-
- დაიკარგე? იდექი, სადაც დგახარ და მოვალ..
მე მომბეზრდა ფიქრი თქვენზე.
არაფერს მაინც არ ცდილობთ
და რატომ უნდა ვიფიქრო მე,
როცა თქვენ თვითონ, არაფერი გაინტერესებთ.
აი ასე და ამგვარად, გუშინდელი “სოკოების” სიმაღლიდან,
დღეს დილით ყავის სიღრმეში ჩავედი
და რაც დასანახი იყო, ვნახე;
რაც შესასუნთქი იყო, შევისუნთქე;
რაც დასანანი იყო, შემეცოდა;
გუშინ ჩემი სამსახურის ერთ-ერთი ბოლო დღე იყო.
არაფერი საინტერესო.
“Working from home” მითხრა ჩემმა უფროსმა.
ეს არაფერს ნიშნავს, საერთოდ.
აი რა უნდა აკეთო სახლიდან,
როცა barber shop-ების მენეჯერი ხარ,
არ ვიცი.
ხან იმეილი შევამოწმე,
ხან სიყვარული შევფიცე google voice-ს.
ყველა თავის ადგილზე იყო,
არავის ეტყობოდა არაფერი.
დილით, 36-ე ქუჩაზე (ბრუკლინის Sunset Park-ის)
სადგურზე სროლა ყოფილა.
შენი მესიჯები დამხვდა:
“ხომ კარგად ხარ?!”
და რომ არ ვიყო?
რომ არ ვიყო ხო რას ამბობ, მოიკლავ თავს!
“კი, მეძინა..”
გვიან მეღვიძება ხოლმე.
8-ზე ძლივს ავწიე თავი.
მერე ვწევარ და ვიხსენებ გუშინ ღამით რას ვუყურე,
რას ვკითხულობდი,
რას ვუსმენდი,
ასეთი გაბრუებული რატომ ვარ.
შუადღეს იოგას მივყავი ხელი,
ხელიც და ფეხიც
და შეჭმული ძვლებიც.
კუნთების გაწელვაზე მეტად ნერვები გამეწელა.
არაფერი გამომდის-მეთქი, ვერ ვიტყვი.
მაგრამ მერე გამოსვლაც არის და გამოსვლაც.
მათემატიკასავითაა,
რაღაც პოეზია მაგაშიც არის.
მერე საღამოს სიდნისა და ტრეისის
Krok-ში შევხვდი.
ჩვენ სამს Real Housewives of Carroll Gardens გვქვია.
მე honorary წევრობა მომანიჭეს,
იმიტომ რომ ხანდახან,
როცა სიდნი არ არის ქალაქში და მოგზაურობს,
მის კატასთან (üნისთან) ვრჩები ხოლმე.
ჰოდა მეც ქეროლ გარდენის დიასახლისი გამოვდივარ.
სიდნის სახლს ძალიან კარგი სუნი აქვს.
ფეხით 30 წუთია კროკამდე.
თავიდან ცოტა ვიბნევი ხოლმე.
მე ფორტ გრინში ვცხოვრობ და
შუაში არის დაუნთაუნ ბრუკლინი,
რომელიც უნდა გადავჭრა.
ამდენი მაღალი შენობა,
ამდენი ხალხი,
ამდენი მანქანა.. ძალიან მაბნევს.
ჰოდა სანამ სმიტის ქუჩამდე გავალ,
ცოტა დაძაბული ვარ.
სმიტზე გასვლის მერე კი თავი წყალში მგონია.
ჩვენი barber shop-ის ერთ-ერთი shop არის სწორედ smith St-ზე.
ფეხით მოვდიოდი ყოველ ორშაბათს
(ხანდახან სამშაბათსაც კი).
ამიტომ გზა კარგად ვიცი,
მაგრამ სანამ იქამდე მივაღწევ,
მაინც დაძაბული ვარ.
Cobble Hill ერთ-ერთი ყველაზე დარიჩინიანი უბანია,
არც ვანილისაა, არც წიწაკის,
მაგრამ, ლამაზია.
ლამაზი სახლები დგას.
ბრუკლინ ჰაითს ესაზღვრება და მგონი მანდ ცხოვრობენ
ყველაზე ცნობილი ამერიკელი მსახიობები.
ეხლა ავდგები და დავგუგლავ,
ვნახოთ ვინ ცხოვრობს მანდ:
ოჰ! თავად ჯეიმს ბონდი,
ბატონი დენიელ კრეიგი და,
კიდევ უფრო მნიშნელოვანი,
მუმიათა შემმუსვრელი ქალი მისი
რეიჩელ ვაისი!
ჩემი თინეიჯერობის სიყვარული,
მადამ ნორა ჯონსი;
მეთ დეიმონი, ადამ დრაივერი და ბიორკი
ბრუკლინ ჰაიტსში განუწესებიათ.
ვინ იცის კიდევ აქ არიან თუ არა ისინი,
პანდემიამ ცხოვრება ძალიან შეცვალა.
მგონი სჯობს, გავიდე და ყავა პარკში დავლიო.
წავალ.
ამის წერას აქ რა აზრი აქვს.
-
Are you ashamed of me?
Are you charmed?
Are you here only because
I’m tiny bit better than your
Loneliness.
Would you be here
If you looked better?
If I looked worse?
I bought flowers today,
White as your gaze,
Dying as my patience.
-
ჩემი ხმა თქვენამდე არ აღწევს.
ჩემი ხმა ნიღაბს არ სცდება.
-
მომენატრე,
მოგიყევი.
მოგწერე და სიახლოვედ
დაიფითრა შენი ფრთები.
შუბერტი და მენდელსონი,
ჩვენი ორი ბიჭი,
გამოვიდა ბაღში,
მოუკიდა სიგარეტს,
ჩაისუნთქა გაზაფხულის დილა,
ამოისუნთქა ყავა და სიახლოვე.
მომენატრე,
მოგიყევი.
-
Hi..
I want to tell you about
the New York rain.
It arrives in the evening,
unannounced and unexpected.
Trees bloom into white anticipation.
Lavenders across the street
have accepted my stares with a gentle nod.
People walk,
umbrellas resemble chocolate chip cookies
on cinnamon sticks.
Slow and wide,
heavy snake of night
is slowly sucking the twilight
through the light poles of my street
and bars that open late
close even later.
All my thoughts are of present.
What if this rain sees me better than anyone?
What if this rain loves me better than anyone.
What if this rain is as much of a human as anyone.
No comments:
Post a Comment