy ოდნავშესამჩნევად უღიმის. მომღერალი კი, გათამამებული Porgy-ს ღიმილით, მთლიანად ენდობა Porgy-ს, მიჰყვება Porgy-ს, იმიტომ, რომ ჯენტლმენია Porgy, კეთილი და ძლიერი კაცი. თავად სერ Porgy-მ კი იცის, რომ სცენაზე, რამდენნიაც არ უნდა იდგნენ, მაინც დუეტი იქნება: მომღერლის და Porgy-ს. (http://www.youtube.com/watch?v=QU7gI_uaTWE)

ბარბარას Porgy-ს არ ვიცნობ, არაფერს გეტყვით მის შესახებ.

ლარას Porgy ემოციური, ძალიან ძლიერხელებიანი 30-მდე წლის კაცია. მუქი ლურჯი თვალები აქვს, მზისგან მუქი კანი. შავი, უკან გადავარცხნილი თმა. იშვიათად ცეკვავს, მაგრამ თუ -, კარგად -. და როცა გათვალიერებს, სხვანაირად გათვალიერებს, დაჟინებით, ისე, რომ თავი მნიშვნელოვანი და საინტერესო გგონია და გეღიმება. იცის რომ გეღიმება. სახეზე არ გიყურებს, მაგრამ ამჩნევს, იცის და მაინც ისევ გათვალიერებს. მერე თვალს თვალში გიყრის. და არაფერს აკეთებს ზედაპირულად. და გეამაყება, რომ Porgy შენია, და შენ მისი ხარ. (http://www.youtube.com/watch?v=Rx7hblPvPpk)

Aguilera-ს Porgy, დამოუკიდებელია, თავისუფალი, ხანდახან შეიძლება თავხედივით პოხუისტიც, მაგრამ მაინც Porgy-ა და შენ მაინც ენდობი, მაინც მოგწონს როცა ხედავ, მაინც გიზიდავს და ხანდახან შეიძლება ბრაზობდე კიდეც, მაგრამ გადაგივლის, იცი რომ გადაგივლის. შეიძლება გაგაგიჟოს კიდეც უყურადღებობით, მაგრამ, იცი რომ ფარსია ეგ უყურადღებობაც, თამაშია და მაინც შენი Porgy-ა. (http://www.youtube.com/watch?feature=endscreen&v=eoLJL7Odt0o&NR=1)

ასეთი სხვადასხვაა ყველა Porgy.

მე კი მაინც მაგარი მგონია ნინას Black American Porgy.


ხრ-H-უნები

ფრენი და ზუი, ზუი და ფრენი და ქალბატონი გლასი და რავიცი, კიდევ გამოჩნდება, ალბათ, ვინმე.

მოკლედ, მე დავაკვირდი ამ დღეებს და ძალიან მაგარია ბევრი თავისუფალი დრო რომ გაქვს, პრინციპში, დიდად დაკავებული არც არასდროს ვყოფილვარ მგონი. საქმეც ეგაა, თუ არ მინდა რამის კეთება, არ მინდა და მორჩა რა, ანუ ლექციები, ჭამა, ვარჯიში, პირობითია ყველაფერი და მარტო იმიტო კი არ უნდა აკეთო რო აუცილებელია ან რამე ეგეთი, თუ არ გსიამოვნებს, მგონი სულაც არ უნდა აკეთო. ყველაფერზე ეგრე ფიქრიც შეიძლება არ შეიძლება მაგრამ, ყველაფერი ხო არაა ჭამა, ძილი, ლექციები და ვარჯიში? მეც მაგას ვამბობ, ზოგჯერ აღმოაჩენ რომ გაცილებით საინტერესო რაღაცები არსებობს, აი მაგალითად, მაგარი ფილმი, მაგარი წიგნი, მაგარი ყავა, მაგარი ვინმე, გაგართობს და თავს რო არ მოგაბეზრებს.

დღეები გადიან ასე: თავისებურად. და არ ვაპირებ დეტალურად ავხსნა როგორ თავისებურად. არაა საინტერესო. ანუ არის საინტერესო, მაგრამ ჯერ ცოტა ხანი ჩემთვის ვინახავ მარტო.

ხრატუნა მიწის თხილი გიჭამია? ანუ იცი რას ვამბობ, მიწის თხილი კი გიჭამია ალბათ, ალერგია თუ არ გაქვს, მაგრამ აი ხრატუნა გიჭამია? მოკლედ, აღმოვაჩინე მიწის თხილი! ეგეთი რაღაცები ხშირად მემართება ხოლმე, რაღაც მგონია რომ არ მიყვარს და მერე აღმოვაჩენ რო მაგრად მიყვარს! (იმედია ლეღვი გამონაკლისი იქნება, მაგას ვერასდროს შევიყვარებ. აი, ხმამაღლა ვფიცავ არასდროს შევიყვარო ლეღვი! არაფერიც არ დაუშავებია, არ მომწონს რა.)

მოკლედ, ადამიანს, "ვიღაცა გუგულის ბუდეზე გადაფრინდა"-ს რომ წაიკითხავს და მერე ფორმანის ფილმს უყურებს, ცოტა თუ მუცელი არ ასტკივდა, ყველაფერი რიგზე ვერ აქვს. ამ რიგზე ყოფნას ვინ განსაზღვრავს არ ვიცი, ვინც განსაზღვრავს, მაგარი უსაქმური უნდა იყოს.

დილაობით გავდივარ ხოლმე ამ მინუსებში გადასული ქალაქის ქუჩაში. ჩემთან ახლოსაა უნივერსიტეტი. მაგრამ ჯერ არ ვყოფილვარ. დიდად ბიბლიოთეკა არ მომწონს, ყველა ყველას ათვალიერებს. სავარჯიშო დარბაზშიც ეგრეა, 1-2-ჯერ აიწევიან, გაიჭიმებიან, მკერდს გამოაგდებენ და თვითკმაყოფილი სახით ათვალიერებენ დანარჩენებს. ხოდა სამაგიეროდ არსებობს ერთი პატარა საცალფეხო ბილიკი. ჯერ სახელი არ დამირქმევია. რამეს მოვუფიქრებ მერე. ხოდა ეს ბილიკი გადის ბაღებს შორის. ნინის ვეუბნები, ნაღდი სოფელია-მეთქი. ნინიც მეთანხმება, სოფელიაო. კალათი გვაკლია, თორემ ისე ზუსტად ჰანსელი და გრეტელივით მივდივართ ხოლმე სუპერმარკეტისკენ. ხოდა სწორედ მანდ აღმოვაჩინე მიწის თხილი. ხო, ვიცი რო ბევრი არ შეიძლება, ბევრს ვერც შეჭამ. მთავარი მანდ ისაა, როგორ შეჭამ და რასთან ერთად. უკანა გზაზე ვხსნი პარკს, ვიღებ ერთ თხილს და თითებს ვუჭერ. თხილის ქერქი იბზარება, ტკაცუნებს და მტვრის ფრქვევით სკდება. მერე ვიღებ თხილს, ჯერ ერთს, მერე - მეორეს. ვაცლი თხელ კანს და ვაკნაწუნებ.

აკნაწუნე რამდენიც გინდა, სანამ წყალი არ მოგწყურდება, ან არ მოგბეზრდება.

მიწის თხილით ძალიან კარგი ხრაშუნების გაკეთება იცი? ძალიან მაგარია. მოკლედ, თუ არ იცი ისწავლე. მიდიხარ და ყიდულობ მიწის თხილს, ფქვილს, ცოტა შაქარს, რამე ჩირს, მე ქლიავის ჩირი მაგრად მიყვარს და ეგ იყიდე, ყველას სჯობს. მერე ცოტაც კარაქი და მარგარინი არა, კარაქი სჯობს. 1 კვერცხი. გამოივლი უკანა გზაზე ისევ იმავე ბილიკს, მოხვალ სახლში და ვინაიდან ჯამი არ გაქვს, ისევ ქვაბში გიწევს ხრაშუნების გაკეთება.

აი მთელი ხელოვნება ხრაშუნებისა: შენც რამე ხრაშუნა განწყობაზე უნდა იყო, ანუ ბოროტად თუ გრძნობ თავს იმ დღეს, ხრაშუნები არ გამოგივა რაც არ უნდა ეცადო. ვის არ მოსვლია, არაუშავს. (და საერთოდაც, ბოროტად თუ გრძნობ თავს, შეგიძლია შოკოლადი შეჭამო, აკეთილშობილებს.) აი ცოტა ონავრობის ხასიათი არ აწყენდა + რამე არაადეკვატური მელოდია იღრუტუნე ცხვირში, რამე "my favorite things" ან მსგავსი, მაინცდამაინც "ჩემო ციცინათელა" არ გინდა, ეგ ბისკვიტებზე უფრო მიდისო.

ყრი ფქვილს (რამდენიც გინდა), თხილს (რაც შეიძლება ბევრი), ჩირებს (რაც გადაურჩება ჩემს მზაკვარ თვალსა და ყოვლისმსახვრალ ხელს), კარაქს (ძალიან ბევრიც არ გინდა, თორემ დადნება შენი ხრაშუნები და მერე უნდა ფხიკო და ფხიკო), ერთ ცალ კვერცხს ზრდილობიანად გაუტეხე თავი და ეგრევე დურთე ფქვილში. მე გამაფხვიერებელი და ეგეთი სოდა-ძმრის კომბინაციები არ მომწონს, ასე მგონია ხრაშუნის ფუნქციას აქვეითებს. რამე გამომრჩა? აა, ხო, შაქარი. ეგ, რამდენიც გინდა იმდენი უქენი, ბევრი არ მოგივიდეს ოღონდ, რომ არ დაიწვას ან მიწის თხილის და ჩირის გემო და-შაქარ-ჩრდილოს.

მერე მოზელ ცომს. ძალიანაც არ გადაყვე, ხრაშუნები სპონტანური რამეა და ბევრი ლოლიავი არ უნდა, მერე ჭამისას გემოს კარგავს. ხოდა გააბრტყელე, გასაბრტყელებელი ყველაზე მეტად გამოგადგება, თუ გინდა ბოთლი ან რამე ეგეთიც იხმარე, თმის ჯაგრისით კარგი არ გამოდის, დამიჯერე, დავაპირე ერთხელ.

გამოჭერი ფორმებად. მე სოკოს და მთვარის ფორმა მაგრად მიყვარს. თუ ფორმები არ გაქვს ჩათვალე რომ წვალების ნახევარი წყალში ჩაგეყარა. კლასიკური მრგვალი ფორმები კარგია, მაგისთვის ჭიქაც გამოგადგება. ხო და კიდევ, რაც უფრო თხლად გააბრტყელებ, მით უფრო ხრაშუნა იქნება და თუ ვერ ითმენ, მალეც გამოცხვება.

ხოდა ასე, შეაღუმელთბუნებ ხრაშუნებს, ხელებს დაიბან, თეფშს და "ჟარონჩიკას" ("ჟარონა" ანა კარენინასავით ჟღერს) გაამზადებ და მერე შეგიძლია ფბ-ზე შეძვრე და დაპოსტო რამე ამდაგვარი: "აეეეეე, ჩემი პირველი კუკიიიიზ! ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების გამოცხადდეს კამპუსში, კორპ 1, 1ლი სართ. ბინა 3, სამზარეულო!" ან შეგიძლია კარებებზე მიუბრახუნო მეზობლებს, გააჩნია აჟიტირებულობის ხარისხს : )))

მოკლედ, აი თქვენ ხრაშუნები.
ხოდა, მთავარია ის ფიქრები რაც თავში გიტრიალებს ამ ყველაფრის კეთებისას. ნერვიული ხრაშუნები, მაგარი უგემურია.

One Flew Over the Cuckoo's Nest - ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

ციტატები



"ნისლის მანქანის ხმამაღალი, ცივი, სველი, სტვენისმაგვარი სუნთქვა მესმის, ვხედავ, მაკმერფის საწოლის ქვემოდან ნელ-ნელა როგორ მოცოცავენ ნისლის პირველი ბოლქვები. იმეიდ მაქვს, მაკმერფის იმდენი ჭკუა ეყოფა, ნისლში დაიმალოს". (გვ 119)



"პიტი, შეიძლება, სულ ერთი წუთით დაუბრუნდა სიცოცხლეს, შეეცადა, ჩვენთვის რაღაც ეთქვა, არადა, მისი სათქმელი არც ერთი ჩვენგანისთვის არაფერს ნიშნავდა, არც მოსმენის თავი გვქონდა, არც გაგების. თვითონ პიტი კი ამ მცდელობამ ერთიანად გამოფიტა."



"მაინც შემიტყუა შინ, გა-აა-ააშალა მარაო," უბერავს მაკმერფი და თან შიშველ მუცელზე იტყაპუნებს ხელს, "დედი, ეს კაცი მიი-იი-ყვარსო, რა ვქნა - სხვა არაო."

“ ‘She took me to her parlor, and coo-oo-ooled me with her fan’ ”—I can hear the whack as heslaps his bare belly—“ ‘whispered low in her mamma’s ear, I luh-uhvvv that gamblin’ man.’ ”



“Ffffuck da wife,” Ruckly says.

McMurphy hides his mouth behind the back of his hand and callsacross the ward to Ruckly in a scratchy whisper, “Whose wife?” and Martini’s head snaps up, eyeswide and staring.

“Yeah,” he says, “whose wife? Oh. Her? Yeah, I see her. Yeah.”



“Our dear Miss Ratched? Our sweet, smiling, tender angel of mercy, Mother Ratched, a ballcutter?Why, friend, that’s most unlikely.”

“Buddy, don’t give me that tender little mother crap. She may be a mother, but she’s big as adamn barn and tough as knife metal. She fooled me with that kindly little old mother bit for maybethree minutes when I came in this morning, but no longer. I don’t think she’s really fooled any ofyou guys for any six months or a year, neither. Hooowee, I’ve seen some bitches in my time, but shetakes the cake.”...

“A bitch? But a moment ago she was a ball-cutter, then a [58] buzzard—or was it a chicken?Your metaphors are bumping into each other, my friend.”

“The hell with that; she’s a bitch and a buzzard and a ball-cutter, and don’t kid me, you knowwhat I’m talking about.”

"ძუკნა? წუთის წინ ყვერიგლეჯიაო, მერე სვავიო - თუ წიწილა? თქვენი შედარებები ურთიერთს ანადგურებს, მეგობარო."

"აი, ამ ჩემ ფეხებს, თუ ანადგურებს! ერთიცაა, მეორეც და მესამეც და ნუ მაბოლებ ეხლა, ვითომ ვერ ვხვდებიო."





"მე გადამიარეს?!"

"არა, მე! არ დაგზოგეს. ბოლომდე მოგაწვნენ. ეტყობა, მართლა ქენი რაღაც იმისთანა, აქ ამდენი მტერი რო გაიჩალიჩე, ძმაკაც. აბა, მტრის მეტი ეგრე ვინ გაგიმეტებს."



"და-ვიი-ღაა-ლეე", ხავის ისევ და ზედ მაკმერფის სახის წინ აქნევს თავს.

"დამშვიდდი, პიტ," უყვავებს ბილი და მუხლზე ადებს დაჭორფლილ ხელს.

"... საშინლად დავიღალე..."

"ვვვიცი, პიტ," ბილი ხელს გაძვალტყავებულ მუხლზე უთათუნებს, პიტიც მოწყვეტით აგდებს თავს უკან, ხვდება, დღეს ჩემს ჩივილს არავინ მიაქცევს ყურადღებასო."

“I’m ti-i-uhd,” he says, wagging his face at McMurphy. “Take it easy, Pete,” Billy says, lays afreckled hand on Pete’s knee.“… Awful tired ...”“I know, Pete”—pats the skinny knee, and Pete pulls back his face, realizes nobody is going toheed his complaint today.



"კი, მაგრამ, ისა," ამბობს უმცროსი ექთანი, "განყოფილების დანგრევა რატომ უნდა მოინდომოს, მის რეჩედ? რა მიზეზით?.."

მთავარი ექთანი სიტყვას აწყვეტინებს, ისევ არჭობს ნემსს ამპულის რეზინის ხუფში, შპრიცს ავსებს, ნემსს აძრობს და შპრიცს ლანგარზე დებს. ვხედავ როგორ იწვდის ხელს ახლა სხვა ცარიელი შპრიცისკენ, ისევ არჭობს, ავსებს, აძრობს, დებს...

"მის ფილინ, ეტყობა, დაგავიწყდათ, რომ ეს სულით ავადმყოფთა ინსტიტუტია."

“But, gee,” the other nurse says, “what on earth would make a man want to do something likedisrupt the ward for, Miss Ratched? What possible motive …?”

She cuts the little nurse off by jabbing the needle back into the vial’s rubber top, fills it, jerksit out, and lays it on the tray. I watch her hand reach for another empty needle, watch it dart out,hinge over it, drop.

“You seem to forget, Miss Flinn, that this is an institution for the insane.”





"გარეშე პირისთვის შეუმჩნევლად შავი ბიჭები ჩქარ-ჩქარა უვსებენ ხოლმე ბოსტნეულებს ვარდისფერ, უაზროდ დაფჩენილ პირებს; იმდენს ატენიან, უბედურები ჩაყლაპვას ვერ ასწრებენ და "მექანიკური რბილიც" უხვად მოჟონავს მწვანე პიჟამებზე წაწვეტებული, მოფხნიკური ნიკაპების გავლით. შავი ბიჭები ბოსტნეულებს აგინებენ, მეტი მონდომებით უბურღავენ კოვზებით პირებს ისე, თითქოს დამპალი ვაშლის გულს ჭრიანო: " ეს ბებერი კუანა ბლასტიკი ნაწილ-ნაწილ იშლება. ვეღარ გავიგე პიურეს აგლახავებს პირში თუ თავისი დამპალი ენის ნაფლეთებს."

"The black boys stoke the sucking pink mouths of the Vegetables a shade too fast forswallowing, and the Mechanical Soft squeezes out down their little knobs of chins onto the greens.The black boys cuss the Vegetables and ream the mouths bigger with a twisting motion of the spoon, like coring a rotten apple: “This ol’ fart Blastic, he’s comin’ to pieces befo’ my very eyes. Ican’t tell no more if I’m feeding him bacon puree or chunks of his own fuckin’ tongue.” …





“Mr.—ah—McMurry?”

“Touch upon what?”

“What? Touch—”

“You ask, I believe, ‘Does anyone care to touch upon—’ ”

“Touch upon the—subject, Mr. McMurry, the subject of Mr. Harding’s problem with his wife.”

“Oh. I thought you mean touch upon her—something else.”

“Now what could you—”

But she stops. She was almost flustered for a second there. Some of the Acutes hide grins, andMcMurphy takes a huge stretch, yawns, winks at Harding. Then the nurse, calm as anything, puts thelog book back in the basket and takes out another folder and opens it and starts reading.

“McMurry, Randle Patrick. Committed by the state from the Pendleton Farm for Correction. Fordiagnosis and possible treatment. Thirty-five years old. Never married. Distinguished Service Crossin Korea, for leading an escape from a Communist prison camp. A dishonorable discharge,afterward, for insubordination. Followed by a history of street brawls and barroom fights and aseries of arrests for Drunkenness, Assault and Battery, Disturbing the Peace, repeated gambling, andone arrest—for Rape.”



"Some mornings—Mondays especially—I hide and try to buck the schedule. Other mornings Ifigure it’s cagier to step right into place between A and C in the alphabet and move the route likeeverybody else, without lifting my feet—powerful magnets in the floor maneuver personnel throughthe ward like arcade puppets."




ავტ. კენ კიზი - ken kesey

for complete original version: http://jhampton.pbworks.com/w/file/fetch/48519571/ofo.pdf

WARNING!

ამ ლექსს ახლახან წავაწყდი და გადავწყვიტე აქ დამებეჭდა, მათთვის, ვინც რაღაცის გასაკეთებლად სულ მომავალს ელოდება. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება ყველას ეცვას იისფერი, და მაინც არავინ იყოს სულელი, უფრო მეტად, ვიდრე გაიისფერებამდე იყო.




ხოლო, თუ კითხვა გეზარებათ, მოუსმინეთ, ჯენი კითხულობს, თვითონ

http://www.youtube.com/watch?v=8cACbzanitg

By Jenny Joseph

Warning


When I am an old woman I shall wear purple
With a red hat which doesn't go, and doesn't suit me.
And I shall spend my pension on brandy and summer gloves
And satin sandals, and say we've no money for butter.
I shall sit down on the pavement when I'm tired
And gobble up samples in shops and press alarm bells
And run my stick along the public railings
And make up for the sobriety of my youth.
I shall go out in my slippers in the rain
And pick flowers in other people's gardens
And learn to spit.

You can wear terrible shirts and grow more fat
And eat three pounds of sausages at a go
Or only bread and pickle for a week
And hoard pens and pencils and beermats and things in boxes.

But now we must have clothes that keep us dry
And pay our rent and not swear in the street
And set a good example for the children.
We must have friends to dinner and read the papers.

But maybe I ought to practice a little now?
So people who know me are not too shocked and surprised
When suddenly I am old, and start to wear purple.



გაფრთხილება

თარგმანი (ჩემი)

როდესაც მოვხუცდები, ჩავიცმევ იისფერს
და დავიხურავ წითელ ქუდს, რომელიც არ უხდება არც იისფერს, არც მე.
და გავფლანგავ მთელ ჩემს პენსიას ბრენდისა და საზაფხულო ხელთათმანებში
და ატლასის სანდლებში, მერე კი ვიტყვი, რომ არ მაქვს ფული კარაქისათვის.
ტროტუარზე ჩამოვჯდები, როცა დავიღლები.
და შევსანსლავ მაღაზიებში გასასინჯ ნიმუშებს და დავრეკავ მაღაზიის მაგიდის ზარს
და ვუკაკუნებ ჩემს ხელჯოხს მოაჯირებსა და რიკულებს, საჯარო ადგილებში.
ზუსტად ასე ავინაზღაურებ ჩემი ახალგაზრდობის სიდინჯეს.
წვიმაშიც გავალ პიჟამით, თუ მომინდება.
სხვის ბაღშიც დავკრეფ ყვავილებს.
და ვისწალი გადაწიტებას.


თუ გინდა, გეცვას საშინელი პრანგი. თუ გინდა, გასუქდი კიდეც.
თუ გინდა, ერთ ჯერზე სამი ფუნტი სოსისიც ჭამე,
ან, მხოლოდ პური და მჟავე კიტრი მთელი კვირის განმავლობაში.
და შეგიძლია მოიმარაგო ყუთში კალმებიც და ფანქრებიც და ლუდის ჭიქის მუყაოს ლამბაქებიც.


მაგრამ ახლა უნდა გვეცვას ტანსაცმელი, რომ არ დავსველდეთ,
გადავიხადოთ ბინის ქირა, და არ ვილანძღოთ ქუჩაში,
და ბავშვებსაც მივცეთ კარგი მაგალითი.
სადილად მეგობრები უნდა დავპატიჟოთ ხოლმე, და გაზეთები ვიკითხოთ.


მაგრამ, ხომ შეიძლება ცოტა ეხლაც წავივარჯიშო?
რათა ადამიანებს, რომლებიც მიცნობენ, ძალიან არ გაუკვირდეთ,
როცა უცებ, მოხუცებული, იისფერს ჩავიცვამ.

ჯენი ჯოზეფი

მე და წიგნები




ვიცი, ბანალური სათაურია, მაგრამ, დაახლოებით ერთი კვირის წინ თამარმა jobs.ge-ზე დადებული ვაკანსიის ლინკი გამომიგზავნა და იქ სამოტივაციო წერილის სახით ითხოვდნენ ამ წერილს. მეც, რა თქმა უნდა, გადავდე და აი, როცა ბოლოს და ბოლოს დავასრულე, აღმოჩნდა, რომ ვაკანსია დახურული იყო, მე კი არც მეილი მახსოვდა და არც გამომცემლობის სახელი :) ასე რომ, სულ ისე რომ არ დარჩეს, უადრესატოდ, აქ დავდებ. თან, ცოტა არ იყოს, სინდისი მქენჯნის, რომ დღეს მესამე თავს ვერ ვდებ, იმიტომ, რომ გასამართია და თან ამის ხალისი, რაღაც, ნაკლებად მაქვს, ამიტომ, აი ეს წერილი: მე და ჩემი წიგნები :)


მე და ჩემი წიგნები


ავტორი: მე


მაშინ, როდესაც ვიბადებით, ყველას ჩვენი ხე, ჩვენი ვარსკვლავი, სახლი, საწოლი და უჯრა გაგვიჩნდება ხოლმე, სადაც ჩვენს ნივთებს ერთმანეთს „ვუმალავთ“, ვინახავთ ისე, რომ ხანდახან თავადაც ვერ ვპოულობთ. კიდევ, როგორც ერთი, კაქტუსებიანი კაცი იტყოდა: „ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე“. ჰოდა მეც, არანაკლებ კაკტუს-ეკლიანმა, ერთი პატარა უჯრა მივიღე, უფრო სწორედ, თარო, და რა იცოდა დედაჩემმა, რომ ეს თარო მალე უამრავი ჯადოსნური არსების თავშესაფარი გახდებოდა. ამ თაროზე ცხოვრობდა ჩემი ლეკვი - იუმ-იუმი, პატარა უფლისწულის მიერ ნაჩუქარი ბეკეკა, მექუდე „საოცრებათა ქვეყნიდან“, რომელიც მუდამ ახალ-ხალ ნაჭრებს მთხოვდა ქუდების შესაკერად, პატარა ვეშაპი პიკო, ერთი გაუცინარი კაცი და უამრავი ხელმწიფის ასული, ზოგი ლამაზი, ზოგიც - გონჯი. თაროს ერთ კიდეში პატარა ხის ყუთი იდო, ჩუქურთმებიანი და შიგ საგულდაგულოდ გადამალულ სამ კაკალს ეძინა. ყუთის გვერდით სალამური წამოწოლილიყო, მახსოვს, ნილსმა დამიტოვა, როცა მორიგ მოგზაურობაში გაემართა, გარეულ ბატებთან ერთად. თაროს მეორე მხარეს „კაჭკაჭ კაჭკაჭუნა ხარშავდა ფაფას“ და მუდმივად ორთქლი იდგა, თუმცა, მე მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ დიდი მუხლუხო აბოლებდა ყალიონს. ჰო, ჭერი! თაროს ჭერზე ერთი ლაქა იყო, ნიშანი, სახე, ხანდახან - აშკარად მომღიმარი, ზოგჯერ - მოწყენილი, ხან მრგვალი, ხან ოვალური, ხან უფორმო... აი ის, ლაქა, დომენიკოსაც რომ თან დაჰყვებოდა ლამაზ-ქალაქსა და კამორაში. და საოცარი ის იყო, ჩემს თაროზე ამ ყველაფრის დანახვა მარტო მე შემეძლო, უფროსები კი წიგნების მეტს ვერაფერს ხედავდნენ, ჰო, და კიდევ, ძველ, ხის ყუთს. ასეთი თარო ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ, ზოგის თაროზე ტალღებში ამოჩრილ კლდეზე ნებივრობს პატარა სირინოზი, ან დიდი და წითელი მზე აცხუნებს, ან პლანეტები დაქრიან აქეთ-იქით, ან ცხრათავიან დევს ელოდება ივანე ფალავანი... ზოგის თაროში კი ცა ჩანს, ხან ლურჯი, ხან მოღრუბლული, ხან ვარსკვლავებით გადაჭედილი (-გამატარეთ - გამატარეთ... შემდეგში ხომ არ ჩადიხართ? - და ვარსკვლავი წყდება ხოლმე ცას)!


მე და წიგნები... მე წიგნები მიყვარს, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ წიგნები, მაშინვე, როცა ჩემს თაროზე მოხვდებიან, ქრებიან ხოლმე, მათ ადგილას კი ან ზომიერად ფერხორციანი მამაკაცი გაჩნდება, მსუნაგი ვიღაც, ზურგზე პროპელერით, ან მოხუცი დედაბერი, ყელზე ძაფშებმული ვირთხით, გეცოდინებათ ალბათ, შაპოკლეაკი. უჰ, მთელი ბავშვობა მეშინოდა მაგ ქალის. და კიდევ, ვერ ვიტანდი ისეთ ტიპებს, გრიმებისა არ იყოს, ბავშვებს რომ ტყეში, ქოხში შეიტყუებენ და მერე იმის მეტს არაფერს ფიქრობენ, როგორ შეწვან და შეჭამონ. ჰო, რაც მართალი, მართალია, ზღაპრებს არაფერი მერჩია, და, მგონი, დღემდე ასეა. ამიტომ, როგორც დედაჩემი ამბობს, პირწავარდნილი მეოცნებე გაზარდა, თუმცა, რომ არა ეს მეოცნებე, ალბათ, მოწყენილობით მოკვდებოდა. იცით, როგორ მინდოდა მეთორმეტე პერანგის მოქსოვაც მოესწრო ყველაზე უმცროსი უფლისწულისათვის მის დას? ყოველთვის, როცა ამ ზღაპარს ვკითხულობდი, მეგონა, რომ სხვაგვარად დამთავრდებოდა და ამ გოგოს, რომელიც ჭინჭრებისგან ხელდასუსხული ქსოვის მეტს არაფერს აკეთებდა, ცოტა დროს მაინც მისცემდნენ მეთორმეტე პერანგის დასასრულებლად. მერე იყო კალის ჯარისკაცი, ესეც ნამდვილი ბავშვური ტრაგედია (ბავშვური, როგორც გულწრფელი, და არა - უმნიშვნელო)! ამის გამო, დღემდე შენახული მაქვს ჩემი პატარა ტანკი, რომელიც რეზინის ბორბლებით გახურებულ ღუმელს შემთხვევით მიეკრა და აშკარა რეაბილიტაციას საჭიროებდა.


ჩემი წიგნები ნამდვილი საოცრებებია.


ყოველი წიგნი ახალ სურათს მაჩვენებდა და მერე ვოცნებობდი ოდესმე ისეთი ადამიანი გავმხდარიყავი, ვინც უამრავ ფილმს გადაიღებდა ამ ნამდვილი საოცრებების შესახებ. აი მაგალითად, დღემდე არ მესმის რატომ არ არსებობს ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სულაკაურის „ლუკას“ ცხოვრებაზე. ან სულაც, სულ პატარა ანიმაცია მაინც ჭიამაიების მწყემსი სალამურას შესახებ! სალამურას გამო ხომ მეც მთელი ბაღი გადავატრიალე და საკუთარი ჭიამაიების ფარა შევქმენი! თუმცა, შესაძლოა ეს იმის იმედით გავაკეთე, რომ ციცინათელების პრინცესა მაიას შევხვდებოდი. ეხლა უკვე ზუსტად აღარ მახსოვს. რომ გავიზარდე, ბევრი რამ დამავიწყდა. თუმცა, ხშირად მთელ საღამოს პიტერ პენის მოლოდინში, ფანჯრიდან გადაყუდებული ვატარებ. მე მაინც მჯერა, რომ არსებობს „არარსებული კუნძული“.

მას შემდეგ იყო „თეთრი ბაირაღები“ და „ნუ გეშინია, დედა“. თუმცა, დედაჩემისთვის მთავარი იყო „კარგები“ ვყოფილიყავით და არც ეშინოდა. მაშინ, სწორედ აჯანყება იყო ამ აუცილებელი „კარგი იყავის“ წინააღმდეგ ნიცშე! ნიცშეს ზარატუსტრას ბევრი ვეჭიდავე, მაგრამ, ბოლოს დავმარცხდი. „ჰოდა, ძალიანაც კარგი!“ - ვთქვი და წავიკითხე „ზებულონი“. უცნაური ბიჭი იყო ზებულონი, თითქოს კაცად ვერასდროს იქცა, ან ბიჭი არ ყოფილა არასდროს.


მერე კი იყო ფუფალა - ქალების შესახებ არსებული წარმოდგენების კატასტროფული გადატრიალება! იყო მარიტა, რომელიც ყოველთვის თოვლში ამოსულ, ღია ყვითელ ნარცისას ჰგავდა და რომელიც ნამდვილი სიყვარულით მიყვარდა. ხოლო მარიტას შემდეგ გამოჩნდა ნამდვილი ქალი, აი ის, საოცრად გრძელი თითებით, ბავშვივით ანცი, „თაგვი, ვაიმე თაგვიო“ რომ გაჰყვიროდა და სინამდვილეში კასრიდან კასრში გადაიპარებოდა ხოლმე - ქალი - ტერეზზა! და მეც, ბითურივით, ამ სამ ქალს შორის ვიყავი გაწელილი. ჩემი თაროც ნელ-ნელა იცვლიდა სახეს. ადრე თუ მზე კაშკაშებდა მასში, ახლა იდუმალ ბურუსში იწვნენ ჩემი წიგნები და ამ სამი მოჩვენების ჩრდილები დაცოცავდნენ მის სიღრმეში. ეს ბურისი კი მალე ნისლად იქცა, მერე კი წვიმად, გადაუღებელ, პეტერბურგის წვიმებად... და მე პირველად წავიკითხე დოსტოევსკი. და ერთდროულად ვცხოვრობდი „იდიოტივით“,სულელი „ყმაწვილივით“, „ეშმაკთა“ შორის.


დრო იყო ალბათ, და გადავშალე წიგნი ღმერთის ცხოვრების შესახებ, წიგნი - სახარება! ჩოხელის ლუკამ მიმიყვანა ქრისტეს ლუკამდე. მას მერე, გულწრფელად, მთელი არსებით მჯეროდა, რომ ერთადერთი წიგნი, სინამდვილეში არსებული, იყო წიგნი ღმერთის შესახებ, წიგნი - სახარება. მასში იყო ყველაფერი, რაც მანამდე მენახა, რაც აქამდე მინახავს და ამიტომ, თაროზე , თითქოს იდგა მხოლოდ ერთი წიგნი, სახარება! და მის გარშემო იყო სიცარიელე, თავისი მზით, იერუსალიმით, იორდანეთი და მთესველით, რომელიც გამოვდა დასათესად. იყო შიშიც, ამ სიცარიელეში, რომ მე კლდოვანი ნიადაგი აღმოვჩნდი და ბოლომდე ვერ გამოვიღე „კეთილი ნაყოფი“. მეორე დილით სახარებასთან ერთად იდგა „ვეფხისტყაოსანიც“, ბოლომდე დახაზული და ფურცლებად დაშლილი, თითქმის. ეს იყო პირველად, მაშინ, როდესაც მივხვდი, რომ ზოგი ადამიანი ქმნის წიგნს, ზოგ ადამიანს კი წიგნი ქმნის.


მორჩილ, ძველისძველ თაროს ჟრუანტელმა დაუარა ერთ საღამოს. მაშინ ვკითხულობდი ჭილაძის ლექსს: „თითქოს რიკულები სახლის ნეკნებია... სახლი მოწყენილი სადღაც იყურება...“ ჰოდა სახლი დავხატე მაშინ, ისეთი სახლი, რომელიც ადრე არასდროს მენახა! და დავწერე მაშინ, ისეთ სახლზე, რომელზეც არასდროს მიფიქრია. მერე ყველა, მანამდე დაწერილი ლექსის, ყველა, ბოლომდე გავსებული რვეული დიდ, რკინის შავ ყუთში ჩავკეტე (დასაწვავად დამენანა). თარო კი ისევ ძაგძაგებდა „სინათლის ლეკვივით“, „ფორთოხლის ჩრდილში“! და მაშინ, გაცივდა თუ რა დაემართა ("ცოდვილი გახა"), ამოახველა უცნაურმა, ჩემმა თარომ პირველი ჩემი პოემა „სიტყვა სიტყვით“. და ნახველივით გადააფურთხა.


და იმავე წელს, ახალი მიწის აღმოსაჩენად გამაგზავნეს ამერიკაში! მე ტომ სოიერთან შეხვედრის იმედი მქონდა, მაგრამ, ჩასულს, სოიერის მაგივრად, ცარიელი ქოხი დამხვდა, ისიც ბებერი, ბიძია ტომის. თან, ნახევრად დანგრეული. ჰოდა მთელი წელი პოლიტიკას ვსწავლობდი და პოლიტიკის გარდა ამერიკულ კულტურას, ამერიკის ისტორიას, ამერიკულ ღირებულებებს, ამერიკულ ცეკვას, ამერიკულ ვარჯიშს, ამერიკაში ცხოვრებას... ვსწავლობდი ჯეფერსონს, ლინკოლნს, ფრანკლინსა და ობამას, თანამედროვე ლიდერებსა და ლიდერობას, საჯარო მეტყველებას, რიტორიკასა და, რაც მთავარია, თავისუფლებას, რომელსაც მანამდე ვეთაყვანებოდი. მერე, აღმოვაჩინე, რომ თავისუფლებას შენს შიგნით უნდა მიაღწიო, სხეულის შეგნით, და არა, მხოლოდ სხეულის გარეთ. როგორც ჯილალ ხალილ ჯიბრანი ამბობს: კანონები ასფალტზე, ჩვენი ფრჩხილებით ამოკაწრული ჩრდილის კონტურებია. (ანუ, მზე ვენს უკანაა?!) ხოლო თავისუფლების მონობაც მონობაა. ამიტომ, ამოვბეჭდე ნუსხურ-ხუცური ანბანი და თავიდან ვისწავლე ქართულად წერა-კითხვა. მერე კი, შუაღამისას, გავხსენი საკუთარი ბლოგი, სადაც დავწერე ის, რისი წაკითხვაც მე მინდოდა.


ვწერდი ბევრ ლექსს და ვხატავდი, ზომიერად. ვკითხულობდი ახალ წიგნებს. ვიყიდე „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰარი პოტერი“ (ამჯერად, ინგლისურად), მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის უკვე დიდად მიმაჩნდა თავი (ჰმ, 19 წელი!). და მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი თარო თბილისში დარჩა. ალბათ, ასე სჯობდა კიდეც: ზედმეტად არ გავშინაურდი, მახსოვდა სად იყო ჩემი სახლი, იქ, სადაც ჩემი თარო იყო.

ამ სახლში ცხრა თვისა და ორი დღის შემდეგ დავბრუნდი. ეს ცხრა თვე ვიღაცის მუცელში გამეტარებინა თითქოს... თარო კი ისევ ძველი დამხვდა, ალაგ-ალაგ „წიგნებჩაცვენილი“, მეჩხერი კბილებით. ისევ თავიდან ვესტუმრე იმ ზაფხულს კუნძულ სალტკროკას და სულ კლდეებზე დავძვრებოდი ბიულერბიუს მახლობლად. ლინდგრენის გარდა არაფერი წამიკითხავს. როგორც ჩანს, თბილისი სავსე იყო მაშინ „კაცია-ადამიანებით“ და მათ გავურბოდი. აი ნამდვილი ემოცია! საკუთარ ქვეყანაში დავბრუნდი, საკუთარ სახლში და აღმოჩნდა, რომ მარტო მე შევცვლილვარ, თან ისე, რომ ვერ მიცნეს. ისევ, მარტო თარომ მიცნო, ძველმა. და ისევ თარომ მომაწოდა რიგრიგობით ჭილაძის ლექსები: „გამოჩნდა მიწა, შენთან ვარ თითქმის“, „სინათლის ლეკვი“ და „თითქოს რიკულები სახლის ნეკნებია...“


უნდა გამოვტყდე, რომ მე არასდროს წამიკითხავს „დიკენსი ჩრდილში“. თუმცა, არც მზეში წამიკითხავს, ვერ მოვინდომე.


და საბოლოოდ, როცა მათზე ვწერ, ყოველი წიგნი ხტება თაროდან და ცდილობს ამოძვრეს ხის მაგიდაზე.


ჩემს გახუნებულ თაროს კი წნევა აწუხებს, ახლა სიცხე აქვს და თან წონაში უნდა დაკლება.

Followers

Blog Archive