კოვზი ჭიქაზე.
ჭიქა რძეში.
რძე ლამბაქით გადგმული გარეთ.
ოთახი არ ჩანს.
რაფაზე ვზივარ.
შენ ქვემოთ დასდევ ბურთს და სიგარეტს.
მიხვდები რა ვთქვი?
ხომ იცი ვინ ვარ?
კადლის საღებავს აქოჩრავს სიცხე.
დარაბებს მჭიდროდ აწევს ზაფხული.
შარვალზე ფრთები ეზრდებათ ბიჭებს.
და მეზობლები თვალებს ხუჭავენ
რომ არ გაექცეთ ახალგაზრდობა.
მე მზესუმზირას გიყრი მუჭიდან.
მაშინ მიყვარდი,
მეგობრებს ჰკითხე.
ჭიქაზე კოვზი.
ჭიქა ლამბაქზე.
რძე როგორც შენი მრგვალი გვირგვინი.
რაფაზე ვზივარ.
ქუჩაში ლისტი, მე-5 ეტიუდს,
უპაგანინოდ უკრავს ჰოროვიცი.
ვეწევი მარტო.
და საქანელად მექცა თითები.
No comments:
Post a Comment