letters from september

love letters to Tbilisi:


-

I draw because I can not live otherwise.

I draw from memory.

I draw from fantasy. 

I draw what was and what I wish had been.

and everything that seemed ugly, or misplaced in my mind

finds path and finds home.

I draw because I can not live otherwise.

 

-

შემიყვარე, რა!

გამიხსენე.

ერთხელ ქუჩას გაუყევი,

ისე, უგზოდ, იარე და

ეგებ რაღაც ძლისხმევით,

სადმე, ხსოვნის სილურჯეში,

ჩემი ჩრდილი,

როგორც თევზი,

სიღრმეების ბინადარი,

გასრიალდეს, 

გაგახსენოს,

რომ ოდესღაც,

იმ ქუჩაში,

ერთმანეთის სევდა გვქონდა.

 

-

I might look like a ghost

But I do have feelings like a real boy.

 

-

My lavender shirt is guilty

For making me seam dreamy.

My dark roast shoes are guilty

For making me seem strong.

My crooked nose is guilty

For making me seem spontaneous.

My stainless glances are guilty

For making me seem thoughtful.

 

 

-

ჩემი უჭკუო თავის რა გითხრა, 

შენს უჭკუო თავზე მომიყევი.

ჩემს უჭკუო გულს ძალიან მოსწონს 

შენს უჭკუო თავზე 

გადამხდარი ამბები.

 

-

წამო, ისევ, პარიზში. 

მე სიცოცხლის არსებობას გავითავისებ

და შენ ჩემი კოცნა გაითავისე.

 

-

აბა, ჭკვიანი ვარო?!

ესაა ჭკვიანი??

ერთი არ გაგახსენდები!

ერთს არ მომიკითხავ.

უჭკუო ყოფილხარ.

 

არ ვარ ნაწყენი, ბატონო,

გეხუმრე!

 

 

-

დამალული არაფერი ვარგაო,

დარდი, მით უმეტეს.

 

-

Your words were so warm and so simple.

Yet, they made me so strangely sad.

You always had the talent of gently taking me

Out of my delusional life of musical comedy.

You were from a Godard film

And I was from Feliini.

 

-

აბა რა იცოდა ნიუ იორკმა, 

თავი ყველაზე მაგარი რომ ეგონა, 

რომ მე მაინც თბილისი მერჩია,

და მისი უჟმური მტკვარი.

 

-

ჩემს პირველ სიგარეტს შენი სახელი ჰქვია, ბიჭო

 

-

რომ ჩამოვალ, ქუჩას გადავირბენ,

სახლებს ჩავუვლი,

ხეებს შევხედავ.

თბილისს სხვა რომანი აქვს ჩემს ტანში.

 

-

მერე რა რო აღარ გახსოვარ.

მე ხო ისევ შენი საათი მიკეთიან.

ეხლა ის სხვა დროს აჩვენებს,

იმიტო რო სხვა კონტინენტზედ ვარ.

მერე რა რო სხვა დროს აჩვენებს,

მე ხო ისევ შენზე ვფიქრობ.

 

-

ამ სექტემბერს

ისევ შენზე საუბარზე ვოცნებობ.




No comments:

Post a Comment

Followers

Blog Archive