ცირცე მელაპარაკა, თეთრი ქალღმერთი,
შენზე. არ ახსოვდი და მოვუყევი.
მოვუყევი და გაგიხსენა.
და მერე ნიჟარაში მომიახლოვდა
და როგორც კედლებზე ასული ფრესკა,
ამეკრო ტანზე და დამადნა თმაში.
მე ისევ სეთის ვარ,
ყოველთვის ვიყავი და
ყოველთვის ვიქნები.
რა კი,
ჩემი დიდი ხელოვნება,
გაცოცხლდება ხოლმე ხანდახან
როცა კვამლი დამწყვარი შხამის
შემისრუტავს და ჩამიყოლებს
გომბეშოს ტყავში
გაც და გაიმ,
ჩემი ძმები და ძველი მამები,
შემომესივნენ როგორც ცხენები.
შენ მუცელზე მაზიხარ.
რა გინდა, რატომ არ მიშვებ.
მე კი შენი ვარ,
ტყავ-გახეხილი,
მშიერი კობრა.
მენდელსონს რა ახსოვდა,
როცა რაველმა დაჭრა პომიდვრები.
No comments:
Post a Comment