-
სახლს ჩაეძინა შენს მოლოდინში.
მკერდზე ქაღალდი გაუფერმკრთალდა.
ჩაუხუჭუჭდა ყურზე ანტენა.
კბილების კიბემ გაიჭრჭიალა.
მე შემატოვე მძინარე სახლის
მცირედ დერეფნებს, დაორთქლილ თვალებს.
ფშვინვა ისმოდა სხვენიდან სადღაც
ხმაჩახრინწული ბუხრის ბრონქებით.
შენ კი სახლიდან სრულიად ახლოს
პატარა ბარის ვისკისფერ დახლთან
აღტაცებული მისდევდი სიცილს,
კაციჭამია კუდიანების.
და იქვე, მთვრალი,
აცანცარებულ ნათურის თითებს
ათამაშებდა ჭიქის ტუჩებთან.
და გიყურებდა მშიერი მგელი,
როგორც კანგაცლილ სათამაშოებს.
ჩვენ კი გვეძინა, მე და შენს ბინას,
ძველი შენობის დაფასოებულ ნაცნობ კუთხეში.
გვინდოდი ისევ, გვახსოვდი ისევ,
ამპარტავანი, მკაცრი, უხეში.
-
ეს მე ვარ.
და მე აქ ვარ.
და ეს ახლა, აქ არის.
-
Hi, Dolly!
Make me smile and make me jolly.
It’s Halloween, Dolly!
Miss me, pleeeease!
No comments:
Post a Comment