-
I tried to trap us into the spell of my dark green room,
but wind from a winter window came as a herald of escape
and you flew screaming like a scared pig into the night.
-
I did not just love you.
I loved what life meant with you.
and I miss that meaning.
-
ერთ-ერთი მაინც გამოდით და დაეხნახეთ,
ადამიანს არ სჯერა რომ არ გიგონებთ.
გიჟი ვეგონები!
-
ჩემოდანში ერთი ფურცელი ჩამვარდნია.
ქვითარი იყო იმ კაფედან
პარიზში ყავით რომ გაგვიმასპინძლდნენ.
-
მე სიგარეტის მოწევა ვერ მისწავლია
და მათემატიკას როგორ ვისწავლი?
-
არაფერს მოგწერდი,
მაგრამ ძალიან მომენატრე
და უშენოდ დილის ყავა არ გამომდის.
რა თქვი, რამდენი კოვზი შაქარი მიყვარსო?
-
შეხედვით დიდი არაფერი,
არც სუნი,
არც სითბო,
არც ფერები,
მაგრამ გათენებულზე თევზივით იქერცლება ხოლმე.
მშვიდია.
-
სახლში ფეხსაცმელებით ნუ დადიხარ.
ჭერსა და კედლებში ღამის ჭიკნებს სძინავთ.
დააფრთხობ
-
მოტანით - არაფერი,
წასაღები გაქვს ბევრი.
მე შენი დანატოვარი თეთრი თმა
და აპრეხილი ულვაშები მაქვს შენახული
ღიმილისფერ ყუთში.
მაგრამ რა გემახსოვრება შენ.
No comments:
Post a Comment